სასტუმრო "ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური იყო, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ.
აღნიშნულ პირების ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პირები სუს-სი „ტიტუშკები“ იყვნენ.
წაიკითხეთ ასევე: