პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კარატე“, “ენცო“, “მამუკა ხონსკი“, “პაჭო“, “მესტო“ და სხვა - შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
“კარატე“, “ენცო“, “მამუკა ხონსკი“, “პაჭო“, “მესტო“ და სხვა - შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში 26 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო 4 პირს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა, აქე­დან 3 “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია“.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი და ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს აწყობ­დნენ.

“ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: - წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ჩ., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.პ. (მეტ­სა­ხე­ლად “პაჭო“), 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ. (მეტ­სა­ხე­ლად “მეს­ტო“), 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ბ. (მეტ­სა­ხე­ლად “კოჭო“), ხოლო, ერთ პირს - 1985 წელს და­ბა­დე­ბულ რ.მ.-ს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

“ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის" ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. მეტ­სა­ხე­ლად “კა­რა­ტე“, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჩ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ს., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.უ. მეტ­სა­ხე­ლად “ბუძ­გა“, ასე­ვე, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. მეტ­სა­ხე­ლად “ტე­კია“, 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ბ., 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ.

“ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.გ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ქ. და წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ქ., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.გ.

“ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ვ.

“ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის“ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.დ.

“კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“ ფაქ­ტზე ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ: 1977 წელს და­ბა­დე­ბულ ჯე­ი­რან კინ­წუ­რაშ­ვილს, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ კაკო ტუ­ღუშს მეტ­სა­ხე­ლად “ენცო“ და 1976 წელს და­ბა­დე­ბულ მა­მუ­კა ჩხა­ბე­რი­ძეს მეტ­სა­ხე­ლად “მა­მუ­კა ხონ­სკი“.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი და “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და “ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს“ აწყობ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ და ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის, ასე­ვე, თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ თან­ხის გა­დახ­დას აკის­რებ­დნენ.

  • პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, მჭი­დე­ბი, ვაზ­ნე­ბი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მა­რი­ხუ­ა­ნა”.

“კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის, “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის, “ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის" და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე სე­კუნ­და მუხ­ლით, 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

00:00 / 00:00
ავტორი:

“კარატე“, “ენცო“, “მამუკა ხონსკი“, “პაჭო“, “მესტო“ და სხვა - შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

“კარატე“, “ენცო“, “მამუკა ხონსკი“, “პაჭო“, “მესტო“ და სხვა - შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 “კანონიერი ქურდია“.

  • აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

“ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: - წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად “პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად “მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად “კოჭო“), ხოლო, ერთ პირს - 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

“ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" ფაქტზე დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული მ.გ. მეტსახელად “კარატე“, 1985 წელს დაბადებული გ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ბ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.უ. მეტსახელად “ბუძგა“, ასევე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული გ.ა. მეტსახელად “ტეკია“, 1967 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული ა.კ., 2001 წელს დაბადებული ს.ბ., 1963 წელს დაბადებული გ.გ., 1974 წელს დაბადებული მ.მ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ბ.

“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ს.გ., 1995 წელს დაბადებული მ.ქ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1974 წელს დაბადებული ს.ქ., 1980 წელს დაბადებული კ.ჩ., 1997 წელს დაბადებული ი.ბ. და 1989 წელს დაბადებული რ.გ.

“ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1985 წელს დაბადებული ს.ს., 1978 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1986 წელს დაბადებული შ.ვ.

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ ფაქტზე დაკავებულია: წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ქ.დ.

“კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს მეტსახელად “ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს მეტსახელად “მამუკა ხონსკი“.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და “ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.

  • პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

“კანონიერი ქურდობის“, “ქურდული სამყაროს“ წევრობის, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში