პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს".

აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი Credit Suisse-თან სინ­გა­პურ­ში და­ვის შე­დე­გად მო­გე­ბულ თან­ხას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიერ გა­მო­ცე­მულ “გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია #116“-ში.

ამას­თა­ნა­ვე, „გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის“ თა­ნახ­მად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ან/და ჩა­ერ­თონ ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლის 50%-ს ან მეტ­საც ფლობს ივა­ნიშ­ვი­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ესა თუ ის კომ­პა­ნია ცალ­კე­უ­ლად SDN სი­ა­ში არ არის შეყ­ვა­ნი­ლი. იხი­ლეთ ვრცლად bpn.ge

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ “გენერალური ლიცენზია #116“-ში.

ამასთანავე, „გენერალური ლიცენზიის“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება აქვთ, განახორციელონ ტრანზაქციები ან/და ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის კომპანია ცალკეულად SDN სიაში არ არის შეყვანილი. იხილეთ ვრცლად bpn.ge

წყარო