Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში
"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­ხი­ლავთ, კი­დევ რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ რე­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ მთავ­რო­ბა­ზე, არ გა­მო­ი­ყე­ნოს ძა­ლა­დო­ბა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ზე­წო­ლა ოპო­ზი­ცი­ა­ზე და გა­ვაგ­ზავ­ნოთ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლი ევ­რო­კავ­ში­რის­გან", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ბრი­უ­სელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, ორ­შა­ბათს, სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სან­ქცი­ე­ბის ნა­წილ­ზე შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს.

"ორ­შა­ბათს გან­ვი­ხი­ლეთ და ვერ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბა სან­ქცი­ე­ბის ნა­წილ­ზე, მაგ­რამ ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ოთ ამა­ზე შემ­დგომ­ში", - აღ­ნიშ­ნა კაია კა­ლას­მა.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ასე­ვე ლუქ­სემ­ბურ­გის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ლუკ ფრი­დენ­მა:

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით საკ­მა­ოდ შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვართ. ეს არ არის ის დე­მოკ­რა­ტია და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ახ­ლოს და ევ­რო­პულ მი­წა­ზე გვსურს. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრო­ევ­რო­პუ­ლი გზა სურს, რომ პირ­ველ რიგ­ში, ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვჯე­რა, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ყველ­გან და­ცუ­ლი უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვი­თა­რე­ბას თვალს ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ და მო­ვუ­წო­დებთ ქარ­თველ ლი­დე­რებს, რომ ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს პა­ტი­ვი სცენ“, - გა­ნა­ცხა­და ლუკ ფრი­დენ­მა.

ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტის, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დას თქმით, მის­თვის იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ისი­ნი შორ­დე­ბი­ან ევ­რო­პულ გზას, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის 80 პრო­ცენ­ტი ევ­რო­პულ ოც­ნე­ბას უჭერს მხარს.

"ბევ­რჯერ მით­ქვამს და ნამ­დვი­ლად გუ­ლის სიღ­რმი­დან ვსა­უბ­რობ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი: ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ვხე­დავ ნამ­დვი­ლად იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია. დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, ალ­ბათ, ნამ­დვი­ლად ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან რომ იყო ყალ­ბი არ­ჩევ­ნე­ბი და არ აღი­ა­რე­ბენ მის შე­დე­გებს, იქ­ნე­ბა მე­ო­რე მხა­რე, რო­მე­ლიც სა­პი­რის­პი­როს იტყვის, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად იმე­დის გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია ის, რომ მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ისი­ნი შორ­დე­ბი­ან ევ­რო­პულ გზას, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის 80 პრო­ცენ­ტი ევ­რო­პულ ოც­ნე­ბას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბას ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა არ უნდა წა­არ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა გი­ტა­ნას ნა­უ­სე­დამ.

ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კრის­ტენ მი­ხალ­მა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს სა­მი­ტის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და:

"კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­საც დღეს გან­ვი­ხი­ლავთ, ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოა. დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. ეს­ტო­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის სია აქვს და ჩვენ ვე­ლით, რომ ამ სა­კი­თხზე ევ­რო­პა­საც მტკი­ცე პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კრის­ტენ მი­ხალ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში

"ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი... განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე"  - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში

"საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში", - აღნიშნა კაია კალასმა.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა:

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს. ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, - განაცხადა ლუკ ფრიდენმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, მისთვის იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს.

"ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედავ ნამდვილად იმედის გამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები, ალბათ, ნამდვილად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან რომ იყო ყალბი არჩევნები და არ აღიარებენ მის შედეგებს, იქნება მეორე მხარე, რომელიც საპირისპიროს იტყვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რომ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა:

"კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, - განაცხადა კრისტენ მიხალმა.

წაიკითხეთ ასევე: