პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
“ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ვერ ხე­დავს, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მზა გეგ­მა აქვს ომის და­სას­რუ­ლებ­ლად.

“მე ვუ­თხა­რი პრე­ზი­დენტ ტრამპს, მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ დროს, არა­ფე­რი მჭირ­დე­ბა ამის­თვის, არც რი­ცხვე­ბი, არც არა­ფე­რი, მე ყვე­ლა­ფე­რი ვიცი. ჩვენ მზად ვართ ვი­სა­უბ­როთ ნე­ბის­მი­ერ დროს. მზად ვართ ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ფერ­ზე, და­წყე­ბუ­ლი (სამ­ხედ­რო) კონ­ტინ­გენ­ტი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბამ­დე, ნატო-ზე, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ნატო-ში, თუ ნატო იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში“, - გა­ნუ­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­უნ­ხენ­ში, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დო­ნალდ ტრამ­პთან მისი სა­უ­ბა­რი საკ­მა­რი­სი გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ, მაგ­რამ არა გეგ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად.

“ჩვენ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ვი­სა­უბ­რეთ. ეს მარ­თლაც კარ­გი სა­უ­ბა­რი იყო. ვი­სა­უბ­რეთ ფრონტზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე, რა არის რე­ა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

  • უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მისი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ გან­სხვავ­დე­ბო­და ტრამ­პის მო­ნა­ცე­მე­ბის­გან, მაგ­რამ „მთა­ვა­რია რას ვა­კე­თებთ შემ­დეგ­ში“.

ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნას ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სურს და რომ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ად არას­დროს აღი­ა­რე­ბენ.

„ჩვენ არა­სო­დეს ვა­ღი­ა­რებთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს რუ­სე­ბის ტე­რი­ტო­რი­ად. ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ ნატო-ში, დიახ. ჩვენ ვენ­დო­ბით ნატო-ს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს. ვფიქ­რობ, ეს არის ყვე­ლა­ზე იაფი ვა­რი­ან­ტი ყვე­ლას­თვის“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, რუ­სეთ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ სად­გურ­ზე ძა­ლი­ან სა­ში­ში დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ძა­ლი­ან დაბ­ლა დაფ­რი­ნავ­და, რის გა­მოც რა­და­რებ­მა ვერ შე­ამ­ჩნია. პუ­ტინს ნამ­დვი­ლად არ სურს მშვი­დო­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ავტორი:

“ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ შეერთებულ შტატებს მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად.

“მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, მზად ვარ ნებისმიერ დროს, არაფერი მჭირდება ამისთვის, არც რიცხვები, არც არაფერი, მე ყველაფერი ვიცი. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ დროს. მზად ვართ ვისაუბროთ ყველაფერზე, დაწყებული (სამხედრო) კონტინგენტიდან უსაფრთხოების გარანტიებამდე, ნატო-ზე, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, თუ ნატო იქნება უკრაინაში“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან მისი საუბარი საკმარისი გარკვეულ დეტალებზე სასაუბროდ, მაგრამ არა გეგმის შესამუშავებლად.

“ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ძალიან დადებითად ვისაუბრეთ. ეს მართლაც კარგი საუბარი იყო. ვისაუბრეთ ფრონტზე არსებული სიტუაციის დეტალებზე, რა არის რეალური დანაკარგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი მაჩვენებლები ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ განსხვავდებოდა ტრამპის მონაცემებისგან, მაგრამ „მთავარია რას ვაკეთებთ შემდეგში“.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებენ.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატო-ში, დიახ. ჩვენ ვენდობით ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე იაფი ვარიანტი ყველასთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ძალიან საშიში დარტყმა განახორციელა.

„უპილოტო საფრენი აპარატი ძალიან დაბლა დაფრინავდა, რის გამოც რადარებმა ვერ შეამჩნია. პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.