პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის" - რას წერს ლანა ღოღობერიძე
"მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის" - რას წერს ლანა ღოღობერიძე

"არ არ­სე­ბობს ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა: რე­ა­ლუ­რად, ხელ­შე­სა­ხე­ბად იყო შენი ხალ­ხის ნა­წი­ლი!" - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა 31 დე­კემ­ბერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ახა­ლი წლის ღა­მის რუს­თა­ველ­ზე, ერ­თად აღ­ნიშ­ვნას.

"არ არ­სე­ბობს ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა: რე­ა­ლუ­რად, ხელ­შე­სა­ხე­ბად იყო შენი ხალ­ხის ნა­წი­ლი! ახალ წელს ხვდე­ბო­დე ხალ­ხით გა­და­ჭე­დილ, გაბრ­წყი­ნე­ბულ რუს­თა­ველ­ზე, და კა­ნით გრძნობ­დე, რომ ხარ ჭეშ­მა­რიტ თა­ნა­მო­აზ­რე­თა შო­რის! იმათ­თან ერ­თად, ვინც, შენ­სა­ვით, სი­ა­მოვ­ნე­ბით დათ­მო

ეს სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი - ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა სახ­ლში, ოჯახ­ში და შუ­ა­ღა­მი­სას გა­მო­ვი­და გა­რეთ, ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ველ­ზე! იმი­ტომ რომ დღეს სწო­რედ რუს­თა­ვე­ლია შენი სახ­ლი, და აქ, რუს­თა­ველ­ზეა შენი ოჯა­ხი! აქ სი­ხა­რუ­ლით უჯა­ხუ­ნებ ჭი­ქას ყვე­ლა უც­ნობს, იმი­ტომ რომ ეს უც­ნო­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში შენი ახ­ლო­ბე­ლია!

და ისი­ნი ბევ­რნი არი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რნი, ეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი, დი­დე­ბი, პა­ტა­რე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი... მაგ­რამ ყვე­ლა­ნი - მშვე­ნი­ე­რე­ბი, სი­კე­თით და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე­ნი, შე­უდ­რე­კელ­ნი და მომ­ღი­მარ­ნი! ისი­ნი, ვინც ამ პრო­ტეს­ტმა გა­მო­ძერ­წა, ვინც დათ­მო წუ­თი­ე­რი ვნე­ბე­ბი, ეზი­ა­რა კა­თარ­სისს და ახლა მას სულ ად­ვი­ლად ამო­იც­ნობ, რად­გა­ნაც შუბ­ლზე აწე­რია: მე არ ვარ მარ­ტო. მე ვარ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ამ დიდი ერ­თო­ბი­სა, რო­მელ­საც ჰქვია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნა­თელ მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო!

და მე, ერთი ინ­დი­ვი­დი პი­რა­დად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან ერ­თად, ამ სა­ქარ­თვე­ლოს არ და­ვუთ­მობ არა­ვის!

ასე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გან­წმენ­დი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი - ერ­თო­ბით, სი­ა­მა­ყით, სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდით 2025 წელს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის წელი იქ­ნე­ბა!" - წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის" - რას წერს ლანა ღოღობერიძე

"მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის" - რას წერს ლანა ღოღობერიძე

"არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი!" - ამის შესახებ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს და ასე ეხმიანება 31 დეკემბერს მოქალაქეების მიერ ახალი წლის ღამის რუსთაველზე, ერთად აღნიშვნას.

"არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი! ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსავით, სიამოვნებით დათმო

ეს საუკუნეებით განმტკიცებული რიტუალი - ახალი წლის შეხვედრა სახლში, ოჯახში და შუაღამისას გამოვიდა გარეთ, ქუჩაში, რუსთაველზე! იმიტომ რომ დღეს სწორედ რუსთაველია შენი სახლი, და აქ, რუსთაველზეა შენი ოჯახი! აქ სიხარულით უჯახუნებ ჭიქას ყველა უცნობს, იმიტომ რომ ეს უცნობი სინამდვილეში შენი ახლობელია!

და ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, ეს შენი ახლობლები, დიდები, პატარები, მოხუცები, ახალგაზრდები... მაგრამ ყველანი - მშვენიერები, სიკეთით და ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი, შეუდრეკელნი და მომღიმარნი! ისინი, ვინც ამ პროტესტმა გამოძერწა, ვინც დათმო წუთიერი ვნებები, ეზიარა კათარსისს და ახლა მას სულ ადვილად ამოიცნობ, რადგანაც შუბლზე აწერია: მე არ ვარ მარტო. მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო!

და მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის!

ასე, სამართლიანობისთვის ბრძოლაში განწმენდილი ქართველები - ერთობით, სიამაყით, სიხარულით შევხვდით 2025 წელს, რომელიც ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!" - წერს ლანა ღოღობერიძე.