Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“ამოყვანის დროს არ დამთავრდა, 20 სმ იქნებოდა“ - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი
“ამოყვანის დროს არ დამთავრდა, 20 სმ იქნებოდა“ - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი

უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ცი­ენტს ტვი­ნი­დან 15 სმ-იანი ცო­ცხა­ლი ჭია ამო­უ­ღეს.

ტვინ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უცხო სხე­უ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სიმ­სივ­ნე ეგო­ნათ, რე­ა­ლუ­რად კი ღო­რის სო­ლი­ტე­რი აღ­მოჩ­ნდა. პა­რა­ზი­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში ღო­რის ხორ­ცი­დან შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. მისი კვერ­ცხე­ბი შე­საძ­ლოა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდეს და ტვი­ნამ­დეც მი­აღ­წი­ოს.

ეს არის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ცო­ცხა­ლი, ბრტყე­ლი ჭიის არ­სე­ბო­ბი­სა თა­ვის ტვინ­ში. კუ­რი­ე­რი P.S-ი 34 წლის ქი­რურგს და პა­ცი­ენტს ესა­უბ­რა.

ქალს, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და გულყრა აწუ­ხებ­და, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას სულ სხვა რამ აწუ­ხებ­და. პა­ცი­ენ­ტმა, ია ნარ­სი­ამ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვა­ზე სხვა ქვე­ყა­ნა­ში, უარი არა­ერ­თხელ თქვა. ბო­ლოს ოპე­რა­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ­მა ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გმა და­ი­თან­ხმა.

“უკვე ვერ დავ­დი­ო­დი, თვა­ლებ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ცუ­დად... ნუ გე­ში­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად გა­გი­კე­თე­ბო, მი­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლას არი­სო. ეს სი­ტყვე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ვი­ფიქ­რე, ნუთუ ეს ბავ­შვი გამ­წი­რავს მეთ­ქი.

კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, დღე­საც ვერ ვი­ჯე­რებ... ჩემ­მა ბიჭ­მა მი­თხრა: დედა ჭია ამო­გიყ­ვა­ნე­სო. რა ჭია, რა­ზეა სა­უ­ბა­რი მეთ­ქი,“ - ამ­ბობს ია ნარ­სია.

  • რო­გორც ნე­ი­რო­ქი­რურ­გი გი­ორ­გი სე­ქა­ნია ამ­ბობს, ამის და­ჯე­რე­ბა მა­საც გა­უკ­ვირ­და.

“ფორ­მას იც­ვლი­და, ხან შე­შუ­პე­ბის ხა­რის­ხი იც­ვლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს, რომ მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე იყო. ამ სუ­რა­თით, რომ ნა­ხოთ ეს დას­კვნე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ემ­თხვე­ვა სიმ­სივ­ნის ფორ­მას,“ - ამ­ბობს ქი­რურ­გი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ოპე­რა­ცია 3 სა­ათს გაგ­რძელ­და.

“სიღ­რმე­ში იყო. ყვე­ლა მი­ლი­მეტ­რი არის კი­ლო­მეტ­რის ტოლ­ფა­სი. ემო­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მარ­ტი­ვი არას­დროს არაა.

რო­დე­საც მი­ვა­დე­ქი და ვნა­ხე ეს ჭია, პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რამე სის­ხლძარ­ღვი ან ნერ­ვი ხომ არ არის მეთ­ქი. მაგ­რამ გახ­სენ­დე­ბა ანა­ტო­მია, ეგ­რე­ვე ყვე­ლა­ფე­რი გიტ­რი­ა­ლებს თავ­ში და გახ­სენ­დე­ბა, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერ­ვი, არც სის­ხლძარ­ღვი. ნელ-ნელა, ამოყ­ვა­ნის დროს, არ დამ­თავ­რდა. ალ­ბათ 10-15 სმ იყო, მაგ­რამ მო­დუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც გა­ი­შა­ლა, 20 სმ იქ­ნე­ბო­და,“ - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი სე­ქა­ნია.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ამოყვანის დროს არ დამთავრდა, 20 სმ იქნებოდა“ - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი

“ამოყვანის დროს არ დამთავრდა, 20 სმ იქნებოდა“ - ქალს, რომელიც 4 წელი სიმსივნეზე მკურნალობდა, ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუყვანეს: რას ჰყვებიან ექიმი და პაციენტი

უპრეცედენტო შემთხვევა - საქართველოში, პაციენტს ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს.

ტვინში აღმოჩენილი უცხო სხეული თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ, რეალურად კი ღორის სოლიტერი აღმოჩნდა. პარაზიტი, რომელიც ადამიანის სხეულში ღორის ხორციდან შეიძლება აღმოჩნდეს. მისი კვერცხები შესაძლოა სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს.

ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი, ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში. კურიერი P.S-ი 34 წლის ქირურგს და პაციენტს ესაუბრა.

ქალს, რომელსაც მხედველობის გაუარესება, ძლიერი თავის ტკივილები და გულყრა აწუხებდა, მეზობელ ქვეყანაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 4 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას სულ სხვა რამ აწუხებდა. პაციენტმა, ია ნარსიამ ქირურგიულ ჩარევაზე სხვა ქვეყანაში, უარი არაერთხელ თქვა. ბოლოს ოპერაციაზე საქართველოში მყოფმა ახალგაზრდა ქირურგმა დაითანხმა.

“უკვე ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად... ნუ გეშინია, ძალიან კარგად გაგიკეთებო, მისასვლელად ძალიან კარგ ადგილას არისო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. ვიფიქრე, ნუთუ ეს ბავშვი გამწირავს მეთქი.

კიდევ ვერ ვიჯერებ, დღესაც ვერ ვიჯერებ... ჩემმა ბიჭმა მითხრა: დედა ჭია ამოგიყვანესო. რა ჭია, რაზეა საუბარი მეთქი,“ - ამბობს ია ნარსია.

  • როგორც ნეიროქირურგი გიორგი სექანია ამბობს, ამის დაჯერება მასაც გაუკვირდა.

“ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო. ამ სურათით, რომ ნახოთ ეს დასკვნები, ყველანაირად ემთხვევა სიმსივნის ფორმას,“ - ამბობს ქირურგი და აღნიშნავს, რომ ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა.

“სიღრმეში იყო. ყველა მილიმეტრი არის კილომეტრის ტოლფასი. ემოციებს რაც შეეხება, მარტივი არასდროს არაა.

როდესაც მივადექი და ვნახე ეს ჭია, პირველი ემოცია იყო, რამე სისხლძარღვი ან ნერვი ხომ არ არის მეთქი. მაგრამ გახსენდება ანატომია, ეგრევე ყველაფერი გიტრიალებს თავში და გახსენდება, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერვი, არც სისხლძარღვი. ნელ-ნელა, ამოყვანის დროს, არ დამთავრდა. ალბათ 10-15 სმ იყო, მაგრამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როდესაც გაიშალა, 20 სმ იქნებოდა,“ - იხსენებს გიორგი სექანია.