პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში... ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის პირად ექიმზე
“ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში... ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის პირად ექიმზე

“ჩემი ახლო მე­გობ­რის, ნიკა ყიფ­ში­ძის გული გა­ჩერ­და ამე­რი­კა­ში,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი პი­რა­დი ექი­მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

  • ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში“ თით­ქმის ყო­ველ­დღე აკი­თხავ­და და მას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­შინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწო­რედ ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე და გი­უ­ლი ალა­სა­ნია აწ­ვდიდ­ნენ.

“გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, თვი­თონ მე­დი­ცი­ნის დიდი ინო­ვა­ტო­რი, უზარ­მა­ზა­რი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და ამე­რი­კა­ში და ზო­გა­დად სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

ჩემი თხოვ­ნით მან პირ­ვე­ლად შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის "ემერ­ჯენ­სი" 2005 წელს.

ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა იყო სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა.

მა­ნამ სა­ნამ უშ­ვებ­დნენ, ეტ­ლით მო­დი­ო­და ჩემ­თან ყო­ველ­დღე, რუს­თა­ვის ცი­ხე­ში.

შემ­დეგ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში, ღრმად ავად­მყოფს "კო­ლე­გე­ბი" 3-4 სა­ა­თი აც­დე­ვი­ნებ­დნენ ხოლ­მე ყინ­ვა­ში და თოვლში გა­რეთ და მა­ინც ბო­ლომ­დე უხ­მოდ იტან­და ამ დამ­ცი­რე­ბას, ოღონდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ინც ვე­ნა­ხე მისი პა­ცი­ენ­ტი.

ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა ჩვენს პლა­ნე­ტას,“ - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ავტორი:

“ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში... ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის პირად ექიმზე

“ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში... ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის პირად ექიმზე

“ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მისი პირადი ექიმის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებს იხსენებს.

  • ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში“ თითქმის ყოველდღე აკითხავდა და მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა. საზოგადოებას მაშინ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სწორედ ნიკოლოზ ყიფშიძე და გიული ალასანია აწვდიდნენ.

“გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით.

ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის "ემერჯენსი" 2005 წელს.

ეს იყო ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება იყო სხვა ადამიანების დახმარება.

მანამ სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში.

შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ღრმად ავადმყოფს "კოლეგები" 3-4 საათი აცდევინებდნენ ხოლმე ყინვაში და თოვლში გარეთ და მაინც ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე მისი პაციენტი.

ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.