პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო" - კალაძე
"წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო" - კალაძე

პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის არა ბი­უ­ჯე­ტის ფული, არა­მედ სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს.

  • რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ხალ­ხის ფულს თა­ვი­სი პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ხარ­ჯავს.

„ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვის, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია), ხალ­ხის ფულს თა­ვი­სი პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ხარ­ჯავს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ აიღო და ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ა­ფი­ნან­სო, მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სწავ­ლა ან მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი იყი­დო. ამის გა­კე­თე­ბა თუ გინ­და, შენი პი­რა­დი და­ნა­ზო­გე­ბი­დან და შე­მო­სავ­ლე­ბი­დან უნდა გა­ა­კე­თო და არა ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, სდსს-ს ყო­ფილ უფ­როსს, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას კი 300 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

ავტორი:

"წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო" - კალაძე

"წარმოუდგენელია თანამდებობის პირმა ბიუჯეტიდან დააფინანსო შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო" - კალაძე

პირადი კეთილდღეობისთვის არა ბიუჯეტის ფული, არამედ საკუთარი დანაზოგი უნდა გამოიყენო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

  • როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავს.

„ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი (არ აქვს მნიშვნელობა, ვის, რა თანამდებობა უკავია), ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ხარჯავს. წარმოუდგენელია, რომ აიღო და ბიუჯეტიდან დააფინანსო, მაგალითად, საკუთარი შვილების სწავლა ან მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები იყიდო. ამის გაკეთება თუ გინდა, შენი პირადი დანაზოგებიდან და შემოსავლებიდან უნდა გააკეთო და არა ბიუჯეტის ფულით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.