მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"
საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის სა­მი­ტი (www.tourister.ge), "ტუ­რის­ტე­რი" 2025 წლის 20-21 თე­ბერ­ვალს, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „Rooms-ში“ ჩა­ტარ­და.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-მდე დამ­სწრეს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა მო­ეს­მი­ნათ ტუ­რიზ­მის სფე­როს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბის­თვის, პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის­თვის და თე­მა­ტუ­რი ვორკშო­პე­ბის­თვის. სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყ­ვნენ: Booking.com, AirDNA, Galt & Taggart, Exely და ა.შ.

სა­მი­ტის მთა­ვა­რი თე­მა­ტი­კა ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მის მე­დე­გო­ბა იყო. ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრია გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე უკვე დგას, რომ­ლის მთა­ვა­რი გა­დაჭ­რის გზა კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორს შო­რის დი­ა­ლო­გი და გა­მო­სავ­ლის ერ­თობ­ლი­ვად ძი­ე­ბაა.

სა­მი­ტი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით და მიგ­ნე­ბე­ბით.

თა­ვის გა­მოს­ვლა­ში Booking.com-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მო­თხოვ­ნის ტენ­დენ­ცი­ებ­ზე, თბი­ლის­სა და შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში ტუ­რის­ტის ქცე­ვებ­ზე.

რო­გორც Booking.com-ის მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო­ე­ბით/გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბით 75 % სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, ხოლო 25 % შიდა ტუ­რის­ტებს უკა­ვია. Booking.com-ის მი­ხედ­ვით თბი­ლი­სის გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბი სტუმ­რებს ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი ტოპ სამი ქვეყ­ნი­დან მას­პინ­ძლობს: რუ­სე­თი, გერ­მა­ნია, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი , სა­შუ­ა­ლო გა­ჩე­რე­ბა 3-7 ღამე . ჯავ­შნე­ბის 80 % სრულ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რით.,

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, Booking.com-ის მი­ხედ­ვით მოგ­ზა­უ­რე­ბის 70 % სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან. ბა­თუ­მის გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბი სტუმ­რებს ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი ტოპ სამი ქვეყ­ნი­დან მას­პინ­ძლობს: ის­რა­ე­ლი, თურ­ქე­თი, რუ­სე­თი. სა­შუ­ა­ლო გა­ჩე­რე­ბა 3-7 ღამე.

AirDNA -ს პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მოკ­ლე-ვა­დი­ა­ნი გა­ქი­რა­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს და­ეთ­მო. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა AirDNA -ს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ტუ­რიზ­მის ეკო­ნო­მი­კის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ანა­ლი­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­უ­ზი­ა­რა დამ­სწრე­ებს. პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა აპარ­ტო­ტე­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნის და მი­წო­დე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რო­გორც ევ­რო­პის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბა მოხ­და კონ­კუ­რენტ ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლებ­თან, თურ­ქეთ­თან, რუ­მი­ნეთ­თან, ბულ­გა­რეთ­თან და ა.შ.

რო­გორც AirDNA-ს მო­ნა­ცე­მე­ბი ცხად­ყოფს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აპარ­ტო­ტე­ლე­ბის წლი­უ­რი დატ­ვირ­თუ­ლო­ბა მზარ­დია. 2019 წელს წლი­უ­რი დატ­ვირ­თუ­ლო­ბა 38,8 % იყო, ხოლო იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2024 წელს 46 %-ია. ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი 1 სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი აპარ­ტო­ტე­ლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას, ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მორ­ჩე­ბა მე­ზო­ბელ თურ­ქეთს და რუ­მი­ნეთს, თუმ­ცა უს­წრებს ბულ­გა­რეთს, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს.

„Galt & Taggart-ის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვას და­ეთ­მო.

რო­გორც „Galt & Taggart-ის“ კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, 2024 წლის­თვის თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 35,4 %-ით გა­ი­ზარ­და და 13,443 ოთა­ხი შე­ად­გი­ნა. ამას­თა­ნა­ვე, 2024 წელს თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის დღი­უ­რი სა­შუ­ა­ლო ფასი შემ­ცირ­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 %-ით, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რად შე­ნარ­ჩუნ­და დატ­ვირ­თუ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმს, აქ სას­ტუმ­რო ოთა­ხე­ბის 19.8 %-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და 2024 წელს და სას­ტუმ­რო ნომ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 7,585 შე­ად­გი­ნა. ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლო ფასი შემ­ცირ­და, თუმ­ცა სას­ტუმ­რო­ე­ბის დატ­ვირ­თუ­ლო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და შე­სა­ბა­მი­სად შე­მო­სა­ვა­ლი გა­ი­ზარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვას, რო­გორც „Galt & Taggart-ის“ კვლე­ვა ცხად­ყოფს, ბა­თუ­მის და თბი­ლი­სის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რე­ბი თვი­სებ­რი­ვად ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა.

თბი­ლის­ში ბი­ნის შე­ძე­ნა ძი­რი­თად სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით ხდე­ბა, ბი­ნის სა­შუ­ა­ლო კვად­რა­ტუ­ლო­ბა 70 კვ.მ., ხოლო სა­შუ­ა­ლო ფასი 92,000 აშშ დო­ლა­რია. შე­ნა­ძენ­ში უცხო­ე­ლე­ბის წილი 10-15 %-ს შე­ად­გენს.

თბი­ლი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით ბა­თუმ­ში ბი­ნის შე­ძე­ნა ძი­რი­თა­დად სა­ინ­ვეს­ტი­ციო მიზ­ნე­ბის­თვის ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სა­შუ­ა­ლო ბი­ნის ზომა 40 კვ.მეტ­რია, ხოლო სა­შუ­ა­ლო ფასი 59, 000 აშშ დო­ლა­რი, უცხო­ე­ლე­ბის წილი შე­ნა­ძე­ნებ­ში კი 60-70%-ს შე­ად­გენს.

ბა­თუმ­ში ბი­ნის შე­ძე­ნით ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი: რუ­სე­თი, ის­რა­ე­ლი, პო­ლო­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა და ა.შ.

სა­მი­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ასე­ვე გა­ი­მარ­თა ბიზ­ნეს გა­მო­ფე­ნა, რა­მაც ტუ­რის­ტე­რის დამ­სწრე­ებს და­მა­ტე­ბით ნეთ­ვორ­ქინ­გის და ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან თუ მა­ღა­ლი რგო­ლის მე­ნე­ჯე­რებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მის­ცა.

ტუ­რის­ტე­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან „ტუ­რიზ­მის ინ­სტი­ტუ­ტი“ (www.tourisminstitute.ge) და ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო „შინ­დი (www.shindi.ge ).“

ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია "პო­მე­ლო" (www.pomelo.ge).

გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რე­ბი - "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" და "ბეტა პრინ­ტი", ხოლო სპონ­სო­რე­ბი: სას­ტუმ­რო "კო­ლი­ზე­უმ მა­რი­ნა", Guru Holding-ი და Exely.

"ტუ­რის­ტე­რის" მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: Entrepreneur Georgia, BMG Media, Palitra News, Ambebi.ge, IPN.GE, BPN.GE და Batumelebi.

R

ავტორი:

საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"

საქართველოს ტურიზმის სამიტი - "ტურისტერი"

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge), "ტურისტერი" 2025 წლის 20-21 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „Rooms-ში“ ჩატარდა.

ორი დღის განმავლობაში 300-მდე დამსწრეს საშუალება მიეცა მოესმინათ ტურიზმის სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სიტყვით გამოსვლებისთვის, პანელური დისკუსიებისთვის და თემატური ვორკშოპებისთვის. სამიტის მონაწილეებს შორის იყვნენ: Booking.com, AirDNA, Galt & Taggart, Exely და ა.შ.

სამიტის მთავარი თემატიკა ქართული ტურიზმის მედეგობა იყო. ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრია გარკვეული გამოწვევების წინაშე უკვე დგას, რომლის მთავარი გადაჭრის გზა კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი და გამოსავლის ერთობლივად ძიებაა.

სამიტი დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით და მიგნებებით.

თავის გამოსვლაში Booking.com-ის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნის ტენდენციებზე, თბილისსა და შავიზღვისპირეთში ტურისტის ქცევებზე.

როგორც Booking.com-ის მონაცემები ცხადყოფს, თბილისის სასტუმროებით/განთავსების ობიექტებით 75 % საერთაშორისო მოგზაურები სარგებლობენ, ხოლო 25 % შიდა ტურისტებს უკავია. Booking.com-ის მიხედვით თბილისის განთავსების ობიექტები სტუმრებს ძირითადად შემდეგი ტოპ სამი ქვეყნიდან მასპინძლობს: რუსეთი, გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები , საშუალო გაჩერება 3-7 ღამე . ჯავშნების 80 % სრულდება მობილურით.,

რაც შეეხება ბათუმს, Booking.com-ის მიხედვით მოგზაურების 70 % საერთაშორისო ვიზიტორები არიან. ბათუმის განთავსების ობიექტები სტუმრებს ძირითადად შემდეგი ტოპ სამი ქვეყნიდან მასპინძლობს: ისრაელი, თურქეთი, რუსეთი. საშუალო გაჩერება 3-7 ღამე.

AirDNA -ს პრეზენტაცია საქართველოს მოკლე-ვადიანი გაქირავების მონაცემების ანალიზს დაეთმო. კომპანიის წარმომადგენელმა AirDNA -ს მონაცემებზე დაყრდნობით ტურიზმის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს ანალიტიკური ინფორმაცია გაუზიარა დამსწრეებს. პრეზენტაციის დროს გაანალიზებული იქნა აპარტოტელების ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების ტენდენციები, როგორც ევროპის, ისე საქართველოს მასშტაბით. ასევე, საქართველოს შედარება მოხდა კონკურენტ ტურისტული დანიშნულების ადგილებთან, თურქეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და ა.შ.

როგორც AirDNA-ს მონაცემები ცხადყოფს, საქართველოში აპარტოტელების წლიური დატვირთულობა მზარდია. 2019 წელს წლიური დატვირთულობა 38,8 % იყო, ხოლო იგივე მაჩვენებელი 2024 წელს 46 %-ია. ყველაზე აქტუალური 1 საძინებლიანი აპარტოტელებია. რაც შეეხება მოთხოვნას, ამ კუთხით საქართველო ჩამორჩება მეზობელ თურქეთს და რუმინეთს, თუმცა უსწრებს ბულგარეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

„Galt & Taggart-ის“ პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის და უძრავი ქონების მიმოხილვას დაეთმო.

როგორც „Galt & Taggart-ის“ კვლევები აჩვენებს, 2024 წლისთვის თბილისში სასტუმრო ოთახების რაოდენობა 35,4 %-ით გაიზარდა და 13,443 ოთახი შეადგინა. ამასთანავე, 2024 წელს თბილისში სასტუმროების დღიური საშუალო ფასი შემცირდა დაახლოებით 5 %-ით, თუმცა სტაბილურად შენარჩუნდა დატვირთულობა.

რაც შეეხება ბათუმს, აქ სასტუმრო ოთახების 19.8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა 2024 წელს და სასტუმრო ნომრების რაოდენობამ 7,585 შეადგინა. ბათუმში სასტუმროების საშუალო ფასი შემცირდა, თუმცა სასტუმროების დატვირთულობა გაუმჯობესდა და შესაბამისად შემოსავალი გაიზარდა.

რაც შეეხება უძრავი ქონების მიმოხილვას, როგორც „Galt & Taggart-ის“ კვლევა ცხადყოფს, ბათუმის და თბილისის უძრავი ქონების ბაზრები თვისებრივად ერთმანეთისგან განსხვავდება.

თბილისში ბინის შეძენა ძირითად საჭიროებაზე დაფუძნებით ხდება, ბინის საშუალო კვადრატულობა 70 კვ.მ., ხოლო საშუალო ფასი 92,000 აშშ დოლარია. შენაძენში უცხოელების წილი 10-15 %-ს შეადგენს.

თბილისისგან განსხვავებით ბათუმში ბინის შეძენა ძირითადად საინვესტიციო მიზნებისთვის ხდება, შესაბამისად საშუალო ბინის ზომა 40 კვ.მეტრია, ხოლო საშუალო ფასი 59, 000 აშშ დოლარი, უცხოელების წილი შენაძენებში კი 60-70%-ს შეადგენს.

ბათუმში ბინის შეძენით ყველაზე მეტად შემდეგი ქვეყნები არიან დაინტერესებულები: რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და ა.შ.

სამიტის მსვლელობისას ასევე გაიმართა ბიზნეს გამოფენა, რამაც ტურისტერის დამსწრეებს დამატებით ნეთვორქინგის და ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტებთან თუ მაღალი რგოლის მენეჯერებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები მისცა.

ტურისტერის ორგანიზატორები არიან „ტურიზმის ინსტიტუტი“ (www.tourisminstitute.ge) და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი (www.shindi.ge ).“

ღონისძიების შემსრულებელია პროფესიონალური კონფერენციების ორგანიზატორი კომპანია "პომელო" (www.pomelo.ge).

გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა", Guru Holding-ი და Exely.

"ტურისტერის" მედია მხარდამჭერები: Entrepreneur Georgia, BMG Media, Palitra News, Ambebi.ge, IPN.GE, BPN.GE და Batumelebi.

R