სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა
"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რი­კარ­დო კაკა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მხო­ლოდ მი­სა­ბაძ სპორ­ტსმე­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, არა­მედ ის ით­ვლე­ბო­და სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლედ, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, კა­რო­ლინ სე­ლი­კო­ზე შე­ირ­თო ცო­ლად. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში კაკა ხში­რად სა­უბ­რობ­და მე­უღ­ლის შე­სა­ხებ და მას აღ­მერ­თებ­და. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 10-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 2015 წელს წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. "ქა­ლის თქმით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მის­თვის ზედ­მე­ტად იდე­ა­ლუ­რი იყო".

"დიდი სი­მა­მა­ცე დამ­ჭირ­და და­შო­რე­ბის­თვის, რად­გან არ მქონ­და ისე­თი მი­ზე­ზე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ძა­ლა­დო­ბა ან ღა­ლა­ტი", - ამ­ბობ­და კა­რო­ლი­ნა.

ქალი იხ­სე­ნებ­და, რომ ქმარ­თან კონ­ფლიქ­ტი არა­ფერ­ზე არ ჰქონ­და მათ შო­რის ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

  • "ჩვენ შო­რის არა­ფე­რი ცუდი არ ხდე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ უნდა დავ­შო­რე­ბო­დი? რა­ტომ არ ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი? - თავს უფრო მე­ტად და­მარ­ცხე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რად­გან ვცხოვ­რობ­დი ქორ­წი­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან კარგ, პა­ტი­ო­სან და შვი­ლე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნავ მა­მას­თან.

კა­კას­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია. ის ძა­ლი­ან კარ­გად მექ­ცე­ო­და, მომ­ცა სა­ო­ცა­რი ოჯა­ხი, მაგ­რამ მე ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი, რა­ღაც მაკ­ლდა. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ის ჩემ­თვის ზედ­მე­ტად იდე­ა­ლუ­რი იყო.

მაგ­რამ ამ ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა ჩემი პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი ცოლი.

მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ყო­ფი­ლი ცო­ლის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, 41 წლის კა­კამ ეს სა­კი­თხი ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მა Sport-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რათა ქორ­წი­ნე­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა, რად­გან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ამის­კენ უბიძ­გებ­და: "ქრის­ტი­ა­ნე­ბი არ ქორ­წინ­დე­ბი­ან იმის­თვის, რომ გან­ქორ­წინ­დნენ“.

მად­რი­დის "რე­ა­ლი­სა“ და "ორ­ლან­დო სი­ტის“ ყო­ფილ­მა ვარ­სკვლავ­მა თქვა:"2005 წელს დავ­ქორ­წინ­დი, მაგ­რამ ჩემს ცოლს აღარ სურ­და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­თხრა, ბედ­ნი­ე­რი არ ვარ და ამას ქორ­წი­ნე­ბას ვაბ­რა­ლებ. აშშ-ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მთხო­ვა, ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო."ბრა­ზი­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა მინ­და, მინ­და იქ ვი­ცხოვ­რო და აღარ მსურს გა­თხო­ვი­ლი მერ­ქვას", - ზუს­ტად ეს სი­ტყვე­ბი მი­თხრა", - იხ­სე­ნებს რი­კარ­დო კაკა.

2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კა­კას რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გა, რად­გან გან­ქორ­წი­ნე­ბა მის რე­ლი­გი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

კა­კას ახა­ლი რჩე­უ­ლი

"ერთი წელი მარ­ტო ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბას და მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ვუმკლავ­დე­ბო­დი – ვე­სა­უბ­რე­ბო­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რად­გან ბიბ­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბას კრძა­ლავს, მაგ­რამ მე მა­ინც გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

2017 წელს კა­კამ და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა ბრა­ზი­ლი­ელ მო­დელ კა­რო­ლი­ნა დი­ას­თან, რო­მელ­ზეც 2024 წელს და­ი­ნიშ­ნა. მათ ერთი წლის გო­გო­ნა ჰყავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა

"ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, რატომ უნდა დავშორებოდი? ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო" - რიკარდო კაკას ოჯახური დრამა: რატომ მიატოვა ბავშვობის სიყვარულმა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა წლების განმავლობაში არა მხოლოდ მისაბაძ სპორტსმენად მიიჩნეოდა, არამედ ის ითვლებოდა სამაგალითო მეუღლედ, რომელმაც პირველი სიყვარული, კაროლინ სელიკოზე შეირთო ცოლად. ინტერვიუებში კაკა ხშირად საუბრობდა მეუღლის შესახებ და მას აღმერთებდა. ყველასთვის მოულოდნელად, 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2015 წელს წყვილი განქორწინდა.

  • მოგვიანებით ყოფილმა მეუღლემ განშორების შესახებ უცნაური განცხადება გააკეთა. "ქალის თქმით, ყოფილი მეუღლე მისთვის ზედმეტად იდეალური იყო".

"დიდი სიმამაცე დამჭირდა დაშორებისთვის, რადგან არ მქონდა ისეთი მიზეზები, როგორებიცაა ძალადობა ან ღალატი", - ამბობდა კაროლინა.

ქალი იხსენებდა, რომ ქმართან კონფლიქტი არაფერზე არ ჰქონდა მათ შორის ცუდი არაფერი ხდებოდა.

  • "ჩვენ შორის არაფერი ცუდი არ ხდებოდა, მაშინ რატომ უნდა დავშორებოდი? რატომ არ ვიყავი ბედნიერი? - თავს უფრო მეტად დამარცხებულად ვგრძნობდი, როგორც ადამიანი, რადგან ვცხოვრობდი ქორწინებაში ძალიან კარგ, პატიოსან და შვილებისთვის შესანიშნავ მამასთან.

კაკასთვის არასდროს მიღალატია. ის ძალიან კარგად მექცეოდა, მომცა საოცარი ოჯახი, მაგრამ მე ბედნიერი არ ვიყავი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის იყო, რომ ის ჩემთვის ზედმეტად იდეალური იყო.

მაგრამ ამ ქორწინების დასრულება ჩემი პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი იყო", - ამბობს ფეხბურთელის ყოფილი ცოლი.

მეორე მეუღლესთან ერთად

ყოფილი ცოლის ინტერვიუს შემდეგ, 41 წლის კაკამ ეს საკითხი ესპანურ გამოცემა Sport-თან ინტერვიუში განმარტა. მან აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა ქორწინება გადაერჩინა, რადგან ქრისტიანული ღირებულებები ამისკენ უბიძგებდა: "ქრისტიანები არ ქორწინდებიან იმისთვის, რომ განქორწინდნენ“.

მადრიდის "რეალისა“ და "ორლანდო სიტის“ ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა:"2005 წელს დავქორწინდი, მაგრამ ჩემს ცოლს აღარ სურდა ეს ურთიერთობა.

მითხრა, ბედნიერი არ ვარ და ამას ქორწინებას ვაბრალებ. აშშ-ში ვცხოვრობდით, მაგრამ მთხოვა, ბრაზილიაში დაბრუნებულიყო."ბრაზილიაში დაბრუნება მინდა, მინდა იქ ვიცხოვრო და აღარ მსურს გათხოვილი მერქვას", - ზუსტად ეს სიტყვები მითხრა", - იხსენებს რიკარდო კაკა.

2015 წლის დეკემბერში ცოლთან დაშორების შემდეგ, კაკას რთული პერიოდი დაუდგა, რადგან განქორწინება მის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა.

კაკას ახალი რჩეული

"ერთი წელი მარტო ვიყავი, ვცდილობდი ამ მდგომარეობის გააზრებას და მას ქრისტიანულად ვუმკლავდებოდი – ვესაუბრებოდი სასულიერო პირებს, რადგან ბიბლია განქორწინებას კრძალავს, მაგრამ მე მაინც განქორწინებული ვიყავი", - ამბობს ფეხბურთელი.

2017 წელს კაკამ დაიწყო ურთიერთობა ბრაზილიელ მოდელ კაროლინა დიასთან, რომელზეც 2024 წელს დაინიშნა. მათ ერთი წლის გოგონა ჰყავთ.