Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პუტინის პირადი კილერი? - კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა საიდუმლო იცოდა
ვინ არის პუტინის პირადი კილერი? - კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა საიდუმლო იცოდა
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

2000 წლი­დან, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ტა შეკ­ვე­თილ­მა მკვლე­ლო­ბებ­მა და “ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა”, რის შე­დე­გა­დაც პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი და ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, რუ­სეთ­ში და მის სა­ზღვრებს გა­რეთ, სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში იღუ­პე­ბი­ან. დღე­ის­თვის ცნო­ბი­ლია სამ ათე­უ­ლამ­დე ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა და კი­დევ რამ­დე­ნი "ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­დნის“, "საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის“ და "თვით­მკვლე­ლო­ბის“ ფაქ­ტი დარ­ჩა სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა, ეს ჯერ და­უდ­გე­ნე­ლია.

ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ხში­რად არა ობი­ექ­ტურ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გათ­ვლე­ბით, არა­მედ - სუ­ბი­ექ­ტუ­რად, პი­რა­დი სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იღებს. ეს ეხე­ბა, რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გე­ოს­ტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ასე­ვე, პუ­ტი­ნის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას. ამას კი თა­ვად რუ­სე­თის­თვის მო­აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი.

2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა და თით­ქმის სამი წლის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე ომი, ჩემი აზ­რით, სა­ბო­ლო­ოდ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა პუ­ტი­ნის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რა­მაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბიც კი შოკ­ში ჩა­აგ­დო (თუნ­დაც თავ­დას­ხმის დღეს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს "დიდი გულ­შე­მატ­კივ­რის“, სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სახე და აბ­და­უბ­და გა­მოს­ვლა გა­ვიხ­სე­ნოთ).

მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად პუ­ტინ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის "გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რუკა“ სა­კუ­თა­რი ხუშ­ტუ­რე­ბით შეც­ვა­ლა: 2008 წელს და 2022 წელ­საც.

რუ­სე­თის დიქ­ტა­ტორს სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მი­მართ ისე­თი პი­როვ­ნუ­ლი ან­ტი­პა­თია ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, რომ ამ შუღლს სომ­ხეთ­თან სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ანაც­ვა­ლა. ამ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, თუ რამ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა პუ­ტი­ნის­თვის "ვი­ღაც“: იან­დარ­ბი­ე­ვის, პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას, ლიტ­ვი­ნენ­კოს, ბე­რე­ზოვ­სკის, ნემ­ცო­ვის, სკრი­პა­ლის, ხან­გოშ­ვი­ლის ან ნა­ვალ­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­ცე­მა.

2004 წლის 13 თე­ბერ­ვალს ყა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში ჩეჩ­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ზე­ლიმ­ხან იან­დარ­ბი­ე­ვის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, პუ­ტინ­მა "მცი­რე­დი დის­კომ­ფორ­ტი“ გა­ნი­ცა­და. ის იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ყა­ტარ­ში 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და 2004 წლის 23 დე­კემ­ბერს ყა­ტა­რი­დან რუ­სეთ­ში იყ­ვნენ ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი, მცი­რე ხნით სა­პა­ტიმ­რო­ში ჩა­ეს­ვა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ პუ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა “დე იურე” და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა ის, რა­საც “დე ფაქ­ტო” აკე­თებ­და ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბის და ტე­რაქ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზღვარ­გა­რეთ, თო­რემ რუ­სეთ­ში რაც და რო­გორც უნ­დათ, იმას აკე­თე­ბენ) ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ე­კა­ნო­ნე­ბი­ნა.

2006 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ნი­ხი­ლეს და მა­ლე­ვე და­ამ­ტკი­ცეს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის “სპეც­ნა­ზე­ბის­თვის” სა­ზღვარ­გა­რეთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბა­დამ­რთვე­ლი კა­ნო­ნი.ასე რომ, 2006 წლის ზა­ფხუ­ლი­დან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის (სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის, ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს ) კი­ლე­რებს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უძ­ლი­ათ ტე­რო­რიზ­მში და სხვა სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულ­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­უს­წრებ­ლად გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბის და სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლე­ბის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. ეს კი­ლე­რე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, თა­ნაც, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, მათ არც სხვა ქვე­ყა­ნას გა­დას­ცე­მენ. რუ­სეთ­ში კი პა­ტი­ვი და "კარ­გი ცხოვ­რე­ბა“ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ.

შენი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხურს შენ­ვე მი­ა­ნი­ჭო სხვა სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ამ ქვე­ყა­ნას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად) სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის (თუნ­დაც ტე­რო­რის­ტთა და მათი ბა­ზე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის) ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, ეს სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა და ნონ­სენ­სია. თუმ­ცა ამას ყუ­რა­დღე­ბას რუ­სეთ­ში ვინ აქ­ცევს? რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი სრუ­ლი ინ­დულ­გენ­ცი­აა რუსი კი­ლე­რე­ბის­თვის, რაც 2006 წლის ნო­ემ­ბერ­ში­ვე და­დას­ტურ­და.

andrey_lugovoy

მა­ნამ­დე კი, 2006 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს (რო­მე­ლიც უკვე ექ­ვსი წელი ითხოვ­და და ბო­ლოს ეღირ­სა) დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს. ლიტ­ვი­ნენ­კომ, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გვა­რიც შე­იც­ვა­ლა: ის "ედ­ვინ კარ­ტე­რი“ გახ­და. თუმ­ცა მისი ლიკ­ვი­და­ცია უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო კრემლში და "წამ­ზო­მიც ჩა­ირ­თო“. ლიტ­ვი­ნენ­კო ფრთხი­ლობ­და, იცო­და, "პუ­ტი­ნის კი­ლე­რე­ბი“ ლონ­დონ­შიც ად­ვი­ლად მის­წვდე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ მხო­ლოდ კარ­გად ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ხვდე­ბო­და. ერთ-ერთი ასე­თი იყო ან­დრეი ლუ­გო­ვოი, რო­მელ­საც ლიტ­ვი­ნენ­კო ბე­რე­ზოვ­სკი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ერ­თგულ პი­როვ­ნე­ბად თვლი­და და ენ­დო­ბო­და.

andrey_lugovoy, berezovsky

ან­დრეი ლუ­გო­ვოი 1987 წელს, სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, კა-გე-ბეს მე-9 სამ­მარ­თვე­ლო­ში ("სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა“) მსა­ხუ­რობ­და, 1991-1996 წლებ­ში კი - "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დაც­ვის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის“ ოფი­ცე­რი იყო და რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პი­რად დაც­ვა­ში მსა­ხუ­რობ­და. შემ­დეგ ის ბე­რე­ზოვ­სკი-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ბიზ­ნესსტრუქ­ტუ­რე­ბის დაც­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2001-2006 წლებ­ში კი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სიც იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

rasa- მერე რომ ცნობენ რამე იცვლება ჩვენთვის აგერ უკვევ 30 წელი? მაგათი ცნობით და შეშფოთებებით უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგეთ ტვინიკოსო.

XX
5

რაღაცას დაწერენ და ჰგონიათ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვინ არის პუტინის პირადი კილერი? - კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა საიდუმლო იცოდა

ვინ არის პუტინის პირადი კილერი? - კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა საიდუმლო იცოდა
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

2000 წლიდან, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა შეკვეთილმა მკვლელობებმა და “ტრაგიკულმა შემთხვევებმა”, რის შედეგადაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტები და ყველაზე რეალური კონკურენტები, რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ, საიდუმლო ვითარებაში იღუპებიან. დღეისთვის ცნობილია სამ ათეულამდე ამგვარი შემთხვევა და კიდევ რამდენი "ფანჯრიდან გადმოვარდნის“, "საკვებით მოწამვლის“ და "თვითმკვლელობის“ ფაქტი დარჩა სათანადო ყურადღების მიღმა, ეს ჯერ დაუდგენელია.

ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ XXI საუკუნეში რუსეთის დიქტატორი ძალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ხშირად არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი რაციონალური გათვლებით, არამედ - სუბიექტურად, პირადი სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე იღებს. ეს ეხება, როგორც უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ასევე, პუტინისთვის მიუღებელი პოლიტიკოსების ლიკვიდაციას. ამას კი თავად რუსეთისთვის მოაქვს სერიოზული ზიანი.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა და თითქმის სამი წლის მანძილზე მიმდინარე ომი, ჩემი აზრით, საბოლოოდ რუსეთის იმპერიის დაშლის ობიექტური საფუძველი გახდება. უკრაინაზე თავდასხმა პუტინის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რამაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც კი შოკში ჩააგდო (თუნდაც თავდასხმის დღეს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, საქართველოს "დიდი გულშემატკივრის“, სერგეი ნარიშკინის გაოგნებული სახე და აბდაუბდა გამოსვლა გავიხსენოთ).

