Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"იცით, რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და..." - რატომ აკრიტიკებს ქეთა თოფურია რუს კოლეგებსა და გამომწერებს
"იცით, რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და..." - რატომ აკრიტიკებს ქეთა თოფურია რუს კოლეგებსა და გამომწერებს

ქეთი თო­ფუ­რი­ამ დუ­მი­ლი და­არ­ღვია და რუს კო­ლე­გებს მი­მარ­თა. A-Studio-ს სო­ლის­ტი, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც მე­სა­მე შვი­ლი რუს ბიზ­ნეს­მენ ლევ ძენ­გოვ­თან გა­ა­ჩი­ნა, შო­უ­ბიზ­ნე­სის კო­ლე­გებს აკ­რი­ტი­კებს.

თო­ფუ­რი­ამ Instagram-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ღი­ზი­ან­და, რომ მის კო­ლე­გებს პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბა არ უც­დი­ათ.

"იცით, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მა­ო­ცებს?! სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვა­მოწ­მე - შე­ვე­დი, რომ და­მე­ნა­ხა, გან­სა­კუთ­რე­ბით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს, აუვ­ლიდ­ნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და შემ­თხვე­ვით, ხომ არ ეც­დე­ბოდ­ნენ მის გა­ზი­ა­რე­ბას. აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ იყო მზად ბავ­შვის და­სახ­მა­რებ­ლად პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. იცით, რა­ტომ? - როცა მსგავს პოსტს ვა­ზი­ა­რებ, მი­ნი­მუმ ორი ათა­სი გა­მომ­წე­რი მე­კარ­გე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, სხვის ტკი­ვილს ვერ უმკლავ­დე­ბი­ან. თით­ქოს ამ ტკი­ვი­ლის­გან გაქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ. ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ჩვენ ერთი მთლი­ა­ნო­ბა ვართ და ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა გვმარ­თებს,“ - აღ­ნიშ­ნა 38 წლის ვარ­სკვლავ­მა.

თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს, მა­კი­ა­ჟის, დას­ვე­ნე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს თავ­გა­და­სა­ვალს, ვერ იგებს, "რა აზრი აქვს და­უს­რუ­ლე­ბელ სელ­ფებ­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რულს", რო­დე­საც სა­დღაც ბავ­შვი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მომ­ღე­რა­ლი ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, არ გა­ჩუმ­დნენ, გა­ერ­თი­ან­დნენ და მათი დახ­მა­რე­ბა და­ი­წყონ.

"გეს­მით, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვით სი­ა­მა­ყე და აღ­ტა­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თქვენ გაქვთ რე­სურ­სი, რომ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თოთ და ისი­ნი სხვებს და­ეხ­მა­რონ. ეს ხომ კარ­გია. აბა, რის­თვის არის ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო?! მა­ში­ნაც კი თუ ამის გამო გა­მომ­წე­რე­ბი და­გაკ­ლდე­ბათ!” - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
6

ეს გოგო საქართველოსთვის დაკარგულია.

ბაკო
2

საქართველოს 20 % რომ აქვს რუსეთს ოკუპირებული, ეგ დაწერე ქეთუშ,გააზიარებენ ეგრევე ვოვაჩკასთან და ბორინკასთან

ავტორი:

"იცით, რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და..." - რატომ აკრიტიკებს ქეთა თოფურია რუს კოლეგებსა და გამომწერებს

"იცით, რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და..." - რატომ აკრიტიკებს ქეთა თოფურია რუს კოლეგებსა და გამომწერებს

ქეთი თოფურიამ დუმილი დაარღვია და რუს კოლეგებს მიმართა. A-Studio-ს სოლისტი, ქართველი მომღერალი, რომელმაც მესამე შვილი რუს ბიზნესმენ ლევ ძენგოვთან გააჩინა, შოუბიზნესის კოლეგებს აკრიტიკებს.

თოფურიამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა და გაღიზიანდა, რომ მის კოლეგებს პოსტის გაზიარება არ უცდიათ.

"იცით, ყველაზე მეტად რა მაოცებს?! სპეციალურად შევამოწმე - შევედი, რომ დამენახა, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც მილიონობით გამომწერი ჰყავს, აუვლიდნენ თუ არა ჩემს პოსტს გვერდს და შემთხვევით, ხომ არ ეცდებოდნენ მის გაზიარებას. აღმოჩნდა, რომ არცერთი მათგანი არ იყო მზად ბავშვის დასახმარებლად პოსტის გაზიარებისთვის. იცით, რატომ? - როცა მსგავს პოსტს ვაზიარებ, მინიმუმ ორი ათასი გამომწერი მეკარგება. ადამიანები მიდიან, რადგან, სამწუხაროდ, სხვის ტკივილს ვერ უმკლავდებიან. თითქოს ამ ტკივილისგან გაქცევას ცდილობენ. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ერთმანეთის დახმარება გვმართებს,“ - აღნიშნა 38 წლის ვარსკვლავმა.

თოფურია, რომელიც ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მაკიაჟის, დასვენებისა და მოგზაურობის დროს თავგადასავალს, ვერ იგებს, "რა აზრი აქვს დაუსრულებელ სელფებსა და საკუთარი თავის სიყვარულს", როდესაც სადღაც ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. მომღერალი ყველას მოუწოდებს, არ გაჩუმდნენ, გაერთიანდნენ და მათი დახმარება დაიწყონ.

"გესმით, რომ მხოლოდ საკუთარი თავით სიამაყე და აღტაცება შეუძლებელია. თქვენ გაქვთ რესურსი, რომ ადამიანებს მიმართოთ და ისინი სხვებს დაეხმარონ. ეს ხომ კარგია. აბა, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო?! მაშინაც კი თუ ამის გამო გამომწერები დაგაკლდებათ!” - ამბობს მომღერალი.

წაიკითხეთ ასევე: