Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მონსტრების დროა" - მემარჯვენეების აღზევების გამო ახალგაზრდა ბერლინელები სასოწარკვეთილნი არიან: რას აპროტესტებენ ისინი
"ახლა მონსტრების დროა" - მემარჯვენეების აღზევების გამო ახალგაზრდა ბერლინელები სასოწარკვეთილნი არიან: რას აპროტესტებენ ისინი

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­ში ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ფრიდ­რიხ მერ­ცის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­კი - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი/ქრის­ტი­ან-სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი (CDU/CSU) ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის", ხოლო ოლაფ შოლ­ცის „გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ პარ­ტია მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

  • წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა CDU/CSU ბლოკ­მა ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მო­ი­პო­ვა (29%), პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე ძა­ლად სა­ვა­რა­უ­დოდ უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" (AfD) იქ­ცე­ვა, რო­მელ­მაც ხმე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20% მი­ი­ღო.

რამ გა­მო­იწ­ვია ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტი?

32 წლის დე­ვი­დის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა, რას ნიშ­ნავს ეს მი­ლი­ო­ნო­ბით გერ­მა­ნე­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც ან მიგ­რან­ტე­ბის­თვის, ან რა­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბულ­ნი არი­ან, რო­გორც ის.

დე­ვი­დი იმ მრა­ვალ­თა შო­რის იყო, ვინც CDU-ს (ფრიდ­რიხ მერ­ცის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­კი) გე­მის ფორ­მის მქო­ნე შტაბ-ბი­ნის გა­რეთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საც­ნო­ბად შე­იკ­რიბ­ნენ. პარ­ტი­ის ერ­თგუ­ლი წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით დე­ვი­დი იქ არა სა­ზე­ი­მოდ, არა­მედ საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო მი­ვი­და.

იქ იყო 32 წლის გიან მე­ხე­რი­ლიც, რო­მელ­მაც ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვეყ­ნის ამომ­რჩე­ველ­თა ნა­ხე­ვარ­მა გა­და­წყვი­ტა, ხმა ან CDU/CSU ბლო­კის­თვის, ან AfD-სთვის მი­ე­ცა.

"ეს ნიშ­ნავს, რომ ფა­შის­ტე­ბის კო­ა­ლი­ცია კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ას­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს დიდი საფრ­თხეა" - თქვა მან.

კვი­რას სა­ღა­მოს მერცმა კვლავ გა­ნა­ცხა­და, რომ "არა­ვი­თა­რი კი­თხვა" არ არ­სე­ბობს უკი­დუ­რეს მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ას­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ. თუმ­ცა მი­ლი­ო­ნო­ბით გერ­მა­ნე­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც AfD-ს უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ვენ, ეს მხო­ლოდ მცი­რე ნუ­გე­შია. გან­სა­კუთ­რე­ბით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შემ­დეგ, სა­დაც ხში­რად მიგ­რან­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რი­ტო­რი­კა ის­მო­და, მა­შინ, როცა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ქვეყ­ნის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა თუ სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის კრი­ზი­სი, თით­ქმის იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იყო.

"კამ­პა­ნია სავ­სე იყო რა­სის­ტუ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბით რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გვაქვს,"- თქვა 19 წლის ფლომ.

  • წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ის ქუ­ჩებ­ში უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის და AfD-ს თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის, ალის ვა­ი­დე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან მან მიგ­რან­ტე­ბის მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ას და­უ­ჭი­რა მხა­რი და წინ წა­მო­წია პარ­ტია, რომ­ლის რი­გებ­შიც არი­ან წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ჰო­ლო­კოს­ტის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და­აკ­ნი­ნეს და რომ­ლე­ბიც უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა "მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ეს.

"ვი­ტყო­დი, რომ AfD სა­სა­ცი­ლო მონ­სტრია" - თქვა 32 წლის ვილი შულცმა.

21 წლის შარ­ლო­ტას აზ­რით კი არ­ჩევ­ნებ­მა გერ­მა­ნი­ის ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი გა­მო­ა­ჩი­ნა. მერცს შე­იძ­ლე­ბა, კო­ა­ლი­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად ერთი ან ორი პარ­ტია დას­ჭირ­დეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი და შე­საძ­ლოა, მწვა­ნე­ე­ბიც.

"არ ვიცი, რა სა­ხის კო­ა­ლი­ცია გვექ­ნე­ბა ახლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა და პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა," - აღ­ნიშ­ნა შარ­ლო­ტამ.

მისი თქმით, შე­დე­გე­ბის გა­დამ­წყვე­ტი ის ერთი მე­ხუ­თე­დი იყო ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ხმა უკი­დუ­რეს მე­მარ­ჯვე­ნე­ებს მის­ცეს. AfD გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა 25-34 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში.

"ნე­ტავ ასე არ იყოს, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მათ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახლა ვერ ხე­და­ვენ. ამი­ტომ, ხმას AfD-ს აძ­ლე­ვენ", - ხაზს უს­ვამს შარ­ლო­ტა.

ჯერ კი­დევ სა­ნა­ხა­ვია, რას ნიშ­ნავს ეს შე­დე­გი ახლა მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე უმ­სხვი­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის, იმ ფონ­ზე, რომ ამ­ჟა­მად ევ­რო­პა დო­ნალდ ტრამ­პის პი­რო­ბებ­ში ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის რღვე­ვა­სა და ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბულ საფრ­თხე­ებს ებ­რძვის.

"კამ­პა­ნია ძი­რი­თა­დად მიგ­რა­ცი­ას ეხე­ბო­და, არა­ფერს სხვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრამ­პთან და პუ­ტინ­თან დიდი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს," - თქვა შარ­ლო­ტამ.

წყა­რო

ავტორი:

"ახლა მონსტრების დროა" - მემარჯვენეების აღზევების გამო ახალგაზრდა ბერლინელები სასოწარკვეთილნი არიან: რას აპროტესტებენ ისინი

"ახლა მონსტრების დროა" - მემარჯვენეების აღზევების გამო ახალგაზრდა ბერლინელები სასოწარკვეთილნი არიან: რას აპროტესტებენ ისინი

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

  • წინასწარი შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატიულმა CDU/CSU ბლოკმა ხმების უდიდესი ნაწილი მოიპოვა (29%), პარლამენტში მეორე ძალად სავარაუდოდ უკიდურესი მემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) იქცევა, რომელმაც ხმების დაახლოებით 20% მიიღო.

რამ გამოიწვია ახალგაზრდების პროტესტი?

32 წლის დევიდის თქმით, არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, რას ნიშნავს ეს მილიონობით გერმანელისთვის, რომლებიც ან მიგრანტებისთვის, ან რასობრივად განსხვავებულნი არიან, როგორც ის.

დევიდი იმ მრავალთა შორის იყო, ვინც CDU-ს (ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი) გემის ფორმის მქონე შტაბ-ბინის გარეთ არჩევნების შედეგების გასაცნობად შეიკრიბნენ. პარტიის ერთგული წევრებისგან განსხვავებით დევიდი იქ არა საზეიმოდ, არამედ საპროტესტო მიტინგში მონაწილეობის გამო მივიდა.

იქ იყო 32 წლის გიან მეხერილიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ამომრჩეველთა ნახევარმა გადაწყვიტა, ხმა ან CDU/CSU ბლოკისთვის, ან AfD-სთვის მიეცა.

"ეს ნიშნავს, რომ ფაშისტების კოალიცია კონსერვატიულ პარტიასთან შესაძლებელია, ეს დიდი საფრთხეა" - თქვა მან.

კვირას საღამოს მერცმა კვლავ განაცხადა, რომ "არავითარი კითხვა" არ არსებობს უკიდურეს მემარჯვენე პარტიასთან კოალიციაში შესვლის შესახებ. თუმცა მილიონობით გერმანელისთვის, რომლებიც AfD-ს უპრეცედენტო საფრთხედ მიიჩნევენ, ეს მხოლოდ მცირე ნუგეშია. განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, სადაც ხშირად მიგრანტების საწინააღმდეგო რიტორიკა ისმოდა, მაშინ, როცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ქვეყნის დაავადებული ეკონომიკა, გაუარესებული ინფრასტრუქტურა თუ საცხოვრებლების კრიზისი, თითქმის იგნორირებული იყო.

"კამპანია სავსე იყო რასისტული გადახვევებით რეალური პრობლემებისგან, რომლებიც გვაქვს,"- თქვა 19 წლის ფლომ.

  • წინააღმდეგობის გაწევას ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ადამიანი ცდილობდა, რომლებიც გერმანიის ქუჩებში უკიდურესი მემარჯვენეების და AfD-ს თანათავმჯდომარის, ალის ვაიდელის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან მან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას დაუჭირა მხარი და წინ წამოწია პარტია, რომლის რიგებშიც არიან წევრები, რომლებმაც ჰოლოკოსტის საშინელებები დააკნინეს და რომლებიც უსაფრთხოების ორგანოებმა "მემარჯვენე ექსტრემისტებად" მოიხსენიეს.

"ვიტყოდი, რომ AfD სასაცილო მონსტრია" - თქვა 32 წლის ვილი შულცმა.

21 წლის შარლოტას აზრით კი არჩევნებმა გერმანიის ფრაგმენტირებული პოლიტიკური ლანდშაფტი გამოაჩინა. მერცს შეიძლება, კოალიციის შესაქმნელად ერთი ან ორი პარტია დასჭირდეს, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატები და შესაძლოა, მწვანეებიც.

"არ ვიცი, რა სახის კოალიცია გვექნება ახლა, მაგრამ ვფიქრობ, ახალი კანონების მიღება და პოლიტიკის გაგრძელება გერმანიაში ადვილი არ იქნება," - აღნიშნა შარლოტამ.

მისი თქმით, შედეგების გადამწყვეტი ის ერთი მეხუთედი იყო ამომრჩევლებისა, რომლებმაც ხმა უკიდურეს მემარჯვენეებს მისცეს. AfD განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

"ნეტავ ასე არ იყოს, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ პოლიტიკოსები ახლა ვერ ხედავენ. ამიტომ, ხმას AfD-ს აძლევენ", - ხაზს უსვამს შარლოტა.

ჯერ კიდევ სანახავია, რას ნიშნავს ეს შედეგი ახლა მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ეკონომიკური ძალისა და ევროკავშირის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნისთვის, იმ ფონზე, რომ ამჟამად ევროპა დონალდ ტრამპის პირობებში ტრანსატლანტიკური ალიანსის რღვევასა და ევროპული უსაფრთხოების მოახლოებულ საფრთხეებს ებრძვის.

"კამპანია ძირითადად მიგრაციას ეხებოდა, არაფერს სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპთან და პუტინთან დიდი პრობლემები გვაქვს," - თქვა შარლოტამ.

წყარო