ავტორი:

"უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

"ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბელარუსში მშვიდობა შენარჩუნდეს. ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. არ იქნება მშვიდობა - არაფერი გჭირდება“, - ციტირებს ლუკაშენკოს სააგენტო "ბელტა“.

ამასთან, ბელარუსის ლიდერი დასავლელი ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია“.

მისი თქმით, მომავალი წელი რთული იქნება, მაგრამ შეძლებენ ყველა სირთულისა და გამოწვევის დაძლევას.

"2025 წელი რთული იქნება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენზე და რუსეთზე დაიწყეს ზეწოლა და ყველა მხრიდან დახრჩობა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.