Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე... ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო" - რას ჰყვება მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე
"ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე... ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო" - რას ჰყვება მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა, მაია ბა­ჩა­ნაშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ქალი წერ­და, კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იუ­მო­რისტ მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

  • პოს­ტის ავ­ტო­რის ცნო­ბით, მიშა ან­დღუ­ლა­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სე­ბი უწო­და, რა­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, იუ­მო­რის­ტმა Ambebi,ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა. მისი თქმით, "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო იყო და მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის რუ­სე­ბი არ და­უ­ძა­ხია".

მიშა ან­დღუ­ლა­ძე:

- კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ჰა­ა­გის პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია, იმე­დია გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, ათი კაცი ერ­თზე. თან სხვა რამ მოხ­და და სხვა რა­ღაც და­წე­რეს პოს­ტში, თით­ქოს, ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის") ამომ­რჩევ­ლებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე, როცა რე­ა­ლუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო გვქონ­და.

ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ამ­ბავს.

რა­ღაც სტა­ტის­ტი­კა­ში ხომ არ მოვ­ყე­ვი?! ჯო­ჯო­ხე­თია სრუ­ლი.

მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მქონ­და საქ­მე, "სთენ­და­ფის" ერთ-ერთ ხუმ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და რე­ლი­გი­ურ თე­მას, ფა­რი­სევ­ლო­ბას, ჯვრე­ბის უაზ­რო ად­გი­ლებ­ზე აღ­მარ­თვას. შემ­დეგ მე მღვდელ­თა­ნაც მქონ­და ამა­ზე გა­და­ცე­მა­ში სა­უ­ბა­რი.

  • ახლა, თავ­დას­ხმი­სას რო­დე­საც მო­ვიდ­ნენ, თით­ქოს ამა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, მერე გა­და­ვიდ­ნენ პირ­და­პირ ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმა­ზე, პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ. ად­რეც იყო ჩემ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ძია ეს საქ­მე და და­ი­ბა­რეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი. შემ­დეგ მე და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, შე­გიძ­ლია ქუ­ჩებ­ში თა­ვი­სუფ­ლად იარო და არა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბაო.

ახლა რაც მოხ­და, თით­ქოს რე­ლი­გი­ურ ხუმ­რო­ბას ეხე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ პოს­ტი რაც და­დეს, თით­ქოს მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე და ამი­ტომ გა­მის­წორ­დნენ, ეს არის გა­მიზ­ნუ­ლი ტყუ­ი­ლი. მე წი­ნას­წარ დას­კვნებს ვერ გა­ვა­კე­თებ. ეს ჯგუ­ფი მო­ემ­ზა­და წი­ნას­წარ და თავს და­მესხნენ, მე­გო­ბარ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა. ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ვერც გა­ვი­გე, რა მოხ­და. ჯერ რა­ნა­ი­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბაა, ათი ერთს და­ეს­ხას თავს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერ­თად დაგ­ვი­ძა­ხეთ მე და თავ­დამ­სხმე­ბე­ლებს, ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი და ვაგ­რძნო­ბი­ნებ, რომ მე არ მძულს არა­ვინ. ერ­თა­დერ­თი, მინ­და, ყვე­ლა ვი­ყოთ უშიშ­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ.

რა თქმა უნდა, არ და­მი­ძა­ხეს. ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ო­ბა იყო, მაგ­რამ ისი­ნიც მსხვერ­პლე­ბი არი­ან სა­ერ­თო აგ­რე­სი­ის.

კო­მენ­ტა­რე­ბი რომ ვნა­ხე, ვი­ღა­ცებს უხა­რი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა და მხო­ლოდ ნა­ცე­ბად და ქო­ცე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ადა­მი­ა­ნებს. შეგ­ვიძ­ლია, რომ მარ­ტი­ვი კრი­ტი­კის გამო ადა­მი­ა­ნებს თავს და­ვეს­ხათ, თან სად - ჰა­ა­გა­ში?! ვნა­ხოთ, საქ­მე აღ­ძრუ­ლია, ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა ვა­გოთ ჩვენს ქცე­ვებ­ზე.

ასე­თი და­გეგ­მი­ლი, მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა, გა­და­ი­ღეს.

და მერე იქ ვი­ღა­ცა ჰყვე­ბო­და - ვი­ღა­ცას ტე­ლე­ფონ­ზე ულა­პა­რა­კია, საქ­მე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი­აო...

და­გეგ­მი­ლია, შეკ­ვე­თი­ლია თუ რა მი­ზა­ნი ჰქონ­დათ, ვნა­ხავთ... და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას", - ამ­ბობს მიშა ან­დღუ­ლა­ძე Ambebi.ge-სთან.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე... ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო" - რას ჰყვება მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე

"ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე... ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო" - რას ჰყვება მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან ნიდერლანდებში მომხდარ თავდასხმაზე

სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში მცხოვრებმა ქართველმა, მაია ბაჩანაშვილმა ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. როგორც ქალი წერდა, კადრებზე აღბეჭდილია, რომ ადგილობრივი ქართული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • პოსტის ავტორის ცნობით, მიშა ანდღულაძემ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს რუსები უწოდა, რამაც სავარაუდოდ, ადგილზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.

მიშა ანდღულაძეს ნიდერლანდებში დავუკავშირდით, იუმორისტმა Ambebi,ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა. მისი თქმით, "ჩვეულებრივი კომედი საღამო იყო და მას "ქართული ოცნების" ამომრჩევლებისთვის რუსები არ დაუძახია".

მიშა ანდღულაძე:

- კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, ("ქართული ოცნების") ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა.

ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს.

რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი?! ჯოჯოხეთია სრული.

მანამდე, საქართველოში, პროკურატურაში მქონდა საქმე, "სთენდაფის" ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი.

  • ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო.

ახლა რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი რაც დადეს, თითქოს მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს.

საქართველოშიც პროკურატურას ვეუბნებოდი, რომ ერთად დაგვიძახეთ მე და თავდამსხმებელებს, ჩავეხუტები და ვაგრძნობინებ, რომ მე არ მძულს არავინ. ერთადერთი, მინდა, ყველა ვიყოთ უშიშრები განსხვავებული აზრის მიმართ.

რა თქმა უნდა, არ დამიძახეს. ძალიან მძიმე სანახაობა იყო, მაგრამ ისინიც მსხვერპლები არიან საერთო აგრესიის.

კომენტარები რომ ვნახე, ვიღაცებს უხარიათ ადამიანების ცემა და მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ ადამიანებს. შეგვიძლია, რომ მარტივი კრიტიკის გამო ადამიანებს თავს დავესხათ, თან სად - ჰააგაში?! ვნახოთ, საქმე აღძრულია, ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქცევებზე.

ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს.

და მერე იქ ვიღაცა ჰყვებოდა - ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო...

დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ... დაველოდოთ გამოძიებას", - ამბობს მიშა ანდღულაძე Ambebi.ge-სთან.