საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა.... სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე შევხედე, მისი ღიმილიანი სახე არ დამავიწყდება" - რას ჰყვებიან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე
"დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა.... სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე შევხედე, მისი ღიმილიანი სახე არ დამავიწყდება" - რას ჰყვებიან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ომს უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი შე­ე­წი­რა, 24 წლის ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი 19 ნო­ემ­ბერს, ხერ­სო­ნის ოლ­ქში, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ი­ღუ­პა.

  • რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­თა­უ­რი, ალექ­სან­დრე რო­გა­ვა ამ­ბობს, ლე­ვანს ე.წ. ხელ­ნა­კე­თი დრო­ნი და­ე­ჯა­ხა. ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი ოდე­სის 126-ე ბრი­გა­დის, 220-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­სა­მე ასე­უ­ლის წევ­რი იყო.

ეს ჯგუ­ფი ძი­რი­თა­დად მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც მისი მე­თა­უ­რი ამ­ბობს, ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში 2022 წლის 29 მარტს ჩა­ვი­და. უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი იყო, თუმ­ცა, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი ჰქონ­და. ერ­თწ­ლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ცოტა ხნით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა, 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

ალექ­სან­დრე რო­გა­ვა:

- ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ მოხ­და. ერ­თად ვას­რუ­ლებ­დით დაზ­ვერ­ვა-ყუ­რე­ბა-პო­ზი­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­მუ­შა­ოს. ერთი სა­ა­თი ვი­მუ­შა­ვეთ და მა­ლე­ვე დრო­ნის ხმა გა­ვი­გეთ... სულ ოთხნი ვი­ყა­ვით, რა­ღაც მო­მენ­ტში ლე­ვანს შევ­ხე­დე, მისი თვა­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე. ეს გა­მო­ხედ­ვა კი­დევ მისი ღი­მი­ლი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ჩემი უმ­ცრო­სი ძმა იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. დრო­ნი პირ­და­პირ ლე­ვანს და­ე­ცა. კი­დევ ერთ მებ­რძოლს ნამ­სხვრე­ვი მოხ­ვდა და და­იჭ­რა, ერ­თმა კონ­ტუ­ზია მი­ი­ღო. ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია ჩვენ­თვის კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი იყო.

მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და გავ­ლი­ლი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ზა­დე­ბა მი­ი­ღო. სა­ოც­რად მოქ­ნი­ლი იყო, სა­ვარ­ჯი­შო პო­ლი­გონ­ზე ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას ხუ­თი­ან­ზე ას­რუ­ლებ­და. ბრძო­ლის ველ­ზეც არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი. იმ­დენ­ჯერ ჩა­მო­აგ­დო დრო­ნი, ბო­ლოს ვე­ხუმ­რე­ბო­დი, ცოტა ხან­ში ჩი­ტებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ზე გა­დახ­ვალთქო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო, სულ პო­ლი­გონ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ იწევ­და. ჰქონ­და თუ არა და­ვა­ლე­ბა, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით, ხა­ლი­სით აკე­თებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს წი­ნას­წარ გრძნობს და ამ დროს სევ­დი­ა­ნი­აო. ლე­ვა­ნი სევ­დი­ა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე მის თვა­ლებ­ში სი­ნათ­ლის სხი­ვი იდგა.

ალექ­სან­დრე რო­გა­ვა და ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი

- ლე­ვა­ნი რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ცა­ნით?

- ლე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­ვი­ცა­ნი. იქ ჩა­მო­ვარ­თვით ერ­თმა­ნეთს ხელი და მას შემ­დეგ ერ­თად მოვ­დი­ვართ. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე 30 წლის მე­გო­ნა, მაგ­რამ მა­ინც ვკი­თხე ასა­კი, - უხერ­ხუ­ლად გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემს ასაკ­სო? მერე კი­დევ ვკი­თხე რამ­დენ­ჯერ­მე, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი თა­ვით არ მე­უბ­ნე­ბო­და. ერთ დღეს სა­ლონ­ში წა­ვე­დით. და­ლაქს ვუ­თხა­რი, რომ წვე­რი მოკ­ლედ შე­ჭე­რით­ქო. და­ლაქს ზედ­მე­ტად მოკ­ლედ მო­უ­ვი­და შეჭ­რა. შევ­ხე­დე ლე­ვანს და ვუ­თხა­რი, შენ 18 წლის ხარ, მეტი არ იქ­ნე­ბით­ქო. მხო­ლოდ მა­შინ მი­თხრა, რომ 21 წლის იყო.

ლე­ვა­ნი ცნო­ბი­ლი "ინფლუ­ენ­სე­რის" თა­მაზ ლო­ხიშ­ვი­ლის ძმა იყო

- მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, სა­ცო­ლე თუ ჰყავ­და?

- მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, უკ­რა­ი­ნა­ში კარ­გი გოგო უნდა გა­გაც­ნოთ­ქო. არაო, თავს იგი­ჟებ­და, მე ცო­ლად მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი გოგო უნდა მო­ვიყ­ვა­ნო, ჩემი შვი­ლე­ბი ქარ­თველ­მა დე­დამ უნდა გა­ზარ­დო­სო. პატ­რი­ო­ტი იყო. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს იხ­სე­ნებ­და ხში­რად. ამ­ბობ­და, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა დაგ­ვჩაგ­რეს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა დიდი და შან­სი მაქვს, რომ მტრის და­მარ­ცხე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოო. მისი ოც­ნე­ბა იყო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ ბი­ჭებს ერთი და­ნა­ყო­ფი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და აფხა­ზე­თი გა­მოგ­ვეხ­სნა რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან. არც თა­ვად ის­ვე­ნებ­და და არც ჩვენ გვას­ვე­ნებ­და, სულ გეგ­მებს აწყობ­და, თა­ვა­დაც ხომ სულ ვარ­ჯი­შობ­და და ჩვენც იმას გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გად უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით რუ­სე­ბის მიერ წარ­თმე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ერ­თად უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით აფხა­ზეთ­ში, ახლა კი მისი ცხედ­რის ჩა­მოს­ვე­ნე­ბა მი­წევს თბი­ლის­ში. ორ­შა­ბათს ექ­ვსის ნა­ხე­ვარ­ზე თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბით. ბრძო­ლის ვე­ლი­და­ნაც ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩემი უმ­ცრო­სი ძმა.

- იმ პო­ზი­ცი­ა­ზე რა ხდე­ბა ახლა, სა­დაც ლე­ვა­ნი და­ი­ღუ­პა?

- ის პო­ზი­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, გა­მაგ­რე­ბუ­ლია და სა­ჯა­რო პი­რო­ბას ვდებ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. მე წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ, ჩემი მი­ზა­ნი ისე­დაც იყო ჩემი სახ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, ახლა კი ლე­ვა­ნის და იმ ბი­ჭე­ბის სა­ხე­ლი­თაც უნდა ვიბ­რძო­ლო, რომ­ლე­ბიც გმი­რუ­ლად და­ეც­ნენ, ოკუ­პან­ტი რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

- თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ფრონ­ტის ხაზ­ზე სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

- კი , სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, არა არ­სე­ბობს დღე რომ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ დაგ­ვეჭ­რას, მაგ­რამ ეს არ გვა­ში­ნებს, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვართ, შე­მარ­თე­ბით ვართ და ასე ვიქ­ნე­ბით, სა­ნამ გა­მარ­ჯვე­ბას არ მო­ვი­პო­ვებთ, ან ბრძო­ლის ველ­ზე არ და­ვე­ცე­მით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვას
27

აქ კომენტარებს ვუყურებ და რამდენი პუტინისტი ამართლებს რუს პუტინის მძორებს და ამ მეომრის მოკვლას, იცით ვინმემ რომ ამ მეომრის სახლი ზედ ე.წ საზღვარსე არის ოკუპირებულ ახალგორთან და მერე იძახით რა უნდოდა რას ებრძოდა რუს ოკუპანტებსო, პუტინზე უფრო დიდი მტრები პუტინისტი ჩმორები არიან ვინც 1 %-ით მაინც ამართლებთ პუტინს და მისი ხროვის ბოროტებას

ქართველი
4

საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა.... სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე შევხედე, მისი ღიმილიანი სახე არ დამავიწყდება" - რას ჰყვებიან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

"დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა.... სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე შევხედე, მისი ღიმილიანი სახე არ დამავიწყდება" - რას ჰყვებიან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

რუსეთის საოკუპაციო ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი შეეწირა, 24 წლის ლევან ლოხიშვილი 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.

  • როგორც მისი თანამებრძოლი და მეთაური, ალექსანდრე როგავა ამბობს, ლევანს ე.წ. ხელნაკეთი დრონი დაეჯახა. ლევან ლოხიშვილი ოდესის 126-ე ბრიგადის, 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის წევრი იყო.

ეს ჯგუფი ძირითადად მოხალისეებისგან შედგება. როგორც მისი მეთაური ამბობს, ლევან ლოხიშვილი უკრაინაში 2022 წლის 29 მარტს ჩავიდა. უკრაინაში წასვლამდე პროფესიონალი მზარეული იყო, თუმცა, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი ჰქონდა. ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, 2024 წლის გაზაფხულზე კვლავ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა.

ალექსანდრე როგავა:

- ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ერთად ვასრულებდით დაზვერვა-ყურება-პოზიციების მომზადების სამუშაოს. ერთი საათი ვიმუშავეთ და მალევე დრონის ხმა გავიგეთ... სულ ოთხნი ვიყავით, რაღაც მომენტში ლევანს შევხედე, მისი თვალები დავინახე, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე. ეს გამოხედვა კიდევ მისი ღიმილი არასდროს დამავიწყდება. ჩემი უმცროსი ძმა იქნება სიცოცხლის ბოლომდე. დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა. კიდევ ერთ მებრძოლს ნამსხვრევი მოხვდა და დაიჭრა, ერთმა კონტუზია მიიღო. ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის კარგად მომზადებული მებრძოლი იყო.

