Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პროვოკაციაა" - სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხზე
"ეს პროვოკაციაა" - სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ  შს სამინისტროს მაღალჩინოსნების  ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხზე

"დე ფაქ­ტო პრე­მი­ე­რი აცხა­დებს, რომ რო­გორც კი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია შედ­გე­ბა, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ვა­ჯილ­დო­ებთ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი რეპ­რე­სი­ებ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე და პირ­და­პირ ვი­ტყვი, იმ მხე­ცო­ბა­ზე, რო­მელ­საც ჰქონ­და და აქვს ად­გი­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. ეს არის პრო­ვო­კა­ცია, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ამ პრო­ვო­კა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შს სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­მო­მავ­ლოდ ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბის სა­კითხს.

რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კო­ბა­ხი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა ასე­ვე არის ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ალენ ბერ­სეს შე­უ­რა­ცხყო­ფა.

„პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი არის ის, რაც მო­ვის­მი­ნეთ დღეს. ამე­რი­კის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, და­ა­სან­ქცი­როს ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ძა­ლა­დო­ბა­ზე, ამის სა­პა­სუ­ხოდ, დე ფაქ­ტო პრე­მი­ე­რი აცხა­დებს, რომ რო­გორც კი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია შედ­გე­ბა, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ვა­ჯილ­დო­ებთ იმა­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან უშუ­ა­ლოდ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი რეპ­რე­სი­ებ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე და პირ­და­პირ ვი­ტყვი, იმ მხე­ცო­ბა­ზე, რო­მელ­საც ჰქონ­და და აქვს ად­გი­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. ეს არის პრო­ვო­კა­ცია, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ამ პრო­ვო­კა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს და ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა სწო­რედ იმ გე­ნე­რა­ლუ­რი დივ­ნის, რო­მელ­თა­ნაც ახლა მქონ­და სა­უ­ბა­რი. მისი შე­უ­რა­ცხყო­ფაა, როცა ის შე­ვი­და, ვი­თომც რომ ჰგო­ნია, კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგ­ში, ამა­ში შე­იყ­ვა­ნეს და მერე, მე­ო­რე წუთ­ში აკე­თე­ბენ ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, მე მგო­ნი, რომ ჩვე­ნი გზაც ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, არა­ფერ­ში არ უნდა შეგ­ვე­შა­ლოს და არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს. მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა წინ არის, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან იქ, სა­დაც უნდა იყ­ვნენ, მხარს გვი­ჭე­რენ და ჩვენ ამას ვნა­ხავთ ამ დღე­ებ­ში, ამ კვი­რებ­ში კი­დევ უფრო ნათ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 11 მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე წა­რად­გე­ნენ.

ესე­ნი არი­ან შს მი­ნის­ტრი, ვიცე - პრე­მი­ე­რი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შალ­ვა ბე­დო­ი­ძე, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძე, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ბუ­თხუ­ზი, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, იო­სებ ჭე­ლი­ძე, შს სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, თე­მურ კუ­პა­ტა­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ვაჟა სი­რა­ძე, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე. ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ 11-ივე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩვე­ნი მხრი­დან ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნილ“

ავტორი:

"ეს პროვოკაციაა" - სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხზე

"ეს პროვოკაციაა" - სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ  შს სამინისტროს მაღალჩინოსნების  ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხზე

"დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების სამომავლოდ ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კობახიძის ეს განცხადება ასევე არის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეურაცხყოფა.

„პროვოკაციული არის ის, რაც მოვისმინეთ დღეს. ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ამის საპასუხოდ, დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშუალოდ პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა სწორედ იმ გენერალური დივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი. მისი შეურაცხყოფაა, როცა ის შევიდა, ვითომც რომ ჰგონია, კონსტრუქციულ დიალოგში, ამაში შეიყვანეს და მერე, მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებას. ყველაფერი ნათელია, მე მგონი, რომ ჩვენი გზაც ძალიან ნათელია, არაფერში არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს. მშვიდობიანი გზა წინ არის, ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ჩვენ ამას ვნახავთ ამ დღეებში, ამ კვირებში კიდევ უფრო ნათლად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილ“