"ადამიანურად ძალიან გულდასაწყვეტი და უსიამოვნო ფაქტია, თუმცა მეორე მხარეს იმდენად დიდი რამ დგას, შეუძლებელია, მიმდინარე მოვლენებს უდარდელად უყურო", - ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა, რომელიც სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო (9 იანვარს გზის გადაკეტვის გამო) და 5 000 ლარით დააჯარიმა.
- ანა, როგორი იყო პირველი რეაქცია, როდესაც ამ ფაქტის შესახებ გაიგეთ?
- გამეცინა, რომელი პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანი მე მნახეს, არასდროს არც ერთ პოლიტიკოსთან გადაკვეთა არ მქონია. ეს იყო რიგითი მოქალაქის პროტესტი. მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, ვისაც საკუთარი ქვეყნის ბედი ადარდებთ. იქ შეიძლება ბევრი ადამიანი ერთმანეთს სულაც არ ეთანხმებოდეს რიგ საკითხებში, ყველაფერში ერთ აზრზე არ იყოს, მაგრამ ესეც ჯანსაღი და ნორმალური პროცესია. სამაგიეროდ, მთავარზე თანხმდებიან, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არავინ უნდა წაართვას. უნდა გავიზიაროთ ის სტანდარტები და გამოცდილება, რომელიც ევროპულ ქვეყნებს უკვე გავლილი აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობები შეექმნათ.
ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ ლამაზი სიტყვები ხომ არ არის? ამაში უმნიშვნელოვანესი აზრია, როგორც ბავშვს ოჯახში მშობლის იმედი აქვს, ისე უნდა ჰქონდეს მოქალაქეს საკუთარი სახელმწიფოს და კანონის იმედი და ამით უნდა იყოს დაცული. კანონი თუ არ იკანონებს, მაშინ შევიდეთ მღვიმეებში და ცხოვრება იქ გავაგრძელოთ, ხელში კომბლებით, ეს ხომ ჯოჯოხეთია.
- ოჯახის წევრების ემოცია როგორი იყო?
- მათაც ხომ უამრავი მსგავსი ფაქტის შესახებ სმენიათ, რაღაც ეტაპზე საფიქრალი იყო, თუმცა ადამიანების მხრიდან იმდენი სიყვარული და ისეთი თანადგომა წამოვიდა, ეს დიდი ნუგეში იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ კანონი არ დაგირღვევიათ, არ ყოფილა მოწოდება პოლიციის მხრიდან, თორემ დაემორჩილებოდით. ამ შედგეს ელოდით თუ გქონდათ განცდა, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებდით?
- ხომ არის ნათქვამი, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. სასამართლოზე ყველაფერი იმდენად ცალსახად წავიდა, იქ სადაო, გასარკვევი და გასარჩევი არაფერი იყო...წაიკითხეთ სრულად