მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და სხვა პი­რებს, რომ ამ და­ძა­ბულ დღე­ებ­ში მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში აცხა­დე­ბენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის "სამ­წუ­ხა­რო და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ "უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შემ­დეგ სკო­ლე­ბის ჯე­რია, გა­მო­ხა­ტონ სო­ლი­და­რო­ბა აქ­ცი­ე­ბის მი­მართ“.

"ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე; ხში­რად მდგო­მა­რე­ო­ბა ისე იძა­ბე­ბა, რომ შეკ­რე­ბა სხვა­დას­ხვა საგ­ნის უმი­სა­მარ­თო სრო­ლა­სა და ხელ­ჩარ­თულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე.

ასეთ პი­რო­ბებ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა და, სა­ერ­თოდ, არას­რულ­წლო­ვან­თა ჩარ­თვის წა­ქე­ზე­ბის­კენ მო­წო­დე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბა, მით უმე­ტეს, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი, რო­მე­ლიც, წე­სით, თა­ვად უნდა ცდი­ლობ­დეს ხალ­ხში არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, რათა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის­გან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ფსი­ქი­კა­სა და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას რა­ი­მე ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს, არის უაღ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი.

ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას და შე­დი­ან სკო­ლებ­ში, არ­ღვე­ვენ სას­წავ­ლო პრო­ცესს და მოს­წავ­ლე­ებს მი­მარ­თა­ვენ მო­წო­დე­ბე­ბით, რაც იწ­ვევს სა­მარ­თლი­ან აღ­შფო­თე­ბას, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია და სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყდეს.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა აგ­რეთ­ვე ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ილია მარ­თლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლა შე­წყვე­ტი­ლია, რა­საც თა­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ცი­აც უარ­ყოფს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში: "სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად".

"მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში არას­რულ­წლო­ვან­თა ჩარ­თვა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის ან არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლად მი­მაჩ­ნია. ვგმობთ იმ ძა­ლა­დო­ბას, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ებ­ში ხდე­ბა.გთხოვთ მოს­წავ­ლე­ებს, თა­ნამ­შრომ­ლებს და მშობ­ლებს, პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას სკო­ლა­ში ნუ გად­მო­ი­ტანთ", - აღ­ნიშ­ნავს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ილია მარ­თლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა თე­დი­აშ­ვი­ლი.

ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არი­ან. სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რი პი­რე­ბი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყო­ველ ღამე მო­რი­გე­ო­ბენ და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არას­დროს და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ.

და­სას­რულ, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და სხვა პი­რებს, რომ ამ და­ძა­ბულ დღე­ებ­ში მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ "უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.

"ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.

ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.

ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: "სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად".

"მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.

ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერი პირები ქაშვეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.