პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს
მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს

გა­სულ კვი­რას, მომ­ღე­რალ­მა თა­თია კო­ბა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენ­და, სიმ­ღე­რით "ანა ბანა“. თა­თია თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და წინა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, თუმ­ცა წელს კონ­კურ­სის გა­რე­შე დარ­ჩა.

"პირ­ვე­ლი არხს" ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, რომ მა­რი­ამ შენ­გე­ლია ნამ­დვი­ლად წარ­დგე­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". სიმ­ღე­რა და კონ­კურ­სან­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 15 მარ­ტის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

  • ვინ არის 22 წლის მა­რი­ამ შენ­გე­ლია

წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დე­ლი გო­გო­ნა 2018 წელს მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სებ­ში გა­მოჩ­ნდა. ბოლო წლე­ბია შენ­გე­ლი­ას თა­ვი­სი ბენ­დი, სა­ხე­ლად "მიქსტუ­რა“ ჰყავს, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ქა­ვე­რებს ას­რუ­ლებს.

"მე­ხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე, ბო­ლოს და ბო­ლოს გაგ­ვა­გე­ბი­ნე, სა­ი­დან ხარო. და­ვი­ბა­დე სა­მეგ­რე­ლო­ში, გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში. 12 წლი­დან, ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე წლით ისევ სა­მეგ­რე­ლო­ში მო­მი­წია წას­ვლა. არც იქ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, იქაც ვმღე­რო­დი. 15-16 წლის ვი­ყა­ვი, როცა ისევ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი და მას შემ­დეგ აქ ვცხოვ­რობ", - ამ­ბობს მა­რი­ა­მი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მა­რი­ა­მი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კობს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რალ­ზე ათი წლით უფ­რო­სი, მო­რაგ­ბე გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. წყვი­ლის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ გავ­რცელ­და, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის მა­რი­ა­მის "ინ­სტაგ­რა­მის" პრო­ფილ­ზე ეს სუ­რა­თე­ბი აღარ იძებ­ნე­ბა.

"რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი, რომ ყვე­ლა საქ­მეს ორ­მა­გად კარ­გად ვა­კე­თებ. აქამ­დე კა­რი­ე­რა­სა და პი­რადს ვერ ვუ­თავ­სებ­დი ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ თურ­მე, როცა გიყ­ვარ­დე­ბა, სულ სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა. დღეს კა­რი­ე­რა­ში ზუს­ტად იმი­ტომ ვარ კარ­გად, რომ გვერ­დით მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაძ­ლევს ძა­ლას ყვე­ლაფ­რის სა­უ­კე­თე­სოდ გა­სა­კე­თებ­ლად. თურ­მე, კა­რი­ე­რა სიყ­ვა­რულს არ გა­მო­რი­ცხავს, ამ ადა­მი­ან­მა და­ამ­სხვრია ჩემი წარ­მოდ­გე­ნე­ბი...“ - ამ­ბობს ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი

მა­რი­ამ შენ­გე­ლია რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოჩ­ნდა. 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში, ონში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე გა­ნა­ცხა­და: "ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია მშვი­დო­ბა, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს იყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი ლო­ზუნ­გი.

ჯგუ­ფი „მიქსტუ­რა“ ოლიმ­პი­ე­ლებ­თან ერ­თად

23 ოქ­ტომ­ბერს კი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ დას­კვნით კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლი­სას მე­დი­ას­თან პი­რად ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა.

"ორ თვე­ში შე­მო­ვი­ა­რე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ხალ­ხის­გან მი­ვი­ღე უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუხ­რა ყვე­ლა რე­გი­ონს მის­თვის. დღეს რომ აქ ვარ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უნდა წარვდგე. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ყვე­ლა­ნი უნდა წა­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და და­ვა­ფიქ­სი­როთ სა­კუ­თა­რი აზრი. მშვი­დო­ბით უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეს ქვე­ყა­ნა", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე მა­რი­ა­მი ერთ-ერთი იყო იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვი­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა არ გა­მო­უ­ხა­ტავს. მას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რიტ მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ავტორი:

მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს

მორაგბე შეყვარებული და მონაწილეობა "ოცნების" მხარდამჭერ კონცერტებში - რა არის ცნობილი მომღერალზე, რომელიც, სავარაუდოდ, "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერებს

გასულ კვირას, მომღერალმა თათია კობალაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ საქართველოს წელს "ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენდა, სიმღერით "ანა ბანა“. თათია თავადაც მონაწილეობდა წინა შესარჩევ კონკურსში, თუმცა წელს კონკურსის გარეშე დარჩა.

"პირველი არხს" ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რომ მარიამ შენგელია ნამდვილად წარდგება "ევროვიზიაზე". სიმღერა და კონკურსანტი, სავარაუდოდ, 15 მარტისთვის გახდება ცნობილი.

  • ვინ არის 22 წლის მარიამ შენგელია

წარმოშობით ზუგდიდელი გოგონა 2018 წელს მუსიკალური კონკურსებში გამოჩნდა. ბოლო წლებია შენგელიას თავისი ბენდი, სახელად "მიქსტურა“ ჰყავს, რომელიც, ძირითადად, ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს.

"მეხუმრებიან ხოლმე, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, საიდან ხარო. დავიბადე სამეგრელოში, გავიზარდე თბილისში. 12 წლიდან, ოჯახური პრობლემების გამო, რამდენიმე წლით ისევ სამეგრელოში მომიწია წასვლა. არც იქ გავჩერებულვარ, იქაც ვმღეროდი. 15-16 წლის ვიყავი, როცა ისევ თბილისში წამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ", - ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • პირადი ცხოვრება

მარიამი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ლაპარაკობს, თუმცა ცნობილია, რომ მისი შეყვარებული მომღერალზე ათი წლით უფროსი, მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია. წყვილის საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმეჯერ გავრცელდა, თუმცა ამ დროისთვის მარიამის "ინსტაგრამის" პროფილზე ეს სურათები აღარ იძებნება.

"როდესაც შეყვარებული ვარ, ისეთი ბედნიერი, რომ ყველა საქმეს ორმაგად კარგად ვაკეთებ. აქამდე კარიერასა და პირადს ვერ ვუთავსებდი ერთმანეთს, მაგრამ თურმე, როცა გიყვარდება, სულ სხვანაირად ხდება. დღეს კარიერაში ზუსტად იმიტომ ვარ კარგად, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მაძლევს ძალას ყველაფრის საუკეთესოდ გასაკეთებლად. თურმე, კარიერა სიყვარულს არ გამორიცხავს, ამ ადამიანმა დაამსხვრია ჩემი წარმოდგენები...“ - ამბობს ის რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

  • პოლიტიკური სკანდალი

მარიამ შენგელია რამდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მხარდამჭერ კონცერტებზე გამოჩნდა. 2024 წლის აგვისტოში, ონში გამართულ კონცერტზე განაცხადა: "ჩემი მთავარი გზავნილია მშვიდობა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. შეგახსენებთ, რომ ეს იყო მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი.

ჯგუფი „მიქსტურა“ ოლიმპიელებთან ერთად

23 ოქტომბერს კი, თავისუფლების მოედანზე "ოცნების" მხარდამჭერ დასკვნით კონცერტზე გამოსვლისას მედიასთან პირად ემოციებზე ისაუბრა.

"ორ თვეში შემოვიარე მთელი საქართველო და ხალხისგან მივიღე უდიდესი სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუხრა ყველა რეგიონს მისთვის. დღეს რომ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამხელა აუდიტორიის წინაშე უნდა წარვდგე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი. მშვიდობით უნდა შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა მომღერალმა.

არჩევნების შემდეგ კი, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე მარიამი ერთ-ერთი იყო იმ მომღერლებს შორის, ვისაც აქციის მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მას სოციალურ ქსელებში ხელისუფლების ფავორიტ მომღერლად მოიხსენიებენ.