Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა" - რას ამბობს ქეთო თოფურიძე მის გარშემო ატეხილ სკანდალზე და რა არის ცნობილი მამაზე, რომელიც "ოცნების" ყოფილი გამგებელია
"ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა" - რას ამბობს ქეთო თოფურიძე მის გარშემო ატეხილ სკანდალზე და რა არის ცნობილი მამაზე, რომელიც "ოცნების" ყოფილი გამგებელია

გუ­შინ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ გაშ­ლილ კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს.გა­და­კე­ტი­ლი ქუ­ჩი­სა და შექ­მნი­ლი სა­ცო­ბე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ეკა კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთო თო­ფუ­რი­ძე, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

  • "ვერ გა­და­ვად­გილ­დე­ბით ქა­ლაქ­ში. ასე უნდა გაგ­რძელ­დეს? თუ ალაგ­დე­ბი­ან და წავ­ლენ სახ­ლებ­ში ნეტა?“ - წერ­და თო­ფუ­რი­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "სთო­რი­ში".

"ეს მთავ­რო­ბას უსაყ­ვე­დუ­რეთ, არ მო­ე­პა­რა არ­ჩევ­ნე­ბი და და ყვე­ლა თბი­ლად იჯ­დე­ბო­და სახ­ლში, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რე­ბი ამას ვერ გა­ი­გე­ბენ. თქვენ­თვის მთა­ვა­რი ხომ ის არის თქვენ იყოთ კარ­გად და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სულ არ გა­ნაღ­ვლებთ. ასე იცხოვ­რა შენ­მა ოჯახ­მა და ასე აგ­რძე­ლებთ თქვენც. აბა, თქვენ­თვის სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვა ვის უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნა.“

"ჰოდა იფ­რი­ნე, შენ მა­გას შეძ­ლებ...“

"ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის და წო­დე­ბაა?!“

"შე­ნის­თა­ნე­ბი თუ შე­წუხ­დე­ბი­ან სა­ჭი­რო­ცაა. გა­და­ად­გილ­დე თორე შენც საქ­მეს არ აკე­თებ­დე. „ტუსოვ­კებ­ზე“ შე­გე­შა­ლა ალ­ბათ ხელი.“ - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ქეთო თო­ფუ­რი­ძე ეკა კა­ხი­ა­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია. მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი პირ­ვე­ლად რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ქა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რედ ნიკო თო­ფუ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ანას­ტა­სია და ქეთო შე­ე­ძი­ნა.

ნიკო თო­ფუ­რი­ძე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბიზ­ნე­სი­დან პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში ჩა­ე­წე­რა. ის ხა­რა­გა­უ­ლის გამ­გე­ბე­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც დრო­ზე, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.

მა­მას­თან ერ­თად

2020 წელს თო­ფუ­რი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

"ჩემო ძვირ­ფა­სო ხა­რა­გა­უ­ლე­ლე­ბო, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გტო­ვებთ თქვენ. მე ვრჩე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდში, ვაგ­რძე­ლებ მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას და ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე ვა­კე­თო. მად­ლო­ბას გიხ­დით ნდო­ბის­თვის და სა­ერ­თო საქ­მის­თვის სა­ჭი­რო თა­ნად­გო­მის­თვის, გჯე­რო­დეთ, ხა­რა­გა­ულ­ზე და ხა­რა­გა­უ­ლე­ლებ­ზე ჩემი ფიქ­რი აქ და ამით არ მთავ­რდე­ბა“, - წერ­და თო­ფუ­რი­ძე. მას შემ­დეგ ბიზ­ნეს­მე­ნი პო­ლი­ტი­კა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

25 წლის ქეთო "ჰაივ ტექ ჰა­ბის" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რია. ის ხში­რად სტუმ­რობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს, ოღონდ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­კუ­თარ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის­თვის ეს პირ­ვე­ლი სკან­და­ლი არ არის, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი რო­გორც ჩანს არც ახლა სურთ. Ambebi.ge კო­მენ­ტარ­ზე ქე­თოს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვინც მას სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­უ­ბა­რი არ სურს.

- ქეთო, რო­გორ უმკლავ­დე­ბით იმ კრი­ტი­კას რაც თქვენს სტა­ტუსს მოჰ­ყვა?

- არ მინ­და მაგ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

- რას ეტყო­დით ამ ადა­მი­ა­ნებს?

- ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინგზე სამ­წუ­ხა­როდ, მირ­ჩევ­ნია ჩუ­მად ვიყო.

- ეს არ გა­წუ­ხებთ ან არ გა­ნერ­ვი­უ­ლებთ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ინც მირ­ჩევ­ნია, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ვა­კე­თო.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაბრიელ ხმალაძე
8

მივესალმები ქეთო ს , ძალიან მომეწონეთ, აქამდე რატო არ ვიცოდი თქვენზე არაფერი ? თუ თავისუფალი ბრძანდებით გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემზე უკეთესს მეუღლეს ვერ იპოვით !

ფარსმან ქველი
3

ამ ქვეყანაში ვერელებს და ვაკელებს სანამდე უნდა ეგონოთ თავი უპირატესად (ნუ მათ გონიათ თორე მე სულ ჭავჭავაძის გამზირზე მკიდიან )ფუ ბლიადდდ ისევ შევარდნაძის დროა ვერ მორჩით ჩალიჩს მალიჩს ცეკას

ავტორი:

"ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა" - რას ამბობს ქეთო თოფურიძე მის გარშემო ატეხილ სკანდალზე და რა არის ცნობილი მამაზე, რომელიც "ოცნების" ყოფილი გამგებელია

"ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა" - რას ამბობს ქეთო თოფურიძე მის გარშემო ატეხილ სკანდალზე და რა არის ცნობილი მამაზე, რომელიც "ოცნების" ყოფილი გამგებელია

გუშინ, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.გადაკეტილი ქუჩისა და შექმნილი საცობების გამო, საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათ შორის იყო ეკა კახიანის ქალიშვილი ქეთო თოფურიძე, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

  • "ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ - წერდა თოფურიძე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ "სთორიში".

"ეს მთავრობას უსაყვედურეთ, არ მოეპარა არჩევნები და და ყველა თბილად იჯდებოდა სახლში, მაგრამ შენნაირები ამას ვერ გაიგებენ. თქვენთვის მთავარი ხომ ის არის თქვენ იყოთ კარგად და საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხი სულ არ განაღვლებთ. ასე იცხოვრა შენმა ოჯახმა და ასე აგრძელებთ თქვენც. აბა, თქვენთვის სამშობლოსათვის თავგანწირვა ვის უნდა ესწავლებინა.“

"ჰოდა იფრინე, შენ მაგას შეძლებ...“

"ნინი ბადურაშვილის და წოდებაა?!“

"შენისთანები თუ შეწუხდებიან საჭიროცაა. გადაადგილდე თორე შენც საქმეს არ აკეთებდე. „ტუსოვკებზე“ შეგეშალა ალბათ ხელი.“ - წერდნენ კომენტარებში.

ქეთო თოფურიძე ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილია. მსახიობი და მომღერალი პირველად რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი შეეძინა. მეორედ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა და ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა.

ნიკო თოფურიძე, რამდენიმე წლის წინ, ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და "ქართული ოცნების" რიგებში ჩაეწერა. ის ხარაგაულის გამგებელი გახლდათ, რომელიც დროზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მამასთან ერთად

2020 წელს თოფურიძემ თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ მთავრდება“, - წერდა თოფურიძე. მას შემდეგ ბიზნესმენი პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა.

25 წლის ქეთო "ჰაივ ტექ ჰაბის" ბიზნესის განვითარების დირექტორია. ის ხშირად სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს, ოღონდ, ოჯახის წევრებისგან განსხვავებით საკუთარ ბიზნეს საქმიანობაზე საუბრობს.

კახიანების ოჯახისთვის ეს პირველი სკანდალი არ არის, თუმცა ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი როგორც ჩანს არც ახლა სურთ. Ambebi.ge კომენტარზე ქეთოს დაუკავშირდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებზე ვინც მას საკუთარი პოზიციის გამო აკრიტიკებენ საუბარი არ სურს.

- ქეთო, როგორ უმკლავდებით იმ კრიტიკას რაც თქვენს სტატუსს მოჰყვა?

- არ მინდა მაგ თემაზე კომენტარის გაკეთება.

- რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ადამიანების ბულინგზე სამწუხაროდ, მირჩევნია ჩუმად ვიყო.

- ეს არ გაწუხებთ ან არ განერვიულებთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა, გაძლება, თუმცა მაინც მირჩევნია, ამ თემაზე კომენტარი არ გავაკეთო.