საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ქალი ავტორები, რომლებიც აქტიურად ეხებიან გენდერულ და სოციალურ საკითხებს
თანამედროვე ქალი ავტორები, რომლებიც აქტიურად ეხებიან გენდერულ და სოციალურ საკითხებს

თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის ერ­თგვა­რი ანა­რეკ­ლია, რო­მელ­შიც მკი­თხვე­ლი სა­კუ­თარ ყო­ფი­ე­რე­ბას ამო­იც­ნობს ხოლ­მე. რიგ შემ­თხვე­ვა­ში, წიგ­ნის გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი კო­ლექ­ტი­უ­რი წარ­სუ­ლის შე­დე­გებს ასა­ხავს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გვე­სა­ხე­ბა მო­მავ­ლის კონ­ტუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ხან გვაშ­ფო­თებს, ხან გა­მოგ­ვაღ­ვი­ძებს, ხა­ნაც იმე­დით გვავ­სებს.

მე-20 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და 21-ე სა­უ­კუ­ნის მწერ­ლებს შო­რის გა­მო­იკ­ვეთ­ნენ ისე­თი ქალი ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­მაც უკვე და­ამ­ჩნია კვა­ლი სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟანრს. მათ შო­რის არის მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი, დის­ტო­პი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე დე­დო­ფა­ლი თა­ვი­სი უკ­ვდა­ვი სი­უ­ჟე­ტე­ბით. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა კი მორ­გე­ბუ­ლია მკი­თხველ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო წრე­ებ­ზე და ეხე­ბა ყო­ფით სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს. მათ შო­რის არის ოჯა­ხუ­რი თე­მე­ბი, გენ­დერუ­ლი როლი, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სხვა. სწო­რედ ასე­თი თე­მე­ბით მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა ამე­რი­კელ­მა ავ­ტორ­მა კო­ლინ ჰუ­ვერ­მა, რომ­ლის სი­უ­ჟე­ტე­ბიც ეხე­ბა ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებს, ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბას და ყო­ველ­თვის ტო­ვებს ად­გილს იმე­დის­თვის.

დღეს, სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­სურ­ვე­ლი ჟან­რი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მქო­ნე თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნოს გენ­დერულ და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად და­სა­ფიქ­რებ­ლად ან უბ­რა­ლოდ მსუ­ბუ­ქი სი­უ­ჟე­ტე­ბით დრო­ის გა­საყ­ვა­ნად.

გთა­ვა­ზობთ ქალ მწერ­ლებს, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბაც მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს:

1. მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი

მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი კა­ნა­დე­ლი პო­ე­ტი, რო­მა­ნის­ტი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კო­სი, ესე­ის­ტი, პე­და­გო­გი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვის­ტი და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა 1961 წელს და­ი­წყო. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა 18 რო­მანს, 18 პო­ე­ტურ კრე­ბულს, 9 მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბულს, 11 არამ­ხატ­ვრულ ნაშ­რომს, 8 სა­ბავ­შვო წიგ­ნი­სა და ორ გრა­ფი­კუ­ლი რო­მანს მო­ი­ცავს. ეტ­ვუ­დის მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბამ ფარ­თო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა რო­გორც კა­ნა­და­ში, ისე - სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს მისი დის­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი „მხევ­ლის წიგ­ნი“, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის, მისი სა­ხე­ლით ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხე­ბაა. ეს არის ერ­თგვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვამ.

ეტ­ვუ­დის შე­მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სწო­რედ HULU-ს მიერ შექ­მნი­ლი სე­რი­ა­ლი „მხევ­ლის წიგ­ნია“, რო­მე­ლიც 5 სე­ზო­ნის­გან შედ­გე­ბა. მე-6, ფი­ნა­ლუ­რი სე­ზო­ნის პრე­მი­ე­რა კი 2025 წლის აპ­რილ­შია და­გეგ­მი­ლი.

მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის მხევ­ლის წიგ­ნი და პე­ნე­ლო­პი­ა­და თარ­გმნი­ლია ქარ­თულ ენა­ზეც.

2. ელიფ შა­ფა­ქი

ელიფ შა­ფა­ქი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მწე­რა­ლია, დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯა­ხი­დან. შა­ფა­ქი და­ი­ბა­და საფ­რან­გეთ­ში. მშობ­ლე­ბის გაყ­რის შემ­დეგ დარ­ჩა დე­დას­თან, ცხოვ­რობ­და ეს­პა­ნეთ­სა და იორ­და­ნი­ა­ში, შემ­დგომ და­სახ­ლდა თურ­ქეთ­ში. და­ამ­თავ­რა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ან­კა­რა­ში, და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია ფი­ლო­სო­ფი­ა­ში, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბო­და გენ­დერუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის პრობ­ლე­მებს. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო აშშ-ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე, შემ­დგომ წლებ­ში კი მიწ­ვე­ულ პე­და­გო­გად რიგ ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ცხოვ­რობს თურ­ქეთ­სა და აშშ-ში, წერს თურ­ქულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე, თა­ნამ­შრომ­ლობს აშშ-ს და ევ­რო­პის პრე­სას­თან. არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს წევ­რი. შა­ფა­ქის წიგ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სუ­ფიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბია. წერს აგ­რეთ­ვე სიმ­ღე­რებს როკ-ან­სამ­ბლე­ბი­სათ­ვის, ესე­ებს პო­ლი­ტი­კი­სა და კულ­ტუ­რის თე­მებ­ზე, ეწე­ვა აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას.

მისი რო­მა­ნე­ბი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ეთ­ნი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი და გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბით, რა­მაც ავ­ტორს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

თა­ვი­სი სი­უ­ჟე­ტე­ბის გამო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ობი­ექ­ტი გახ­და მშობ­ლი­ურ თურ­ქეთ­ში, სა­დაც მას­ზე საქ­მეც იყო აღ­ძრუ­ლი.

შა­ფა­ქის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რო­მა­ნებს შო­რი­საა ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი, სტამ­ბო­ლე­ლი ნა­ბიჭ­ვა­რი, ღირ­სე­ბა და სხვა.

3. ანი ერნო

82 წლის ფრან­გი მწე­რა­ლი ანი ერნო 2022 წელს ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. მას ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა „გამ­ბე­და­ო­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი სიმ­ძაფ­რის­თვის, რომ­ლი­თაც იგი ახ­სნის პი­რა­დი მეხ­სი­ე­რე­ბის ფეს­ვებს, გა­უ­ცხო­ე­ბა­სა და კო­ლექ­ტი­ურ იძუ­ლე­ბას.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა და გა­მოს­ცა მისი ქალი, მოვ­ლე­ნა და წლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი მწერ­ლის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას და ქა­ლის პრობ­ლე­მებ­სა და მის მი­მართ არ­სე­ბულ სტიგ­მას ეხე­ბა.

ანი ერ­ნოს დედა სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ორი წელი ალ­ცჰა­ი­მე­რით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. „ქალი“ მისი ამ­ბა­ვია _ ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი და ღრმად ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი დე­დებ­სა და შვი­ლებ­ზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და სი­ბე­რე­ზე, ხსოვ­ნა­სა და და­ვი­წყე­ბა­ზე. ამ ამ­ბის მო­ყო­ლა მწერ­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა გზა, თვი­თონ „ემ­შო­ბი­ა­რა“ დედა - ეპო­ვა ის, ვინც შე­ა­კავ­ში­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, ეპო­ვა ქალი თა­ვის დე­და­ში.

4. ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტო

ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტო ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლია, რომ­ლის რო­მან­მა გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი 2019 წელს ბუ­კე­რის პრე­მია მო­ი­პო­ვა. ის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი მწე­რა­ლია, რო­მელ­საც ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჯილ­დო გა­და­ე­ცა. გზა ასეთ აღი­ა­რე­ბამ­დე მან გა­ი­ა­რა შე­უ­პოვ­რად, თა­მა­მად და უკომ­პრო­მი­სოდ და სწო­რედ ასეთ მწერ­ლად შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­შიც.

რო­მა­ნი „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“ აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ 2019 წელს თა­ვის საყ­ვა­რელ 19 წიგნს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ევა­რის­ტო 2009 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნის წევ­რი, ხოლო 2020 წელს ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნის ოფი­ცე­რი გახ­და.

თა­ვის წიგნ­ში მა­ნი­ფეს­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზეც არის თარ­გმნი­ლი ევა­რის­ტო პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს გვი­ზი­ა­რებს.

5. ტონი მო­რი­სო­ნი

ტონი მო­რი­სო­ნი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი და ესე­ის­ტია. 1993 წელს ავ­ტო­რი გახ­და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში. მო­რი­სო­ნი და­ი­ბა­და აფრო-ამე­რი­კელ, აშშ-ის სამ­ხრე­თი შტა­ტე­ბი­დან გა­და­სახ­ლე­ბულ მუ­შა­თა ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და ჰარ­ვარ­დი­სა და კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში; მუ­შა­ობ­და რე­დაქ­ტო­რად გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, ას­წავ­ლი­და აშშ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მათ შო­რის პრის­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ტონი მო­რი­სო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­რი­ე­რა და­ი­წყო რო­მა­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე ცის­ფე­რი თვა­ლი (The bluest eye, 1970), სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია ახალ­გაზ­რდა შავ­კა­ნი­ა­ნი გო­გო­ნას მძი­მე ბედი. რა­სობ­რი­ვი ჩაგ­ვრის თე­მებ­მა მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ჰპო­ვეს რო­მან­ში ქე­ბა­თა ქება სო­ლო­მო­ნი­სა („Song of Solomon“, 1977), რომ­ლის ცენ­ტრში გმი­რის მიერ სა­კუ­თა­რი „მეს“ ძი­ე­ბა და გა­აზ­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნე­ბის გარ­და ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლია მისი საყ­ვა­რე­ლი და „წყა­ლო­ბა“.

