პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია "ტვ პირველის" ოპერატორისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ თავს დაესხნენ - ექიმის კომენტარი
როგორია "ტვ პირველის" ოპერატორისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ თავს დაესხნენ - ექიმის კომენტარი

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის ექი­მის, ნინო ხა­რა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის მაკა ჩიხ­ლა­ძის და ოპე­რა­ტო­რის გი­ორ­გი შე­წი­რუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

  • ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, სა­სურ­ვე­ლია მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ხვა­ლამ­დე კლი­ნი­კა­ში დარ­ჩნენ“.

"ამ დრო­ის­თვის, მა­კას და გი­ორ­გის [ჯან­მრთე­ლო­ბის] მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან.

მა­კას აღე­ნიშ­ნე­ბო­და თავ­ბრუს­ხვე­ვა, ასე­ვე მარ­ცხე­ნა თვა­ლის არე­ში კო­ნიქ­ტი­უ­რი სის­ხლჩაქ­ცე­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თვა­ლის კაკ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ნა­ხუ­ლია, მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლე არ არის დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, ამ მო­მენ­ტის­თვის, თავს გრძნობს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით, მას ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, აქვს მუხ­ლის და­ჟე­ჟი­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და კე­ფის არე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სის­ხლმდე­ნი ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­მუ­შავ­და და გა­ი­კე­რა. მას კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­სას აღე­ნიშ­ნე­ბო­და - თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა, თა­ვის­ტკი­ვი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თავ­სდა თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვით ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში, მას სხე­უ­ლის და თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ჩა­უ­ტარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­ი­რი­ცხა“, - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

გარ­და ამი­სა, ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლი­ნი­კა­ში ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი სამი პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, კი­დევ სამი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში რჩე­ბა. აქე­დან ერთ-ერთი არის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და სა­ხის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, [ჯან­მრთე­ლო­ბის] მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რას ვგეგ­მავთ, ხოლო ხვალ ერთი პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რას, რო­მე­ლიც პა­რას­კევს მო­ვა­თავ­სეთ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, "ტვ. პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს, გი­ორ­გი შე­წი­რულს და ჟურ­ნა­ლისტს, მაკა ჩიხ­ლა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ. ამ დრო­ის­თვის, ორი­ვე მათ­გა­ნი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორია "ტვ პირველის" ოპერატორისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ თავს დაესხნენ - ექიმის კომენტარი

როგორია "ტვ პირველის" ოპერატორისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ თავს დაესხნენ - ექიმის კომენტარი

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

  • ექიმის განმარტებით, სასურველია მედიის წარმომადგენლები "ხვალამდე კლინიკაში დარჩნენ“.

"ამ დროისთვის, მაკას და გიორგის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან.

მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული, ამ მომენტისთვის, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. ასევე, აქვს მუხლის დაჟეჟილობა.

რაც შეეხება გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას აღენიშნებოდა კეფის არეში დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. მას კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა - თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, მას სხეულის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. საბედნიეროდ ტრავმული დაზიანება გამოირიცხა“, - აღნიშნა ექიმმა.

გარდა ამისა, ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის აქციაზე დაშავებული სამი პაციენტი იმყოფება, რომელთა შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"რაც შეეხება სხვა დაზარალებულებს, კიდევ სამი დაზარალებული ჩვენს დეპარტამენტში რჩება. აქედან ერთ-ერთი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც რბილი ქსოვილების დაზიანება და სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, საბედნიეროდ, [ჯანმრთელობის] მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის განმავლობაში ორი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ, ხოლო ხვალ ერთი პაციენტის გაწერას, რომელიც პარასკევს მოვათავსეთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გუშინ, "ტვ. პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ამ დროისთვის, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.