Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა" - რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან?
"დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა" - რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაზა დად­გა დღეს თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. ეს არის გა­მოც­და, ეს არის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრძო­ლა, - ეს გან­ცხა­დე­ბა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან შეკ­რე­ბი­ლი სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ხე­ლით წა­ი­კი­თხა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ამაღ­ლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს იწყე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი ბრძო­ლა რუ­სულ რე­ჟიმ­თან.

"28 ნო­ემ­ბრის, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ უარი ით­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ კურ­სზე.

ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს უხე­შად ლა­ხავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ღა­ლატს, რო­მელ­მაც გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და უკი­დუ­რეს საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას. ამის დას­ტუ­რად ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უმალ­ვე მო­ი­წო­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას არ უნდა შე­ვუ­რიგ­დეთ. ჩვენ უნდა გავ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით. დღეს იწყე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი ბრძო­ლა რუ­სულ რე­ჟიმ­თან და ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ.

მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­პის კავ­შირს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც არ აქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ლე­გი­ტი­მა­ცია. ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გახ­სნას ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და მის­მა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

ჩვენ ამის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაზა დად­გა დღეს თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. ეს არის გა­მოც­და. ჩვენ ეს გა­მოც­და უნდა ჩა­ვა­ბა­როთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუ დავ­კარ­გავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და მი­ვენ­დო­ბით პუ­ტინ­სა და მის დამ­ქა­შებს, აქ გა­ჭირ­დე­ბა ყოფ­ნა. ეს არის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრძო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა" - რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან?

"დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა" - რა ხდება "ქართული ოცნების" ოფისთან?

მნიშვნელოვანი ფაზა დადგა დღეს თითოეული თავისუფალი მოქალაქისთვის. ეს არის გამოცდა, ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა, - ეს განცხადება რატი ამაღლობელმა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების სახელით წაიკითხა.

განცხადებაში ამაღლობელმა აღნიშნა, რომ დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან.

"28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე.

ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.

საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ.

მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ.

ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და მნიშვნელოვანი ფაზა დადგა დღეს თითოეული თავისუფალი მოქალაქისთვის. ეს არის გამოცდა. ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩავაბაროთ და გადავარჩინოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საქართველოში ადამიანური ღირებულებები, ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა. თუ დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მივენდობით პუტინსა და მის დამქაშებს, აქ გაჭირდება ყოფნა. ეს არის დაუმორჩილებლობის ბრძოლა“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

წაიკითხეთ ასევე: