პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს
74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

მეჰდი ია­რა­ჰი, ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვის და ითხოვს, რომ მათ თა­ვი­სუფ­ლად ჩაც­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, გა­როზ­გეს. მან 74 როზ­გი მი­ი­ღო.

გა­როზ­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­რი­გე­ბის ნა­წი­ლი გახ­და.

ია­რა­ჰი თავ­და­პირ­ვე­ლად 2024 წლის იან­ვარ­ში გა­ა­სა­მარ­თლეს და დამ­ნა­შა­ვედ ცნეს მას შემ­დეგ, რაც 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­უშ­ვა საპ­რო­ტეს­ტო სიმ­ღე­რა, "შენი თავ­სა­ბუ­რა­ვი" (Roo Sarito), რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის - "ქა­ლე­ბი, სი­ცო­ცხლე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ერთი წლის­თავს მი­ე­ძღვნა.

ია­რაჰს მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი შე­უც­ვა­ლეს და ცი­ხე­ში ყოფ­ნის ნაც­ვლად, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კე­თეს და გა­როზგ­ვა მი­უ­სა­ჯეს.

  • იმ დრო­ის­თვის, ია­რა­ჰიმ X-ზე და­წე­რა: "მზად ვარ 74 როზ­გის მი­სა­ღე­ბად და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ წა­მე­ბას ვგმობ".

გა­როზგ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა, ზაჰ­რა მი­ნუ­ე­იმ გა­ავ­რცე­ლა.

მი­ნუ­ე­იმ X-ზე და­წე­რა, რომ თე­ი­რა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი.

  • ია­რა­ჰიმ კი Instagram-ზე და­წე­რა: "ჩვე­ნი ქვის გა­სა­ტე­ხად შუშა მო­გი­ტა­ნი­ათ. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ძვირ­ფა­სე­ბო და მად­ლო­ბა ჩემს პა­ტივ­სა­ცემ ად­ვო­კა­ტებს, მუს­ტა­ფა ნი­ლი­სა და ზაჰ­რა მი­ნუ­ე­ის, გულ­წრფე­ლი თა­ნად­გო­მის­თვის. ვინც მზად არ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფა­სის გა­და­სახ­დე­ლად, ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღირ­სიც არ არის. გი­სურ­ვებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას.“

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დას­ჯის მე­თო­დის ამ აქ­ტმა ირან­ში მა­სობ­რი­ვი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"მეჰდი ია­რა­ჰის დას­ჯის აღ­სრუ­ლე­ბა ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბაა. მეჰდის სხე­ულ­ზე ეს დარ­ტყმე­ბი ირა­ნის ამა­ყი, მედ­გა­რი ქა­ლე­ბის­კენ და მათი ძლი­ე­რი სუ­ლის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი", - წერს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ნო­ბე­ლის მშვი­დო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ნარ­გეს მო­ჰა­მა­დი.

რო­გორც ირა­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Human Rights Activists News Agency იტყო­ბი­ნე­ბა, 2024 წელს ირა­ნის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ სულ მცი­რე 131 ადა­მი­ანს შე­უ­ფარ­და გა­როზგ­ვა.

წყა­რო

ავტორი:

74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

74 როზგი საპროტესტო სიმღერისთვის - ირანში მომღერალი გაროზგეს

მეჰდი იარაჰი, ცნობილი ირანელი მომღერალი, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის და ითხოვს, რომ მათ თავისუფლად ჩაცმის შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაროზგეს. მან 74 როზგი მიიღო.

გაროზვა სისხლის სამართლის საქმის გარიგების ნაწილი გახდა.

იარაჰი თავდაპირველად 2024 წლის იანვარში გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში გამოუშვა საპროტესტო სიმღერა, "შენი თავსაბურავი" (Roo Sarito), რომელიც მოძრაობის - "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ ერთი წლისთავს მიეძღვნა.

იარაჰს მოგვიანებით სასჯელი შეუცვალეს და ციხეში ყოფნის ნაცვლად, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და გაროზგვა მიუსაჯეს.

  • იმ დროისთვის, იარაჰიმ X-ზე დაწერა: "მზად ვარ 74 როზგის მისაღებად და მიუხედავად იმისა, რომ ამ არაადამიანურ წამებას ვგმობ".

გაროზგვის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ადვოკატმა, ზაჰრა მინუეიმ გაავრცელა.

მინუეიმ X-ზე დაწერა, რომ თეირანის რევოლუციური სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

  • იარაჰიმ კი Instagram-ზე დაწერა: "ჩვენი ქვის გასატეხად შუშა მოგიტანიათ. მადლობა მხარდაჭერისთვის, ძვირფასებო და მადლობა ჩემს პატივსაცემ ადვოკატებს, მუსტაფა ნილისა და ზაჰრა მინუეის, გულწრფელი თანადგომისთვის. ვინც მზად არ არის თავისუფლების ფასის გადასახდელად, ის თავისუფლების ღირსიც არ არის. გისურვებთ თავისუფლებას.“

შუა საუკუნეების დასჯის მეთოდის ამ აქტმა ირანში მასობრივი აღშფოთება გამოიწვია.

"მეჰდი იარაჰის დასჯის აღსრულება ირანელი ქალების მხარდაჭერისთვის შურისძიებაა. მეჰდის სხეულზე ეს დარტყმები ირანის ამაყი, მედგარი ქალებისკენ და მათი ძლიერი სულისკენ არის მიმართული", - წერს "ინსტაგრამზე" ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნარგეს მოჰამადი.

როგორც ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency იტყობინება, 2024 წელს ირანის სასამართლო სისტემამ სულ მცირე 131 ადამიანს შეუფარდა გაროზგვა.

წყარო