მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა
გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კო­სი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გო­ბა­რი და პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი კატო შინ­და­გო­რი­ძე ავ­რცე­ლებს.

  • "წა­ვი­და... ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში.... ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა, რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამას მე ჩემი ხე­ლით დავ­წერ­დი" - წერს შინ­და­გო­რი­ძე.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­და­ვას მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც კუ­ჭის წყლუ­ლი გა­უს­კდა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. სამ­წუ­ხა­როდ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 1988 წელს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს, იყო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თველ სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე. 1989 წლი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი. 1990 წელს მუ­შა­ობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წედ.

1991 წელს გახ­და ედპ-ის თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას აპა­რა­ტის უფ­რო­სი. 1993 წელს ედპ-ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალ­გაზ­რდა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტის (აედ-ის) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე. 1993-1994 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი.

1996 წელს გახ­და ედპ-ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი და ედპ-ის გა­ზე­თის „ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კის“ რე­დაქ­ტო­რი. 1999 წელს გახ­და ედპ-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი, ხოლო 2002 წელს - გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი. 2003 წლის დე­კემ­ბრი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა — გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ძალა ერ­თო­ბა­შია“.[1]

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს პო­ლი­ტი­კო­სის ოჯახს, მე­გობ­რებ­სა და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს
ავტორი:

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

54 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელი კატო შინდაგორიძე ავრცელებს.

  • "წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი" - წერს შინდაგორიძე.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქარდავას მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კუჭის წყლული გაუსკდა და სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული აქვს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს პოლიტიკოსის ოჯახს, მეგობრებსა და თანაპარტიელებს