6. კო­ლინ ჰუ­ვე­რი

კო­ლინ ჰუ­ვე­რი არის ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც რო­მა­ნებს ძი­რი­თა­დად წერს რო­მან­ტი­კულ და ახალ­გაზ­რდულ მხატ­ვრულ ჟანრ­ში. მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნია “ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით“, რო­მე­ლიც 2016 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. 2022 წლის ოქ­ტომ­ბრის­თვის ჰუ­ვე­რის და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი წიგ­ნი გა­ი­ყი­და.

2024 წელს გა­მო­ვი­და რო­მა­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ბლე­იკ ლა­ივ­ლი და ფილ­მის რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი ჯას­ტინ ბალ­დო­ნი ას­რუ­ლე­ბენ. კრი­ტი­კი­სა და მსა­ხი­ო­ბებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ფილ­მის გარ­შე­მო სა­უ­ბა­რი არ წყდე­ბა.

ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლია ავ­ტო­რის რო­მა­ნე­ბი: ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩვე­ნით, ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით, მა­ხინ­ჯი სიყ­ვა­რუ­ლი და ვე­რი­ტი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

თანამედროვე ქალი ავტორები, რომლებიც აქტიურად ეხებიან გენდერულ და სოციალურ საკითხებს

თანამედროვე ქალი ავტორები, რომლებიც აქტიურად ეხებიან გენდერულ და სოციალურ საკითხებს

თანამედროვე ლიტერატურა ჩვენი რეალობის ერთგვარი ანარეკლია, რომელშიც მკითხველი საკუთარ ყოფიერებას ამოიცნობს ხოლმე. რიგ შემთხვევაში, წიგნის გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრება ჩვენი კოლექტიური წარსულის შედეგებს ასახავს, ზოგ შემთხვევაში გვესახება მომავლის კონტურები, რომელიც ხან გვაშფოთებს, ხან გამოგვაღვიძებს, ხანაც იმედით გვავსებს.

მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის მწერლებს შორის გამოიკვეთნენ ისეთი ქალი ავტორები, რომელთა შემოქმედებამაც უკვე დაამჩნია კვალი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრს. მათ შორის არის მარგარეტ ეტვუდი, დისტოპიის თანამედროვე დედოფალი თავისი უკვდავი სიუჟეტებით. ზოგიერთი მათგანის შემოქმედება კი მორგებულია მკითხველთა მაქსიმალურად ფართო წრეებზე და ეხება ყოფით საკითხებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. მათ შორის არის ოჯახური თემები, გენდერული როლი, მშობლებთან ურთიერთობა და სხვა. სწორედ ასეთი თემებით მოიპოვა პოპულარობა ამერიკელმა ავტორმა კოლინ ჰუვერმა, რომლის სიუჟეტებიც ეხება ადამიანურ გრძნობებს, ქალზე ძალადობას და ყოველთვის ტოვებს ადგილს იმედისთვის.

დღეს, სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე მკითხველს შესაძლებლობა აქვს, სასურველი ჟანრისა და მიმდინარეობის მქონე თანამედროვე ქალი ავტორის შემოქმედებას გაეცნოს გენდერულ და სოციალურ საკითხებზე უფრო სიღრმისეულად დასაფიქრებლად ან უბრალოდ მსუბუქი სიუჟეტებით დროის გასაყვანად.

გთავაზობთ ქალ მწერლებს, რომელთა შემოქმედებაც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს:

1. მარგარეტ ეტვუდი

მარგარეტ ეტვუდი კანადელი პოეტი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, პედაგოგი, გარემოსდაცვითი აქტივისტი და გამომგონებელია. ლიტერატურული მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 18 რომანს, 18 პოეტურ კრებულს, 9 მოთხრობების კრებულს, 11 არამხატვრულ ნაშრომს, 8 საბავშვო წიგნისა და ორ გრაფიკული რომანს მოიცავს. ეტვუდის მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე - საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დისტოპიური რომანი „მხევლის წიგნი“, რომელიც რელიგიური ექსტრემიზმის, მისი სახელით ქალების ცხოვრებისა და რეპროდუქციული უფლებების კონტროლის შესახებაა. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს რელიგიის სახელით ადამიანის უფლებების შეზღუდვამ.

ეტვუდის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ეკრანიზაციაც. ყველაზე პოპულარული სწორედ HULU-ს მიერ შექმნილი სერიალი „მხევლის წიგნია“, რომელიც 5 სეზონისგან შედგება. მე-6, ფინალური სეზონის პრემიერა კი 2025 წლის აპრილშია დაგეგმილი.

მწერლის შემოქმედება, მათ შორის მხევლის წიგნი და პენელოპიადა თარგმნილია ქართულ ენაზეც.

2. ელიფ შაფაქი

ელიფ შაფაქი საერთაშორისოდ აღიარებული თურქული წარმომავლობის მწერალია, დიპლომატების ოჯახიდან. შაფაქი დაიბადა საფრანგეთში. მშობლების გაყრის შემდეგ დარჩა დედასთან, ცხოვრობდა ესპანეთსა და იორდანიაში, შემდგომ დასახლდა თურქეთში. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი ანკარაში, დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიაში, რომელიც ეძღვნებოდა გენდერული იდენტურობის პრობლემებს. ერთი წლის განმავლობაში იყო აშშ-ში სტაჟირებაზე, შემდგომ წლებში კი მიწვეულ პედაგოგად რიგ ამერიკულ უნივერსიტეტში. ცხოვრობს თურქეთსა და აშშ-ში, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპის პრესასთან. არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი. შაფაქის წიგნების უმრავლესობა სუფიზმთან დაკავშირებული ისტორიული რომანებია. წერს აგრეთვე სიმღერებს როკ-ანსამბლებისათვის, ესეებს პოლიტიკისა და კულტურის თემებზე, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას.

მისი რომანები გაჯერებულია ეთნიკურ-კულტურული და გენდერული საკითხებით, რამაც ავტორს დიდი წარმატება მოუტანა.

თავისი სიუჟეტების გამო პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა მშობლიურ თურქეთში, სადაც მასზე საქმეც იყო აღძრული.

შაფაქის ყველაზე ცნობილ რომანებს შორისაა ევას სამი ქალიშვილი, სიყვარულის 40 წესი, სტამბოლელი ნაბიჭვარი, ღირსება და სხვა.

3. ანი ერნო

82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო 2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას ნობელის პრემია მიენიჭა „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ იძულებას.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა მისი ქალი, მოვლენა და წლები. ყველა მათგანი მწერლის პირად გამოცდილებას და ქალის პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ სტიგმას ეხება.

ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა - ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.

4. ბერნარდინ ევარისტო

ბერნარდინ ევარისტო ბრიტანელი მწერალია, რომლის რომანმა გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. ის პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა. გზა ასეთ აღიარებამდე მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც.

რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2019 წელს თავის საყვარელ 19 წიგნს შორის დაასახელა. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.

თავის წიგნში მანიფესტი, რომელიც ქართულ ენაზეც არის თარგმნილი ევარისტო პირად გამოცდილებასა და ცხოვრების სირთულეებს გვიზიარებს.

5. ტონი მორისონი

ტონი მორისონი ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტია. 1993 წელს ავტორი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მორისონი დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდისა და კორნელის უნივერსიტეტებში; მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობაში, ასწავლიდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრისტონის უნივერსიტეტში.

ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომანის გამოქვეყნებით ყველაზე ცისფერი თვალი (The bluest eye, 1970), სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში ქებათა ქება სოლომონისა („Song of Solomon“, 1977), რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრება.

აღნიშნული რომანების გარდა ქართულ ენაზე თარგმნილია მისი საყვარელი და „წყალობა“.

6. კოლინ ჰუვერი

კოლინ ჰუვერი არის ამერიკელი ავტორი, რომელიც რომანებს ძირითადად წერს რომანტიკულ და ახალგაზრდულ მხატვრულ ჟანრში. მისი ყველაზე ცნობილი რომანია “ყველაფერი მთავრდება ჩვენით“, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის ჰუვერის დაახლოებით 20 მილიონი წიგნი გაიყიდა.

2024 წელს გამოვიდა რომანის პოპულარული ეკრანიზაციაც, რომელშიც მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი და ფილმის რეჟისორი და მსახიობი ჯასტინ ბალდონი ასრულებენ. კრიტიკისა და მსახიობებს შორის მიმდინარე სასამართლო დავების მიუხედავად ფილმის გარშემო საუბარი არ წყდება.

ქართულ ენაზე თარგმნილია ავტორის რომანები: ყველაფერი იწყება ჩვენით, ყველაფერი მთავრდება ჩვენით, მახინჯი სიყვარული და ვერიტი.

R