Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, საქ­მის მა­სა­ლებს ად­ვო­კა­ტი გა­ეც­ნო­ბა.

“ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა დევს საქ­მე­ში. ად­ვო­კა­ტი გა­ეც­ნო­ბა საქ­მის მა­სა­ლებს,“ - აცხა­დე­ბენ პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

საქ­მე ეხე­ბა გა­ხა­რი­ა­ზე ბა­თუმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას. მას თავს 15 იან­ვარს, სას­ტუმ­რო “შე­რა­ტონ­ში და­ესხნენ. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მა­ლე­ვე და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, მას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა ჰქონ­და. ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას­თან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძეა.გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ავტორი:

გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა.

“ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო “შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მალევე დატოვა. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.