მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ბიზნესმენი გოგი თოფაძე
გარდაიცვალა ბიზნესმენი გოგი თოფაძე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, გოგი თო­ფა­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თო­ფა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

გოგი თო­ფა­ძემ 1957 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და სწავ­ლა გა­ნაგ­რძო თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე.

1962 წელს ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო კვე­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო - კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მეც­ნი­ერ - თა­ნამ­შრომ­ლად. 1967 წელს გოგი თო­ფა­ძემ ჩა­ა­ბა­რა მოს­კოვ­ში ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში. 1969 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია, რის შემ­დე­გაც მას მი­ე­ნი­ჭა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის წო­დე­ბა.

1970-1975 წლებ­ში თო­ფა­ძე მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სი საპ­ნის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად. 1975 -დან 1986 წლამ­დე იყო სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „თბილ­ლუ­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. 1986 წლი­დან მუ­შა­ობ­და ლი­ლოს ლუ­დის მშე­ნე­ბა­რე ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად. 1994 და­ა­არ­სა ლუ­დის კომ­პა­ნია „ყაზ­ბე­გი”.

1997 და 1998 წლებ­ში და­ა­სა­ხე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს­მე­ნად.

1999-2005 წლებ­ში იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე. 1999-2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს“, ფრაქ­ცია „მრეწ­ვე­ლე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე. 2004-2008 წლებ­ში — სა­ქარ­თვე­ლოს მე-6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „მე­მარ­ჯვე­ნე ოპო­ზი­ცია, მრეწ­ვე­ლე­ბი, ახ­ლე­ბი“.

2005 წლი­დან იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი. 2005 წელს თო­ფა­ძე აირ­ჩი­ეს ევ­რო­პის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტად. 2005 წელს თო­ფა­ძე, პირ­ვე­ლი ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­თა შო­რის, და­ჯილ­დოვ­და მე­ცე­ნა­ტის ოქ­როს მედ­ლით.

2010 წლის 30 მა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში თო­ფა­ძემ კენ­ჭი იყა­რა თბი­ლი­სის მე­რის პოსტზე. 2012-2016 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

ავტორი:

გარდაიცვალა ბიზნესმენი გოგი თოფაძე

გარდაიცვალა ბიზნესმენი გოგი თოფაძე

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე.

1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975 -დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი”.

1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

2005 წლიდან იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში თოფაძემ კენჭი იყარა თბილისის მერის პოსტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.