თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით - “დაიბრუნე ხმა“ მართავენ.
ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. კერძოდ, თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
რაც შეხეება GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისინი მარშს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.
სტუდენტები გეგმავენ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრთან მანიფესტი გააჟღერონ.
მოთხოვნების და მოწოდების შემდეგ სტუდენტები საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას სახელწოდებით “დაიბრუნე ხმა!” შეუერთდებიან.
მოქალაქეები, სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებიც, კერძოდ, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fsalomesoms%2Fvideos%2F899076415690441%2F%3Fidorvanity%3D337755359323575&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ამასთან, ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
როგორც ცნობილია, დაანონსებულ აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.