საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის 16 წლისაა? არა, სინამდვილეში 12 წლის ყოფილა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშინელი ხდება" - რატომ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში ბიონსეს და ჯეი ზის ქალიშვილი
"ის 16 წლისაა? არა, სინამდვილეში 12 წლის ყოფილა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშინელი ხდება" - რატომ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში ბიონსეს და ჯეი ზის ქალიშვილი

"მუ­ფა­სა: მეფე ლო­მის" პრე­მი­ე­რი­სას წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ჯეი-ზისა და ბი­ონ­სეს 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გო­გო­ნა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს. მი­ზე­ზი "მისი შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა" გახ­და.

ბლუ აი­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი, ოქ­როს­ფე­რი კაბა ეცვა, გრძე­ლი შლე­ი­ფით. გლა­მუ­რუ­ლი იე­რის­თვის, გო­გო­ნამ ოქ­როს­ფე­რი თვა­ლის ჩრდი­ლი, ვარ­დის­ფე­რი რუჟი და წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი აირ­ჩია. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ის სუ­პერ­ვარ­სკვლავ დე­დას­თან და მა­მას­თან, ჯეი-ზის­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა, სწო­რედ იმ დღეს, როცა რე­პერს შო­კის­მომ­გვრელ სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩელ­ში 13 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ე­დო ბრა­ლი.

43 წლის კრის­ტი­ნა მი­ლი­ან­მა, რო­მე­ლიც ადრე "დის­ნე­ის" გა­და­ცე­მის Movie Surfers-ის წამ­ყვა­ნი იყო, ბლუ აი­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

  • "ის სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ, რო­მელ­საც რა­ი­მე აქვს სათ­ქმე­ლი სხვის შვილ­ზე, ნე­ბის­მი­ერ არას­რულ­წლო­ვან­ზე, უბ­რა­ლოდ თა­ვის თავს უნდა მი­ხე­დოს... ის ნი­ჭი­ე­რია, მსოფ­ლიო აქვს შე­მოვ­ლი­ლი დე­და­მის­თან ერ­თად, მას­ზე ვე­რა­ფერს იტყვი­ან. მის ბრწყინ­ვა­ლე­ბას ვერ ჩა­აქ­რო­ბენ".

რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კოს­მა ბლუ აი­ვის "შე­უ­ფე­რე­ბელ" ტან­საც­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა.

"ონ­ლა­ინ ბევ­რი სა­უ­ბა­რი იყო, რომ ბლუ აი­ვის კაბა შე­უ­ფე­რე­ბე­ლია... არა­ფე­რი მეს­მო­და, სა­ნამ არ გა­ვი­გებ­დი, რომ ის 12 წლი­საა! რა­ტომ უნდა ჩა­ვაც­ვათ 12 წლის გო­გო­ნას ასე­თი დე­კოლ­ტე?!", - წერ­და ერთ-ერთი.

"ბლუ აივი ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ­დი: "ოჰ, ის უკვე 16 წლი­საა? არა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ 12 წლის ყო­ფი­ლა. ჩა­აც­ვით ისე, რო­გორც 12 წლის გო­გოს!", - წერ­და სხვა.

"ბლუ აივი ლა­მა­ზი პა­ტა­რა გო­გო­ნაა - მაგ­რამ ის პა­ტა­რა გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით დი­დი­ვით გა­მო­ა­წყვეს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი 12 წლის ბავ­შვი. ეს მე­ტის­მე­ტად მო­წი­ფუ­ლი კა­ბაა. ის, რომ მას გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი აქვს მკერ­დი, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია. როცა გა­ი­გებ, რომ ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა მხო­ლოდ 12 წლი­საა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლი ხდე­ბა."

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა აზ­რე­ბი გა­ი­ყო, სხვე­ბი კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებს არ და­ე­თან­ხმნენ, კაბა მო­ი­წონ­დეს.

თა­ვი­სი შვი­ლის მიღ­წე­ვე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ბი­ონ­სემ ინ­სტაგ­რამ­ზე და­წე­რა: "ჩემი სა­ო­ცა­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა. ეს შენი ღა­მეა. ბევ­რი იშ­რო­მე და კი­ა­რას ხმის გახ­მო­ვა­ნე­ბა სა­ოც­რად გა­მო­გი­ვი­და. შენი ოჯა­ხი ამა­ზე მე­ტად ვერც კი ია­მა­ყებ­და. იბრწყი­ნე."

ბლუ აივი “დის­ნე­ის” ფილმში, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 20 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა, კი­ა­რას პერ­სო­ნაჟს ახ­მო­ვა­ნებს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ის 16 წლისაა? არა, სინამდვილეში 12 წლის ყოფილა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშინელი ხდება" - რატომ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში ბიონსეს და ჯეი ზის ქალიშვილი

"ის 16 წლისაა? არა, სინამდვილეში 12 წლის ყოფილა... ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშინელი ხდება" - რატომ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში ბიონსეს და ჯეი ზის ქალიშვილი

"მუფასა: მეფე ლომის" პრემიერისას წითელ ხალიჩაზე ჯეი-ზისა და ბიონსეს 12 წლის ქალიშვილის გამოჩენის შემდეგ გოგონა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. მიზეზი "მისი შეუფერებელი ჩაცმულობა" გახდა.

ბლუ აივის ღონისძიებაზე დეკოლტირებული, ოქროსფერი კაბა ეცვა, გრძელი შლეიფით. გლამურული იერისთვის, გოგონამ ოქროსფერი თვალის ჩრდილი, ვარდისფერი რუჟი და წითელი ტუჩსაცხი აირჩია. წითელ ხალიჩაზე ის სუპერვარსკვლავ დედასთან და მამასთან, ჯეი-ზისთან ერთად გამოჩნდა, სწორედ იმ დღეს, როცა რეპერს შოკისმომგვრელ სამოქალაქო სარჩელში 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში დაედო ბრალი.

43 წლის კრისტინა მილიანმა, რომელიც ადრე "დისნეის" გადაცემის Movie Surfers-ის წამყვანი იყო, ბლუ აივის შესახებ ისაუბრა:

  • "ის საოცრად გამოიყურება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც რაიმე აქვს სათქმელი სხვის შვილზე, ნებისმიერ არასრულწლოვანზე, უბრალოდ თავის თავს უნდა მიხედოს... ის ნიჭიერია, მსოფლიო აქვს შემოვლილი დედამისთან ერთად, მასზე ვერაფერს იტყვიან. მის ბრწყინვალებას ვერ ჩააქრობენ".

რამდენიმე კრიტიკოსმა ბლუ აივის "შეუფერებელ" ტანსაცმელთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

"ონლაინ ბევრი საუბარი იყო, რომ ბლუ აივის კაბა შეუფერებელია... არაფერი მესმოდა, სანამ არ გავიგებდი, რომ ის 12 წლისაა! რატომ უნდა ჩავაცვათ 12 წლის გოგონას ასეთი დეკოლტე?!", - წერდა ერთ-ერთი.

"ბლუ აივი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ გულწრფელად ვფიქრობდი: "ოჰ, ის უკვე 16 წლისაა? არა, სინამდვილეში მხოლოდ 12 წლის ყოფილა. ჩააცვით ისე, როგორც 12 წლის გოგოს!", - წერდა სხვა.

"ბლუ აივი ლამაზი პატარა გოგონაა - მაგრამ ის პატარა გოგონაა, რომელიც გაცილებით დიდივით გამოაწყვეს, ვიდრე ნებისმიერი 12 წლის ბავშვი. ეს მეტისმეტად მოწიფული კაბაა. ის, რომ მას გამოაშკარავებული აქვს მკერდი, შემაძრწუნებელია. როცა გაიგებ, რომ ეს პატარა გოგონა მხოლოდ 12 წლისაა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშინელი ხდება."

ინტერნეტმომხმარებელთა აზრები გაიყო, სხვები კრიტიკულ მოსაზრებებს არ დაეთანხმნენ, კაბა მოიწონდეს.

თავისი შვილის მიღწევებით აღფრთოვანებულმა ბიონსემ ინსტაგრამზე დაწერა: "ჩემი საოცარი პატარა გოგონა. ეს შენი ღამეა. ბევრი იშრომე და კიარას ხმის გახმოვანება საოცრად გამოგივიდა. შენი ოჯახი ამაზე მეტად ვერც კი იამაყებდა. იბრწყინე."

ბლუ აივი “დისნეის” ფილმში, რომელიც კინოთეატრებში 20 დეკემბერს გამოვა, კიარას პერსონაჟს ახმოვანებს.

წყარო