მსოფლიოს დასანახად პუტინმა სამხრეთ კავკასიის "გეოპოლიტიკური რუკა“ საკუთარი ხუშტურებით შეცვალა: 2008 წელს და 2022 წელსაც.

რუსეთის დიქტატორს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ისეთი პიროვნული ანტიპათია ჩამოუყალიბდა, რომ ამ შუღლს სომხეთთან საუკუნეების მანძილზე დალაგებული სტრატეგიული ურთიერთობები ანაცვალა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად უმნიშვნელოა პუტინისთვის "ვიღაც“: იანდარბიევის, პოლიტკოვსკაიას, ლიტვინენკოს, ბერეზოვსკის, ნემცოვის, სკრიპალის, ხანგოშვილის ან ნავალნის ლიკვიდაციის განკარგულების გაცემა.

2004 წლის 13 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩეჩნეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის ლიკვიდაციის ოპერაციის შემდეგ, პუტინმა "მცირედი დისკომფორტი“ განიცადა. ის იძულებული იყო ამ ტერორისტული ოპერაციის შემსრულებლები, რომლებსაც ყატარში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 2004 წლის 23 დეკემბერს ყატარიდან რუსეთში იყვნენ ექსტრადირებული, მცირე ხნით საპატიმროში ჩაესვა. ამ ფაქტის შემდეგ პუტინმა გადაწყვიტა “დე იურე” დაემტკიცებინა ის, რასაც “დე ფაქტო” აკეთებდა ანუ პოლიტიკური მკვლელობების და ტერაქტების ჩატარება (ბუნებრივია, საზღვარგარეთ, თორემ რუსეთში რაც და როგორც უნდათ, იმას აკეთებენ) ოფიციალურად დაეკანონებინა.

2006 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, დახურულ კარს მიღმა განიხილეს და მალევე დაამტკიცეს რუსეთის სპეცსამსახურების “სპეცნაზებისთვის” საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარების ნებადამრთველი კანონი.ასე რომ, 2006 წლის ზაფხულიდან რუსეთის სპეცსამსახურების (საგარეო დაზვერვის, ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს ) კილერებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ ტერორიზმში და სხვა სახელმწიფო დანაშაულში სასამართლო პროცესზე დაუსწრებლად გასამართლებულების და სიკვდილმისჯილების მიმართ განაჩენის სისრულეში მოყვანა. ეს კილერები რუსეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან, თანაც, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მათ არც სხვა ქვეყანას გადასცემენ. რუსეთში კი პატივი და "კარგი ცხოვრება“ გარანტირებული ექნებათ.

შენი ქვეყნის სპეცსამსახურს შენვე მიანიჭო სხვა სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე (ამ ქვეყანასთან შეუთანხმებლად) სპეცოპერაციების (თუნდაც ტერორისტთა და მათი ბაზების ლიკვიდაციის) ჩატარების უფლება, ეს სკანდალური გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ნონსენსია. თუმცა ამას ყურადღებას რუსეთში ვინ აქცევს? რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი სრული ინდულგენციაა რუსი კილერებისთვის, რაც 2006 წლის ნოემბერშივე დადასტურდა.

andrey_lugovoy

მანამდე კი, 2006 წლის 12 ოქტომბერს, ალექსანდრე ლიტვინენკოს (რომელიც უკვე ექვსი წელი ითხოვდა და ბოლოს ეღირსა) დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ლიტვინენკომ, უსაფრთხოების მიზნით, გვარიც შეიცვალა: ის "ედვინ კარტერი“ გახდა. თუმცა მისი ლიკვიდაცია უკვე გადაწყვეტილი იყო კრემლში და "წამზომიც ჩაირთო“. ლიტვინენკო ფრთხილობდა, იცოდა, "პუტინის კილერები“ ლონდონშიც ადვილად მისწვდებოდნენ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობ ადამიანებს ხვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც ლიტვინენკო ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის ერთგულ პიროვნებად თვლიდა და ენდობოდა.

andrey_lugovoy, berezovsky

ანდრეი ლუგოვოი 1987 წელს, სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოში ("სამთავრობო დაცვა“) მსახურობდა, 1991-1996 წლებში კი - "რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის“ ოფიცერი იყო და რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირად დაცვაში მსახურობდა. შემდეგ ის ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ბიზნესსტრუქტურების დაცვას ხელმძღვანელობდა, 2001-2006 წლებში კი პატარკაციშვილის პირადი დაცვის უფროსიც იყო. გააგრძელეთ კითხვა