პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მეცნიერება
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა, თუმცა...“ - რას აცხადებს ვილი სანიოლი ჩეხეთთან დასკვნით მატჩამდე
“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა, თუმცა...“ - რას აცხადებს ვილი სანიოლი ჩეხეთთან დასკვნით მატჩამდე

“ჩე­ხეთ­თან ჯგუ­ფის დას­კვნი­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩია, ამი­ტომ დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვით და ამავდრო­უ­ლად ამ­ბი­ცი­უ­რად უნდა ვი­თა­მა­შოთ“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა მატ­ჩის­წი­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნაკ­რებს ჩე­ხეთ­თან პირ­ველ მატჩთან შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში ელის.

“ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­ში ბევ­რი მო­თა­მა­შე და სა­თა­მა­შო სტი­ლი შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არა ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბის თა­მა­შია, არა­მედ ის, თუ რო­გო­რი მო­ტი­ვა­ცი­ი­თა და ამ­ბი­ცი­ით და­ვი­წყებთ ამ შეხ­ვედ­რას ჩვენ. ხვალ ჯგუ­ფის დას­კვნი­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩია. ამი­ტომ დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვით და ამავდრო­უ­ლად ამ­ბი­ცი­უ­რად უნდა ვი­თა­მა­შოთ", - გა­ნა­ცხა­და მან.

ამას­თან, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა ლუკა ლო­ჩოშ­ვილ­მაც, მისი თქმით, ნაკ­რე­ბის ყვე­ლა წევ­რს სურს, რომ პროგ­რე­სი გაგ­რძელ­დეს და ფიქ­რობს, რომ თა­მა­ში სა­სი­კე­თოდ დას­რულ­დე­ბა.

ის იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი A ლი­გა­ში გა­და­ვა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერთა ლი­გა­ზე ყო­ველ­თვის ვპ­როგ­რე­სი­რებთ და ამ­ჟა­მად ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის. ყვე­ლა თა­მაშ­ზე მო­სა­გე­ბად, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის­თვის გავ­დი­ვართ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ჯგუ­ფის მო­გე­ბას მხო­ლოდ ერთი გა­მარ­ჯვე­ბა გა­შო­რებს. ფეხ­ბურ­თე­ლი მსგავს თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უკე­თესს ვე­რა­ფერს ინატ­რებს. თი­თო­ე­ულ მო­თა­მა­შეს ეს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს. ყვე­ლას გვსურს პროგ­რე­სი გაგ­რძელ­დეს და ვფიქ­რობ, რომ თა­მა­ში ჩვენს სა­სი­კე­თოდ დას­რულ­დე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო ტრა­დი­ცი­ას არ და­ვარ­ღვევთ და A ლი­გა­ში გა­და­ვალთ", - გა­ნა­ცხა­და ლო­ჩოშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ერთა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო შეხ­ვედ­რას 19 ნო­ემ­ბერს ჩე­ხეთ­თან გა­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვარა და ჟორჟი ერთად ლიონი - პსჟ-ის მატჩის შემდეგ - ორი ქართველის ამაღელვეველი შეხვედრის კადრები
ავტორი:

“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა, თუმცა...“ - რას აცხადებს ვილი სანიოლი ჩეხეთთან დასკვნით მატჩამდე

“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა, თუმცა...“ - რას აცხადებს ვილი სანიოლი ჩეხეთთან დასკვნით მატჩამდე

“ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაკრებს ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში ელის.

“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაშია, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა მან.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმაც, მისი თქმით, ნაკრების ყველა წევრს სურს, რომ პროგრესი გაგრძელდეს და ფიქრობს, რომ თამაში სასიკეთოდ დასრულდება.

ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები A ლიგაში გადავა.

"მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ", - განაცხადა ლოჩოშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.