საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე.... ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკას გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
"ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე.... ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკას გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

  • მო­სა­მარ­თლე ზვი­ად ცეკ­ვა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პეტ­რი­აშ­ვილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 5 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "ეს იყო ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მო­რი­გი ცირ­კი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ცირ­კის მსა­ხი­ო­ბე­ბი იღებ­დნენ“.

ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს 17 იან­ვარს, გზის გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

  • პეტ­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა მიშ­ვე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ იმ დღეს პო­ლი­ტი­კო­სი მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის მარ­შზე იმ­ყო­ფე­ბო­და

ეკა მიშ­ვე­ლა­ძე:

- უნდა დავ­წე­რო ორი სი­ტყვა ბუ­კას სა­სა­მარ­თლო­ზე და მაგ ამ­ბავ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რად დიდი უსა­მარ­თლო­ბე­ბი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნია, ვინც უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სად მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და თე­მურ ქა­თა­მა­ძე- მო­შიმ­ში­ლე ტყვე­ე­ბი! #თა­ვი­სუფ­ლე­ბა­რე­ჟი­მის­პა­ტიმ­რებს 17 იან­ვარს იყო მა­მე­ბის და შვი­ლე­ბის მარ­ში! მა­მე­ბის და შვი­ლე­ბის და დას­რულ­და რუს­თა­ველ­ზე - ცხა­დია.

კად­რებ­შიც ჩანს, პო­ლი­ცია თა­ვად დგას გზა­ზე და ხალ­ხიც გა­და­დის, მათ შო­რის იყო ბუ­კაც. იქით კი პო­ლი­ცია უკვე აღარ უშ­ვებს მან­ქა­ნებს რუს­თა­ვე­ლის­კენ და მა­რი­ო­ტის­კენ ახ­ვე­ვი­ნე­ბენ, თა­ვად გა­და­კე­ტეს ანუ გზა - ეს ყვე­ლა­ფე­რი კად­რებ­შია. ოღონდ ორი უტი­ფა­რი გოგო შსს-დან ამ ყვე­ლა­ფერს არ ხე­დავ­და, ვერ კი არა - არ! და თეთრზე შა­ვი­აო ამ­ბობ­დნენ. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ უსა­მარ­თლო­ბის ყუ­რე­ბა, მოს­მე­ნა, მოთ­მე­ნა, ატა­ნა, გაძ­ლე­ბა… მაგ­რამ, ბრძო­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია! ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის­გან არ და­ვიხ­სნით! ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას!".

  • თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:

"ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი 5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს მა­მე­ბის და შვი­ლე­ბის მარ­შზე ხალ­ხო. თა­ნაც კი­დევ ვისი ხე­ლით? სან­ქცი­რე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლი მო­სა­მარ­თლის ხე­ლით, ვი­თომ ნა­ცე­ბის რომ გე­ში­ნი­ათ ზოგს. ბო­რო­ტე­ბის ზე­ი­მია ქვე­ყა­ნა­ში. ისე­თი ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე, რაც ბუ­კამ სულ ცოტა ხნის წინ გა­და­ი­ტა­ნა კი არა, - გა­და­აქვს, ცხო­ველ­საც კი გულს მო­უკ­ლავ­და. რა სიბ­ნე­ლე და მარ­თლა დე­მო­ნე­ბი და ქვეს­კნე­ლი ამოგ­დით სულ­ში. მეტი არაა ჩემი მტე­რი სული ჰქონ­დეს ამის ჩამ­დენს. თქვენ რას ჩა­დი­ხართ, თო­რემ მას კი არ სჭირ­დე­ბა ვინ­მეს­გან თა­ნაგ­რძნო­ბა", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - პო­ლი­ტი­კოსს შვი­ლი და­ე­ღუ­პა.

ავტორი:

"ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე.... ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკას გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე.... ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკას გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

  • მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, "ეს იყო ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ცირკი, რომელშიც მონაწილეობას ცირკის მსახიობები იღებდნენ“.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

  • პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ დღეს პოლიტიკოსი მამებისა და შვილების მარშზე იმყოფებოდა

ეკა მიშველაძე:

- უნდა დავწერო ორი სიტყვა ბუკას სასამართლოზე და მაგ ამბავზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდი უსამართლობები ხდება ქვეყანაში და ათეულობით ადამიანია, ვინც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის უპირველესად მზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე- მოშიმშილე ტყვეები! #თავისუფლებარეჟიმისპატიმრებს 17 იანვარს იყო მამების და შვილების მარში! მამების და შვილების და დასრულდა რუსთაველზე - ცხადია.

კადრებშიც ჩანს, პოლიცია თავად დგას გზაზე და ხალხიც გადადის, მათ შორის იყო ბუკაც. იქით კი პოლიცია უკვე აღარ უშვებს მანქანებს რუსთაველისკენ და მარიოტისკენ ახვევინებენ, თავად გადაკეტეს ანუ გზა - ეს ყველაფერი კადრებშია. ოღონდ ორი უტიფარი გოგო შსს-დან ამ ყველაფერს არ ხედავდა, ვერ კი არა - არ! და თეთრზე შავიაო ამბობდნენ. ძალიან ძნელია ამ უსამართლობის ყურება, მოსმენა, მოთმენა, ატანა, გაძლება… მაგრამ, ბრძოლა აუცილებელია! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე საქართველოს, ივანიშვილის რეჟიმისგან არ დავიხსნით! ცეცხლი ოლიგარქიას!".

  • თემას გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

"ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე ხალხო. თანაც კიდევ ვისი ხელით? სანქცირებული ნაციონალი მოსამართლის ხელით, ვითომ ნაცების რომ გეშინიათ ზოგს. ბოროტების ზეიმია ქვეყანაში. ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკამ სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა კი არა, - გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა. რა სიბნელე და მართლა დემონები და ქვესკნელი ამოგდით სულში. მეტი არაა ჩემი მტერი სული ჰქონდეს ამის ჩამდენს. თქვენ რას ჩადიხართ, თორემ მას კი არ სჭირდება ვინმესგან თანაგრძნობა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ინფორმაციისთვის, ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში რამდენიმე თვის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა - პოლიტიკოსს შვილი დაეღუპა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"