კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 19 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს. ამის შესახებ პესკოვმა Россия-24-ის ეთერში განაცხადა.
"ჩვენი საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რჩევა მივცეთ, ასე არ მოვიქცევით, თუმცა ხვალ ჟურნალისტების ინტერესის შესაბამისად, პრეიზდენტი პუტინი ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.