პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა ბაშარ ალ-ასადი? - ვერსიები და ვარაუდები: რას წერს საერთაშორისო მედია
სად გაქრა ბაშარ ალ-ასადი? - ვერსიები და ვარაუდები: რას წერს საერთაშორისო მედია

სი­რი­ის უკვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ბა­შარ ალ-ასა­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკა­ნას­კნე­ლად ერთი კვი­რის წინ, და­მას­კო­ში ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რი­სას იხი­ლა. ამა­ვე დღეს მან პი­რო­ბა დადო, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხებ­და იმ აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, რომ­ლებ­მაც "ტე­რი­ტო­რია და­ი­კა­ვეს".

  • კვი­რა დი­ლით, ის­ლა­მის­ტურ­მა მებ­რძოლ­თა დაჯ­გუ­ფე­ბამ Hayat Tahrir al-Sham (HTS) და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ტი­რა­ნი ბა­შარ ალ-ასა­დი გა­იქ­ცა".

სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის (SOHR), ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ თვითმფრი­ნავ­მა, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ ასა­დი გა­დაჰ­ყავ­და, სი­რია და­მას­კოს სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გავ­ლით მა­ნამ და­ტო­ვა, სა­ნამ ქვე­ყა­ნას არ­მი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც რამი აბ­დულ რაჰ­მა­ნი იტყო­ბი­ნე­ბა, ასა­დის თვითმფრი­ნა­ვი შა­ბათს 22:00-ზე უნდა აფ­რე­ნი­ლი­ყო.

ბა­შარ ალ-ასა­დის გაფ­რე­ნა Flightradar24-ის ვებ­სა­იტს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი თვითმფრი­ნა­ვი კვი­რას, და­ახ­ლო­ე­ბით 00:56 სა­ათ­ზე აფ­რინ­და და გა­ე­მარ­თა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში, შარ­ჯას­კენ. თვითმფრი­ნა­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე დრო­უ­ლად და­ეშ­ვა, თუმ­ცა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტის დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა მრჩე­ველ­მა ბაჰ­რე­ინ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ იცო­და, იყო თუ არა იქ ასა­დი.

ამავდრო­უ­ლად, Reuters-ი სი­რი­ის არ­მი­ის ორ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ცი­ტი­რებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ასა­დი და­მას­კოს აე­რო­პორ­ტში სი­რი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნავ­ში კვი­რას დი­ლით ჩაჯ­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 03:59 სა­ათ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა.

Flightradar24-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, თვითმფრი­ნა­ვი თავ­და­პირ­ვე­ლად გაფ­რინ­და დე­და­ქა­ლა­ქი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, შემ­დეგ კი ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის­კენ იც­ვა­ლა კურ­სი და ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­როს­კენ გა­ე­მარ­თა, ასა­დის ალა­ვი­ტე­ბის სექ­ტი­სა და რუ­სუ­ლი სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ბა­ზე­ბის სამ­ყო­ფე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ვებ­სა­ი­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნავ­თან სიგ­ნა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 04:39 სა­ათ­ზე გა­წყდა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი­დან, ჰომ­სი­დან, 13 კმ-ის მო­შო­რე­ბით, 500 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. Flightradar24-ისა­ვე პოს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ თვითმფრი­ნა­ვი ისეთ ზო­ნა­ში მიფ­რი­ნავ­და, სა­დაც GPS შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ამი­ტომ მათ ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მი, შე­საძ­ლოა, არას­წო­რიც ყო­ფი­ლი­ყო.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სად გაქრა ბაშარ ალ-ასადი? - ვერსიები და ვარაუდები: რას წერს საერთაშორისო მედია

სად გაქრა ბაშარ ალ-ასადი? - ვერსიები და ვარაუდები: რას წერს საერთაშორისო მედია

სირიის უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი საზოგადოებამ უკანასკნელად ერთი კვირის წინ, დამასკოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას იხილა. ამავე დღეს მან პირობა დადო, რომ წარმოუდგენლად სწრაფად მოახერხებდა იმ აჯანყებულების განადგურებას, რომლებმაც "ტერიტორია დაიკავეს".

  • კვირა დილით, ისლამისტურმა მებრძოლთა დაჯგუფებამ Hayat Tahrir al-Sham (HTS) და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ "ტირანი ბაშარ ალ-ასადი გაიქცა".

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის (SOHR), ბრიტანეთში დაფუძნებული სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი კი იტყობინება, რომ თვითმფრინავმა, რომელსაც სავარაუდოდ ასადი გადაჰყავდა, სირია დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით მანამ დატოვა, სანამ ქვეყანას არმიის უსაფრთხოების ძალები დატოვებდნენ.

როგორც რამი აბდულ რაჰმანი იტყობინება, ასადის თვითმფრინავი შაბათს 22:00-ზე უნდა აფრენილიყო.

ბაშარ ალ-ასადის გაფრენა Flightradar24-ის ვებსაიტს არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც ირკვევა, მისი თვითმფრინავი კვირას, დაახლოებით 00:56 საათზე აფრინდა და გაემართა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, შარჯასკენ. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე დროულად დაეშვა, თუმცა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა ბაჰრეინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცოდა, იყო თუ არა იქ ასადი.

ამავდროულად, Reuters-ი სირიის არმიის ორ მაღალჩინოსანს ციტირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ასადი დამასკოს აეროპორტში სირიის ავიახაზების თვითმფრინავში კვირას დილით ჩაჯდა. მან აღნიშნა, რომ თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 03:59 საათზე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი თავდაპირველად გაფრინდა დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთისკენ იცვალა კურსი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ გაემართა, ასადის ალავიტების სექტისა და რუსული საზღვაო და საჰაერო ბაზების სამყოფელის მიმართულებით.

ვებსაიტის ინფორმაციით, თვითმფრინავთან სიგნალი დაახლოებით 04:39 საათზე გაწყდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის დანიშნულების ადგილიდან, ჰომსიდან, 13 კმ-ის მოშორებით, 500 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა. Flightradar24-ისავე პოსტში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ისეთ ზონაში მიფრინავდა, სადაც GPS შეფერხებულია, ამიტომ მათ ხელში არსებული ზოგიერთი მონაცემი, შესაძლოა, არასწორიც ყოფილიყო.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: