„პალიტრა L-ი“ გთავაზობთ ტრადიციულ აქციას, „ბედნიერ საათებს“, რომლის ფარგლებშიც 7 მარტს 12:00-დან 16:00 საათამდე შერჩეული წიგნები სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. აქცია მოქმედებს გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში.
ფასდაკლება ვრცელდება მოსწავლის სერიის ყველა წიგნზე. თითოეული მათგანის შეძენა მხოლოდ 6 ლარად იქნება შესაძლებელი. „პალიტრა L-ის“ შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, ზაფხულის საკითხავის შეგროვება დაიწყოთ და კიდევ უფრო გაამდიდროთ ბავშვისა და მოზარდის ბიბლიოთეკა.
აქცია მოქმედებს შემდეგ წიგნებზე: ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია ტომის ქოხი“, ანე ფრანკი - „უკანა სახლი“, ჩარლზ დიკენსი - „საშობაო სიმღერა“, შარლ პეროს ზღაპრები, რობერტ ლუის სტივენსონი - „განძის კუნძული“, აკაკი წერეთელი - „კუდაბზიკეთი“ და სხვა.
ფასდაკლებული წიგნების სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს. არ გამოტოვოთ შეთავაზება, ესტუმრეთ „პალიტრა L-ის“ ვებგვერდს ან აპლიკაციას და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
R