მართალია საქართველოში მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახური ჰქონდა გავლილი, მაგრამ უკრაინაში ძალიან კარგი მომზადება მიიღო. საოცრად მოქნილი იყო, სავარჯიშო პოლიგონზე ყველა დავალებას ხუთიანზე ასრულებდა. ბრძოლის ველზეც არაერთხელ გამოიჩინა თავი. იმდენჯერ ჩამოაგდო დრონი, ბოლოს ვეხუმრებოდი, ცოტა ხანში ჩიტებზე ნადირობაზე გადახვალთქო. პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი იყო, სულ პოლიგონზე სავარჯიშოდ იწევდა. ჰქონდა თუ არა დავალება, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე. ამის პარალელურად, საოცარი იუმორი ჰქონდა. ყველაფერს იუმორით, ხალისით აკეთებდა. ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილს წინასწარ გრძნობს და ამ დროს სევდიანიაო. ლევანი სევდიანი არასდროს ყოფილა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის თვალებში სინათლის სხივი იდგა.

ალექსანდრე როგავა და ლევან ლოხიშვილი

- ლევანი როგორ, რა ვითარებაში გაიცანით?

- ლევანი უკრაინისკენ მიმავალ გზაზე, ომის დაწყების პირველივე დღეებში გავიცანი. იქ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. პირველად რომ ვნახე 30 წლის მეგონა, მაგრამ მაინც ვკითხე ასაკი, - უხერხულად გაიცინა და მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ასაკსო? მერე კიდევ ვკითხე რამდენჯერმე, მაგრამ ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა. ერთ დღეს სალონში წავედით. დალაქს ვუთხარი, რომ წვერი მოკლედ შეჭერითქო. დალაქს ზედმეტად მოკლედ მოუვიდა შეჭრა. შევხედე ლევანს და ვუთხარი, შენ 18 წლის ხარ, მეტი არ იქნებითქო. მხოლოდ მაშინ მითხრა, რომ 21 წლის იყო.

ლევანი ცნობილი "ინფლუენსერის" თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო

- მეგობარი გოგონა, საცოლე თუ ჰყავდა?

- მე ვეუბნებოდი, უკრაინაში კარგი გოგო უნდა გაგაცნოთქო. არაო, თავს იგიჟებდა, მე ცოლად მხოლოდ ქართველი გოგო უნდა მოვიყვანო, ჩემი შვილები ქართველმა დედამ უნდა გაზარდოსო. პატრიოტი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებდა ხშირად. ამბობდა, პატარა ქვეყანა დაგვჩაგრეს, მაგრამ უკრაინა დიდი და შანსი მაქვს, რომ მტრის დამარცხებაში ჩემი წვლილი შევიტანოო. მისი ოცნება იყო, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ ბიჭებს ერთი დანაყოფი გაგვეკეთებინა და აფხაზეთი გამოგვეხსნა რუსეთის ტყვეობიდან. არც თავად ისვენებდა და არც ჩვენ გვასვენებდა, სულ გეგმებს აწყობდა, თავადაც ხომ სულ ვარჯიშობდა და ჩვენც იმას გვეუბნებოდა, რომ კარგად უნდა მოვმზადებულიყავით რუსების მიერ წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ერთად უნდა ჩავსულიყავით აფხაზეთში, ახლა კი მისი ცხედრის ჩამოსვენება მიწევს თბილისში. ორშაბათს ექვსის ნახევარზე თბილისში ვიქნებით. ბრძოლის ველიდანაც ჩემი ხელით გამოვიყვანე, ჩემი უმცროსი ძმა.

- იმ პოზიციაზე რა ხდება ახლა, სადაც ლევანი დაიღუპა?

- ის პოზიცია შენარჩუნებულია, გამაგრებულია და საჯარო პირობას ვდებ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, ჩემი მიზანი ისედაც იყო ჩემი სახლის დაბრუნება, ახლა კი ლევანის და იმ ბიჭების სახელითაც უნდა ვიბრძოლო, რომლებიც გმირულად დაეცნენ, ოკუპანტი რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში.

- თუმცა, როგორც ვიცი, ფრონტის ხაზზე სიტუაცია გართულებულია.

- კი , სიტუაცია ნამდვილად გართულებულია, არა არსებობს დღე რომ ერთი ადამიანი მაინც არ დაგვეჭრას, მაგრამ ეს არ გვაშინებს, მოტივირებული ვართ, შემართებით ვართ და ასე ვიქნებით, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ, ან ბრძოლის ველზე არ დავეცემით.

წაიკითხეთ ასევე: