მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს
"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს

"ეს ან­გა­რი­ში იმა­ზე უფრო მკაც­რია ვიდ­რე შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში. აქ უკვე მეტი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი. ამ ან­გა­რი­შის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ფა­რუ­ლი და თა­ნას­წო­რი. ეს არის მთა­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ ამ ან­გა­რი­ში­დან. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი და კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბულ იქნა და რო­მელ­მაც უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია არა­თა­ნას­წორ გა­რე­მო­ზე, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ,- ამის შე­სა­ხებ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა, ეუთო/ოდი­რის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ეუთო/ოდი­რის დას­კვნა ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს.

"ეუთო/ოდი­რის­თვის აშ­კა­რა გახ­და ის დარ­ღვე­ვე­ბი და სქე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და არ­ჩე­ვე­ბის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე მკაც­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ის გა­რე­მო, რო­მე­ლიც ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის იყო შექ­მნი­ლი, მათ თა­ვი­სუფ­ლად არ შე­ეძ­ლოთ ხმის მი­ცე­მა და მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ მათი არ­ჩე­ვა­ნის გამო, მათ­ზე გარ­კვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ქმე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ასე­ვე სა­უ­ბა­რია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, მათ მი­მართ უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე და რა თქმა უნდა, ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვა­სა და ზე­წო­ლა­ზე. გარ­და ამი­სა, ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რა ხდე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის დღის შემ­დეგ, რა ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა თუ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში, რო­გორ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და­ვე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, ნე­გა­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ი­სა და სხვა უწყე­ბე­ბის ქმე­დე­ბე­ბიც.

ჩვენც კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს კი­დევ ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს.მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ცნო­ბი­ლი იყო, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ამ უკვე და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­ზეც ჩვენ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსა­უბ­რობ­დით“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

  • სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია "ჩემი ხმის" წარ­მო­მად­გენ­ლის ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას თქმით, ეუთო/ოდირ­მა თქვა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არის პრობ­ლე­მა და რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ­მა არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად.

თო­ლო­რა­ი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიგ­ნე­ბებს ემ­თხვე­ვა.

"რე­ა­ლუ­რად, ეუთო/ოდირ­მა თქვა ის, რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­უბ­რობ­დნენ და ეს კარ­გია, რე­ა­ლუ­რად ემ­თხვე­ვა ჩვენს მიგ­ნე­ბებს. რე­ა­ლუ­რად, ეუთო/ოდირ­მა თქვა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არის პრობ­ლე­მა და რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ­მა არ­ცერ­თმა უწყე­ბამ არ იმუ­შა­ვა ეფექ­ტი­ა­ნად. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა, ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო თუ არა ლე­გი­ტი­მუ­რი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რო­მე­ლიც არ ვარ­გო­და და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ როლს არ ას­რუ­ლებ­დნენ - შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ პი­რო­ბებ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო“,- გა­ნა­ცხა­და ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

რას ამ­ბობს ოპო­ზი­ცია:

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერ­თმი ლი­დე­რო ზურა ჯა­ფა­რი­ძე: "დას­კვნა­ში წე­რია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­და, რომ შე­ექ­მნა ან­ტუ­რა­ჟი, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ის, რაც არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხდე­ბო­და და ხდე­ბა ამას შე­საძ­ლოა ეწო­დოს ყვე­ლა­ფე­რი, არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის გარ­და.

ეუთო/ოდი­რი ამ­ბობს, რომ აქ ჩვენ­თან ეუთო/ოდირ­ში ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არა­ვინ არ არის და ამ ვი­რეშ­მა­კო­ბას არა­ვინ არ „შე­ჭამს“. ეს არის სი­ნამ­დვი­ლე­ში, რაც დას­კვნა­ში წე­რია. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ბოლო კვე­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ზე, რო­მე­ლიც თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მის­ცემ­და და მოხ­და ამის სა­პი­რის­პი­რო. მთე­ლი ეს პრო­პა­გან­და თავ­ზე ჩა­მო­ეფშვნათ, ზუს­ტად ისე, რო­გორც ჩა­მო­ეფშვნე­ბათ ის პრო­პა­გან­და, რომ 20 იან­ვრის შემ­დეგ, როცა ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია იქ­ნე­ბა, რა­ღა­ცე­ბი და­ლაგ­დე­ბა და თით­ქოს რა­ღა­ცებს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ. არა­ფე­რი ეგე­თი არ მოხ­დე­ბა. ეს დას­კვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი ბევ­რად უფრო გამ­ყარ­და და გა­რე­დან მხარ­და­ჭე­რა, ეს იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი, თუ იქ­ნე­ბა ეს სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა, უფრო მკაც­რი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დას­კვნის არ­სე­ბო­ბა იმ სა­ხით, რო­გორც ეუთო/ოდირ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს მინ­და მივ­მარ­თო, თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რაც ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ში წე­რია, დიდი მად­ლო­ბა".

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ უარ­ყო­ფი­თია, სა­დაც უამ­რავ დარ­ღვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია. არ­ცერ­თი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყო შე­ტა­ნი­ლი, არ იქნა არ­სე­ბი­თად გან­ხი­ლუ­ლი, არც სა­ჯა­რო კო­მი­სი­ა­სა და სა­სა­მარ­თლოს მიერ. ეუთო/ოდი­რის დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის 24 პრო­ცენტზე, სა­დაც მათი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, არ იყო და­ცუ­ლი ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბა, ანუ არ იყო და­ცუ­ლი ამომ­რჩევ­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა.

ამ­გვა­რი ნე­გა­ტი­უ­რი დას­კვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერთ არ­ჩევ­ნებ­ზე არ ყო­ფი­ლა, რაც პირ­და­პირ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ნიშ­ვნა და ჩა­ტა­რე­ბა".

"ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რი გიგი წე­რე­თე­ლი: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოა და არ სჭირ­დე­ბა მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი, რომ ზუს­ტად წა­ვი­კი­თხოთ ის, თუ რა წე­რია ამ დას­კვნა­ში. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ინ­სტან­ცი­აა სა­არ­ჩევ­ნო აუ­დი­ტის თვალ­საზ­რი­სით, ამ დას­კვნით იხელ­მძღვა­ნე­ლებს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტი თუ სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სებს ამ არ­ჩევ­ნებს, თუმ­ცა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი დიდი ხა­ნია ვი­ცით.

ამ დას­კვნა­ში კი­დევ ერთხელ არის ხაზ­გას­მუ­ლი - თუ რა ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მძი­მე დას­კვნე­ბია, დარ­ღვე­უ­ლია თა­ნას­წო­რო­ბა, არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი დის­ბა­ლან­სი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფა­რუ­ლო­ბა. ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ვი­დეო კონ­ტრო­ლი­სა და სხვა კონ­ტრო­ლის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ხმა მი­ე­ცათ ში­შის, შუ­რის­ძი­ე­ბი­სა და დას­ჯის ში­შის გა­რე­შე. პრაქ­ტი­კუ­ლად ის სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბებს, დას­კვნის მი­ხედ­ვით არის დარ­ღვე­უ­ლი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არც დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს, არც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ეუ­თოს წევრ ქვე­ყა­ნას აქვს აღე­ბუ­ლი.

ეუთო/ოდი­რი მო­სახ­ლე­ო­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ ცნოს თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. ის მო­სახ­ლე­ო­ბას ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ობი­ექ­ტურ სუ­რათს, თუ რა მოხ­და და რო­გორ წა­რი­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი. ის რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ მუდ­მივ პრო­ტეს­ტშია, ეს მე­ტყვე­ლებს თუ რო­გორ მი­ი­ღო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს არ­ჩევ­ნე­ბი,რო­გორ შე­ა­ფა­სა და მის­ცა თუ არა ლე­გი­ტი­მა­ცია".

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძე: "ეუთო/ოდი­რის დას­კვნა 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს უმ­ძი­მე­სად აფა­სებს. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შე­ფა­სე­ბას არ ახ­დენს. თუმ­ცა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ის თა­ვის შე­ფა­სე­ბებ­ში ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი, არა­სო­დეს ასე­თი მკაც­რი - რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, დას­კვნა ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ-არ­ჩევ­ნე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და ეუ­თოს უწინ­დელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ოდი­რის შე­ფა­სე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია არის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც დო­მი­ნი­რებს მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ეს ეხე­ბა რო­გორც ცეს­კოს, ასე­ვე სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში პარ­ტი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბი მთლი­ა­ნად იყ­ვნენ გა­მო­თი­შულ­ნი.

სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მთლი­ა­ნად იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მარ­თუ­ლი პი­რე­ბის ხელ­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი (რო­გორც პარ­ტი­ე­ბი, ასე­ვე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი). ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ასა­ხუ­ლია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რა­ზეც ამ­დენ ხანს ვსა­უბ­რობ­დით, მათ შო­რის: უმე­ტე­სო­ბა უბ­ნებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სრულ­ფა­სო­ვა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა, ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­რის გა­მო­ნა­ჟო­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, რა­მაც და­არ­ღვია ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი და სხვა.ფაქ­ტია, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ უნდა ჩა­ტარ­დეს არც ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და არც ამ წე­სი­თა და შე­მად­გენ­ლო­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ცეს­კოს მიერ“, - გა­ნა­ცხა­და სი­ო­რი­ძემ.

რას ამ­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა არ­სე­ბი­თად იმე­ო­რებს წი­ნას­წარ დას­კვნას, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ეუთო/ოდირ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ“.

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ეუთო/ოდირს, რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად თავ­დას­ხმე­ბი­სა, სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, რომ ეუთო/ოდი­რი გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დგო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"მთლი­ა­ნო­ბა­ში ეუთო/ოდი­რის დას­კვნი­დან ირ­კვე­ვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი. ეს იკი­თხე­ბა ეუთო/ოდი­რის დას­კვნის სა­ერ­თო ში­ნა­არ­სი­დან. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ეუთო/ოდირს. თქვენ ნა­ხეთ, რო­გო­რი მძი­მე რე­აქ­ცია ჰქონ­და ოპო­ზი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ვი­ზიტ­ზე, იხი­ლეთ აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმე­ბი ალენ ბერ­სეს მი­მართ. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით კი­დევ ერთხელ ასეთ აგ­რე­სი­ულ თავ­დას­ხმას ეუთო/ოდი­რის მი­მართ. ეს დას­კვნა იმე­ო­რებს იმ დას­კვნას, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და მა­შინ ამ დას­კვნამ გა­მო­იწ­ვია დიდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­ში, რა თქმა უნდა, ვე­ლო­დე­ბით ასე­თი­ვე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირ­თან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ამ დას­კვნა­ში არის კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მზად ვართ ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­თა­ნა­დოდ გან­ხილ­ვის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­დაც ეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩა­ით­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რა წე­რია ან­გა­რიშ­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში OSCE/ODIHR წი­ნას­წარ დას­კვნებს ადას­ტუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ეუთო/ოდი­რის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში.

"აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ იყო ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ამ­ცი­რებ­დნენ, ისე­ვე რო­გორც ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლა, რა­მაც სა­არ­ჩევ­ნო დღის პრაქ­ტი­კებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ზოგ ამომ­რჩე­ველს შუ­რის­ძი­ე­ბის ში­შის გა­რე­შე ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცა“.

„არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სა­ჩივ­რე­ბის შე­ფა­სე­ბის დროს ODIHR-მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ჩივ­რე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს ზღუ­დავ­და, ხოლო პრო­ტეს­ტე­ბის ძა­ლის­მი­ერ­მა ჩახ­შო­ბამ და მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა და­კა­ვე­ბებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად შეკ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­ა­ჩი­ნეს“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მა­შინ, რო­დე­საც დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ჩარ­ჩო შე­სა­ბა­მის სა­ფუძ­ველს ქმნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ან­გა­რი­ში ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ ბოლო დრო­ის ხში­რი შეს­წო­რე­ბე­ბი უკან გა­დად­გმულ ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენ­და, რა­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­გებ­ლის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შეშ­ფო­თე­ბა გა­ზარ­და, და იმე­ო­რებს ODIHR-ის დიდი ხნის რე­კო­მენ­და­ცი­ას ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­და­ხედ­ვის­თვის.

„მან­და­ტის თა­ნახ­მად, ეუთო/ოდი­რი არც სცნობს და არც ადას­ტუ­რებს არ­ჩევ­ნებს. ნაც­ვლად ამი­სა, ODIHR უნი­ვერ­სა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე ყვე­ლა წევ­რი ქვეყ­ნის მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ყოვ­ლის­მომ­ცველ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ შე­ფა­სე­ბას იძ­ლე­ვა. ეს ამომ­რჩევ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ხა­რისხზე," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

„მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა პრობ­ლე­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ამ არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე და პრო­ცე­სი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა წა­შა­ლეს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის და­სა­ცა­ვად, რომ­ლე­ბიც ახლა სას­წორ­ზეა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სას­წრა­ფოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა პა­სუ­ხი გას­ცენ ყვე­ლა წუ­ხილს," - გა­ნა­ცხა­და ოუენ მერ­ფიმ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მთა­ვა­რი ფოტო: Katya Andrusz

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს

"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ..." - რა წერია ანგარიშში, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერი მადლობას იხდის, ოპოზიცია კი დასკვნას "უპრეცედენტოდ მკაცრს" უწოდებს

"ეს ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია ვიდრე შუალედური ანგარიში. აქ უკვე მეტი კონკრეტული ფაქტია მოყვანილი. ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება გავიგოთ ამ ანგარიშიდან. წინასაარჩევნო პერიოდში ხაზგასმულია, ის საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რომელიც მიღებულ იქნა და რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდზე. მათ შორის საუბარია არათანასწორ გარემოზე, რომელშიც პოლიტიკური პარტიები იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, ეუთო/ოდირის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ერთ-ერთი საფუძველია, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

"ეუთო/ოდირისთვის აშკარა გახდა ის დარღვევები და სქემები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევების დღის განმავლობაში. ასევე მკაცრად არის შეფასებული ის გარემო, რომელიც ამომრჩევლებისთვის იყო შექმნილი, მათ თავისუფლად არ შეეძლოთ ხმის მიცემა და მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათი არჩევანის გამო, მათზე გარკვეული უარყოფითი ქმედებები განხორციელდებოდა.

ასევე საუბარია საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, მათ მიმართ უარყოფით გავლენაზე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ზეწოლაზე. გარდა ამისა, ასევე საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, რა ხდებოდა სასამართლოებისა თუ საარჩევნო კომისიებში, როგორ განიხილებოდა დავები, ეს ყველაფერი უარყოფითად არის შეფასებული. ასევე, ნეგატიურად არის შეფასებული აქციების დროს პოლიციისა და სხვა უწყებების ქმედებებიც.

ჩვენც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს.მოქალაქეებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას ვაკვირდებით, აღნიშნული დარღვევები ცნობილი იყო, მაგრამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ უკვე დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

  • სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას თქმით, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად.

თოლორაიას თქმით, აღნიშნული დასკვნა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს ემთხვევა.

"რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა ის, რაზეც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობდნენ და ეს კარგია, რეალურად ემთხვევა ჩვენს მიგნებებს. რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად. ვფიქრობ, ძალიან მარტივია დასკვნების გაკეთება, ეს არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. კანონმდებლობა რომელიც არ ვარგოდა და ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთ როლს არ ასრულებდნენ - შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

რას ამბობს ოპოზიცია:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმი ლიდერო ზურა ჯაფარიძე: "დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ის, რაც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდებოდა და ხდება ამას შესაძლოა ეწოდოს ყველაფერი, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის გარდა.

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ეს არის სინამდვილეში, რაც დასკვნაში წერია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო კვერების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება და თითქოს რაღაცებს გააუმჯობესებენ. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, ეს იქნება სანქციები, თუ იქნება ეს სხვა სახის მხარდაჭერა, უფრო მკაცრი და ეფექტური იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის არსებობა იმ სახით, როგორც ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა. პროტესტის მონაწილეებს მინდა მივმართო, თქვენი დამსახურებაა ის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, დიდი მადლობა".

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე: "ეუთო/ოდირის დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია, სადაც უამრავ დარღვევაზეა საუბარი, რაც ადასტურებს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. არცერთი საჩივარი, რომელიც არჩევნებამდე იყო შეტანილი, არ იქნა არსებითად განხილული, არც საჯარო კომისიასა და სასამართლოს მიერ. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საარჩევნო უბნების 24 პროცენტზე, სადაც მათი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა, ანუ არ იყო დაცული ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება.

ამგვარი ნეგატიური დასკვნა, პრაქტიკულად არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნებით მიღებული შედეგები არალეგიტიმურია, შესაბამისად, არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება".

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერი გიგი წერეთელი: "ეუთო/ოდირის დასკვნა ძალიან მკაფიოა და არ სჭირდება მაღალი ინტელექტი, რომ ზუსტად წავიკითხოთ ის, თუ რა წერია ამ დასკვნაში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ყველაზე მაღალი ინსტანციაა საარჩევნო აუდიტის თვალსაზრისით, ამ დასკვნით იხელმძღვანელებს ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თუ სახელმწიფო, რომელიც კიდევ ერთხელ შეაფასებს ამ არჩევნებს, თუმცა ეს შეფასებები დიდი ხანია ვიცით.

ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული - თუ რა ტიპის დარღვევები იყო. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, დარღვეულია თანასწორობა, არსებობს ხელისუფლების სასარგებლოდ აბსოლუტური დისბალანსი და ყველაზე მთავარი ფარულობა. ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის მეშვეობით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე. პრაქტიკულად ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიოში არსებებს, დასკვნის მიხედვით არის დარღვეული და არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას აქვს აღებული.

ეუთო/ოდირი მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ თვითონ გადაწყვიტონ ცნოს თუ არა არჩევნების ლეგიტიმაცია. ის მოსახლეობას ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და ობიექტურ სურათს, თუ რა მოხდა და როგორ წარიმართა არჩევნები. ის რომ ჩვენი მოქალაქეები, ათიათასობით მოქალაქე არჩევნების შემდგომ მუდმივ პროტესტშია, ეს მეტყველებს თუ როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს არჩევნები,როგორ შეაფასა და მისცა თუ არა ლეგიტიმაცია".

"ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე: "ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმძიმესად აფასებს. ეს ორგანიზაცია არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეფასებას არ ახდენს. თუმცა არასოდეს ყოფილა ის თავის შეფასებებში ასეთი ნეგატიური, არასოდეს ასეთი მკაცრი - რეკომენდაციებში. შესაბამისად, დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ-არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.

ოდირის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, რომელშიც დომინირებს მმართველი პარტია და ეს ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიების მიერ დანიშნული წევრები მთლიანად იყვნენ გამოთიშულნი.

საარჩევნო ტექნოლოგიები მთლიანად იყო ხელისუფლების მიერ მართული პირების ხელში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში არ მონაწილეობდნენ ჩართული მხარეები (როგორც პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები). ოდირის რეკომენდაციებში ასახულია, პრაქტიკულად, ყველა ის პრობლემა, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მათ შორის: უმეტესობა უბნებში შეუძლებელი იყო სრულფასოვანი დაკვირვება, ბიულეტენებზე სპეციალური მარკერის გამონაჟონით გამოწვეული შედეგები, რამაც დაარღვია ფარულობის პრინციპი და სხვა.ფაქტია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ“, - განაცხადა სიორიძემ.

რას ამბობს ხელისუფლება?

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ“.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. თქვენ ნახეთ, როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლებისთვის, ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, - განაცხადა კობახიძემ.

რა წერია ანგარიშში?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა, და იმეორებს ODIHR-ის დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის.

„მანდატის თანახმად, ეუთო/ოდირი არც სცნობს და არც ადასტურებს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ODIHR უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე," - ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს," - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

მთავარი ფოტო: Katya Andrusz

წაიკითხეთ ასევე: