პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ - არავინ გაბედოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ - მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე
“არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ - არავინ გაბედოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ - მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე

“ჩვენ შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ არა ერთ უწყე­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებს მალე შეს­ძლე­ბო­დათ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა - არა­ვინ გა­ბე­დოს და არ ცა­დოს პა­ტიმ­რე­ბის ან მათი ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა!“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მის მიერ 613 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის ფაქტს.

რო­გორც ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, ჰუ­მა­ნუ­რი აქტი კარ­გია, თუმ­ცა “მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე“.

“მინ­და შე­ვე­ხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის აქტს. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი, არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გი­ხა­რო­დეს, რომ ადა­მი­ა­ნებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­უბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ შვი­ლებს, მე­უღ­ლე­ებს, მშობ­ლებს და მე­გობ­რებს. ჩვენ შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ არა ერთ უწყე­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებს მალე შეს­ძლე­ბო­დათ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას ვუხ­დი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს და წარ­მო­მად­გე­ნელს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რომ­ლი­თაც ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ იყო ბა­ლან­სის დაც­ვა ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბას შო­რის, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით მო­ვე­კი­დეთ ამ სა­კითხს და სწო­რედ, ასე გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც. არა­ვინ გა­ბე­დოს და არ ცა­დოს პა­ტიმ­რე­ბის ან მათი ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა!

ცალ­სა­ხაა, რომ ჰუ­მა­ნუ­რი აქტი კარ­გია, თუმ­ცა ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. სწო­რედ, ამი­ტომ ჩვენ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. უნდა გავ­ზარ­დოთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის როლი ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ვიზ­რუ­ნოთ სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ასე­ვე იქ­ნე­ბა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს მთლი­ა­ნო­ბა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა და­ბა­ლი იყოს და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის რის­კე­ბი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­გაზ­რდებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 19 იან­ვარს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა 613 მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი შე­ი­წყა­ლა. თავ­და­პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ შე­წყა­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და "ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ციპს".

ავტორი:

“არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ - არავინ გაბედოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ - მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე

“არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ოჯახებს დაუბრუნდნენ - არავინ გაბედოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ - მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე

“ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება - არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!“ - ასე ეხმაურება საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი მის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალების ფაქტს.

როგორც ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა “მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე“.

“მინდა შევეხო ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ განხორციელებული შეწყალების აქტს. ჩემთვის გაუგებარია გარკვეული ჯგუფების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და მეგობრებს. ჩვენ შემჭიდროებულ ვადებში აქტიურად ვიმუშავეთ არა ერთ უწყებასთან იმისათვის, რომ ადამიანებს მალე შესძლებოდათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული უწყების ხელმძღვანელს და წარმომადგენელს. ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ საკითხს და სწორედ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. არავინ გაბედოს და არ ცადოს პატიმრების ან მათი ოჯახების მდგომარეობით სპეკულირება!

ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, 19 იანვარს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნებოდა "ჰუმანიზმის პრინციპს".