საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებიან, რა ნერვები გაქვსო" - ბიჭი ბაზალეთიდან "ოქროს ხელებით", რომელმაც გადაყრილი ნივთებისგანაც კი ხელოვნების ნიმუშები შექმნა და ზღაპრული ოაზისი მოაწყო (ფოტოები)
"მეუბნებიან, რა ნერვები გაქვსო" - ბიჭი ბაზალეთიდან "ოქროს ხელებით", რომელმაც გადაყრილი ნივთებისგანაც კი ხელოვნების ნიმუშები შექმნა და ზღაპრული ოაზისი მოაწყო (ფოტოები)

27 წლი­საა, პრო­ფე­სი­ით მზა­რე­უ­ლია, ცხოვ­რობს სო­ფელ ბა­ზა­ლეთ­ში. ამ­ბობს, რომ იქ და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და სკო­ლა იქ და­ამ­თავ­რა. ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­ცე­ბა აქვს - სა­კუ­თა­რი ხე­ლით სხვა­დას­ხვა კომ­პო­ზი­ცი­ას, ნივთს ამ­ზა­დებს. გა­დაყ­რილ და გა­მო­უ­სა­დე­გარ საგ­ნებს აახ­ლებს და მათ ახალ სი­ცო­ცხლეს სძენს. სა­კუ­თა­რი ეზო ბაღ­ნა­რად აქ­ცია და ათას­გვა­რი დე­კო­რა­ცი­ით, თუ მცე­ნა­რით გა­ა­ფორ­მა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კობა დურ­გლიშ­ვილს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მზა­რე­უ­ლო­ბა მომ­წონ­და, მყუდ­რო, "სახ­ლურ“ პრო­ფე­სი­ად მი­მაჩ­ნდა. ამ საქ­მე­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ფე­რე­ბი, გე­მო­ე­ბიც ბევ­რია, რა­საც ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლა­დაც აღ­ვიქ­ვამ... მერე აგ­რა­რულ- უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე და ჩემი პრო­ფე­სი­ით უკვე 6-7 წე­ლია ბა­ზა­ლეთ­ში, სიდ­რის კლუბ­ში ვმუ­შა­ობ.

- მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ო­ბამ რა მო­გი­ტა­ნათ?

- გა­რე­დან რო­გო­რი ფე­რა­დიც ჩან­და, მთლად ასე­თიც არ ყო­ფი­ლა, რად­გან სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ რაც გიყ­ვარს, იმის კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნოა. გარ­და ამი­სა, ჩემ­მა პრო­ფე­სი­ამ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ბევ­რი დე­ტა­ლიც შემ­ძი­ნა. მათ შო­რის, კო­ლექ­ტივ­თან, მომ­ხმა­რე­ბელ­თან სტუ­მარ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია... ასე რომ, მიყ­ვარს და მომ­წონს ჩემი პრო­ფე­სია.

- თქვენ­თვის უპი­რა­ტე­სი მა­ინც რო­მე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოა?

- ევ­რო­პუ­ლიც მომ­წონს, მაგ­რამ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­ინც ყვე­ლას­გან გა­მო­ვარ­ჩევ, ვფიქ­რობ, რომ მას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­ცე­ბა გაქვთ - ქმნით სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ცი­ას, მათ შო­რის, ძვე­ლი ნივ­თე­ბის­გან. მათ ახალ სი­ცო­ცხლეს სძენთ. ასე­თი სურ­ვი­ლი რო­გორ გა­გიჩ­ნდათ?

- ეს გა­ტა­ცე­ბა არ ვიცი რას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ფე­რა­დი სახ­ლე­ბი, ლა­მა­ზი ეზო­ე­ბი ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. სა­დაც არ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, თვა­ლი სი­ლა­მა­ზე­ე­ბის­კენ გა­მირ­ბო­და. სულ ვფიქ­რობ­დი, რომ მეც ხომ არ ვცა­დო-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცია იყო და მო­მე­წო­ნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩემ­გან რა­ღაც გა­მო­ვი­დეს და შევ­ძლო-მეთ­ქი. მე­ო­რე­დაც ვცა­დე და მერე ეზოს, სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ებ­ზე გა­და­ვე­დი. სა­ა­ხალ­წლოს გარ­და უკვე ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ და მას მერე 5 წელი გა­ვი­და.

- ეზო­ში მარ­თლა ულა­მა­ზე­სი დე­კო­რა­ცი­ე­ბი გაქვთ...

- ჩემი ეზოს მო­ცუ­ლო­ბის­თვის, უკვე ბევ­რი­ცაა. შექ­მნი­ლი მაქვს კე­დელ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი სუ­რა­თი­ვით ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­დაც ქა­ლა­ქი მაქვს გა­მო­სა­ხუ­ლი, ასე­ვე მა­ტა­რე­ბე­ლი, ბევ­რნა­ი­რი საყ­ვა­ვი­ლე, ახ­ლა­ხან სა­ბუ­რა­ვე­ბის­გან 2 სკა­მი და მა­გი­და გა­ვა­კე­თე. საყ­ვა­ვი­ლე "პა­დო­ნე­ბის­გა­ნაც“ შევ­ქმე­ნი, ასე­ვე ჩი­ტის სახ­ლი.

ეზო­ში გამ­ხმა­რი და გა­დაჭ­რი­ლი ხე იყო, რო­მელ­საც გული ამოვ­ჭე­რი, შიგ­ნით მიწა ჩავ­ყა­რე, ყვა­ვი­ლე­ბი ჩავრგე და ზე­მო­დან სახ­ლი გა­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­ვი­და. მოკ­ლედ, თუ ეზო­ში რა­ი­მე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თია, ყვე­ლა­ფერს ფორ­მაც მო­ვუ­ძებ­ნი ხოლ­მე, ვა­ახ­ლებ.

- ამ ყვე­ლა­ფერს დიდი დრო მი­აქვს?

- საკ­მა­ოდ. სამ­სა­ხურ­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, თუ არა, სულ ვფიქ­რობ და მაგ დროს რა­ღაც იდეა მომ­დის. ისე, მთლად ვერ და­ვი­ჩე­მებ, რომ ყვე­ლა­ფერს მე ვი­გო­ნებ. რა­ღა­ცებს ინ­ტერ­ნატ­შიც ვნა­ხუ­ლობ და მერე იმას ჩემი ხედ­ვით ვა­ვი­თა­რებ.

მე­გობ­რებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა ხომ იცი­ან, რომ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ და თუ რა­ი­მე გა­და­საგ­დე­ბი აქვთ - ჭიქა, სა­ა­თი - მაძ­ლე­ვენ, რომ იმ ნივ­თებს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნო. გა­დამ­წვა­რი ნა­თუ­რე­ბის­გან ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო გა­მი­კე­თე­ბია, სი­მინ­დის მარ­ცვლე­ბის­გან სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თუ­ლი სახ­ლე­ბი, ზღვის ქა­ფის­გან სა­შო­ბაო სო­ფე­ლი. ხომ ვამ­ბობ, უკვე იმ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია, მგო­ნი, სახ­ლში ჩემი ად­გი­ლი აღარ არის. ხში­რად როცა იდეა მაქვს და მა­სა­ლა სა­ერ­თოდ არ მაქვს, ძმა­კაცს, და­ქალს შევ­ჩივ­ლებ ხოლ­მე. ზოგს ბლო­კი მო­აქვს, ზოგს - ცე­მენ­ტი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დე­კო­რა­ცი­ე­ბი, კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი გა­მო­დის.

- კენ­ჭე­ბით და­ფა­რუ­ლი კე­დე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს...

- წინა წელს ეზო გა­ვა­ფარ­თო­ვე და კე­დე­ლი ავა­შე­ნე. მა­სა­ლად მქონ­და კრა­მი­ტი, ძმა­კაც­მა ბლო­კი მა­ჩუ­ქა, მა­მი­და­ჩემ­მა - ბორ­დი­უ­რი. მერე კე­დე­ლი რომ და­მე­ფა­რა, ამის­თვის ბრტყე­ლი ქვა იყო სა­ჭი­რო, რა­ტომ ვი­ყი­დო, სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, ქვის მეტი რა არის-მეთ­ქი?! ტბის სა­ნა­პი­რო­ზე წა­ვე­დი და წვრი­ლი ქვე­ბი ავაგ­რო­ვე, რი­თაც ეს კე­დე­ლი მო­ვა­პირ­კე­თე.

- ხა­ტავთ კი­დეც?

- უკვე აღარ. მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ვხა­ტავ­დი. რომ შე­ვეშ­ვი, თით­ქოს ამ ხატ­ვის სურ­ვილ­მა მი­ი­ძი­ნა.

სკო­ლა­ში ერთხელ, დუ­შე­თის სოფ­ლე­ბის მას­შტა­ბით, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ბოლო დროს აღარ მიც­დია, ისევ რომ და­ვი­წყო, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­მო­მი­ვი­დეს.

- ბევ­რი მცე­ნა­რე გაქვთ და მგო­ნი, ფრინ­ვე­ლებ­საც უვ­ლით, ხომ?

- ოთა­ხის მცე­ნა­რეც ბევ­რი მაქვს და ეზო­სიც. ზო­გა­დად ზამ­თა­რი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ რაც ზამ­თარს ად­ვი­ლად მა­ტა­ნი­ნებს, ეს მცე­ნა­რე­ე­ბია და ერ­თგვა­რად ზამ­თრის დეპ­რე­სი­ის­გან მი­ცავს. გან­წყო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ხელ­საქ­მე და მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მყავს თევ­ზე­ბი, თუ­თი­ყუ­ში, ძაღ­ლი და მათი მოვ­ლაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- ცნო­ბილ ლექსს თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, ბა­ზა­ლეთ­ში ოქ­როს ქოჩ­რი­ა­ნი ყრმა არა­და, ოქ­როს­ხე­ლე­ბა კობა კი მარ­თლაც ცხოვ­რობს...

- მად­ლო­ბა (იცი­ნის)... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზა­ლე­თის "ოქ­როს აკ­ვანს,“ ეს ლექ­სი აქა­უ­რებს სი­ა­მა­ყის გრძნო­ბას გვმა­ტებს, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ბა­ზა­ლე­თე­ლე­ბი ვართ და ჩვენს ტბა­ზე დიდი პო­ე­ტის ასე­თი ლექ­სი არ­სე­ბობს...

- თქვენს ნა­მუ­შევ­რებს ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ?

- ოჯახ­ში მე­უბ­ნე­ბი­ან, კარ­გი ბიჭი ხარ და რა ნერ­ვე­ბი გაქ­ვსო... მე­გობ­რებ­საც მოს­წონთ რა­საც ვა­კე­თებ. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ხალ­ხის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის სტი­მუ­ლია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ვი­ღა­ცას შენი ნა­მუ­შე­ვა­რი, ნა­ხე­ლა­ვი მოს­წონს.

თვი­თონ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ემო­ცი­უ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა. მაგ დროს სამ­ყა­როს ვე­თი­შე­ბი და ეგ ჩემ­თვის ერ­თგვა­რი თე­რა­პია, გან­ტვირ­თვაა. ვი­ღა­ცას წიგ­ნის კი­თხვა ამ­შვი­დებს, ვი­ღა­ცას - ფილ­მის ყუ­რე­ბა, მე - ეს საქ­მე.

- რას ეტყო­დით მათ, ვი­საც ამ კუ­თხით რა­ი­მე საქ­მის წა­მო­წყე­ბა უნდა?

- მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია. რო­დე­საც ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი აქვს, თუ ყვე­ლა­ფე­რი არა, მის­თვის ბევ­რი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ უნ­დათ, რომ რა­ი­მე მსგავ­სი გა­ა­კე­თონ და შექ­მნან, პირ­ველ-მე­ო­რე ჯერ­ზე თუ არა, მე­სა­მედ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უ­ვათ. უბ­რა­ლოდ ამის­თვის სურ­ვი­ლია სა­ჭი­რო. სამ­ყა­რო­ში რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი ხომ უნდა დავ­ტო­ვოთ? გა­რე­მო უნდა გა­ვა­ლა­მა­ზოთ, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ოჯა­ხებ­სა და სახ­ლებ­ში. მერე ეს ჩვენს გან­წყო­ბა­ზეც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს. მო­სინ­ჯონ ძა­ლე­ბი და იქ­ნებ აქვთ უნა­რი მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბის?!

მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხურ­ში ჭურ­ჭე­ლი რომ გაგვტე­ხია, ვთქვათ, ბო­კალს ძირი მოს­ტე­ხია, არც იქ გა­და­მიგ­დია. სახ­ლში მო­მი­ტა­ნია, ამო­მიტ­რი­ა­ლე­ბია, შიგ­ნით რა­ი­მე პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რი, რაც მო­მე­ძებ­ნე­ბა, შე­მის­ვამს და ძირ­ზე მუ­ყაო ცხე­ლი წე­ბო­თი მი­მი­მაგ­რე­ბია... ისე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რია, ვერც მიხ­ვდე­ბი, რომ ხელ­ნა­კე­თია... ნა­ბი­ჯე­ბი თა­მა­მად გა­დავ­დგათ...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

წარმატებები,ძალიან ლამაზია.გაიხარე

შორენა
0

წარმატებები ყოჩაღი და კარგი ბიჭი ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მეუბნებიან, რა ნერვები გაქვსო" - ბიჭი ბაზალეთიდან "ოქროს ხელებით", რომელმაც გადაყრილი ნივთებისგანაც კი ხელოვნების ნიმუშები შექმნა და ზღაპრული ოაზისი მოაწყო (ფოტოები)

"მეუბნებიან, რა ნერვები გაქვსო" - ბიჭი ბაზალეთიდან "ოქროს ხელებით", რომელმაც გადაყრილი ნივთებისგანაც კი ხელოვნების ნიმუშები შექმნა და ზღაპრული ოაზისი მოაწყო (ფოტოები)

27 წლისაა, პროფესიით მზარეულია, ცხოვრობს სოფელ ბაზალეთში. ამბობს, რომ იქ დაიბადა, გაიზარდა და სკოლა იქ დაამთავრა. ძირითადი საქმიანობის პარალელურად საინტერესო გატაცება აქვს - საკუთარი ხელით სხვადასხვა კომპოზიციას, ნივთს ამზადებს. გადაყრილ და გამოუსადეგარ საგნებს აახლებს და მათ ახალ სიცოცხლეს სძენს. საკუთარი ეზო ბაღნარად აქცია და ათასგვარი დეკორაციით, თუ მცენარით გააფორმა. ეს ყველაფერი კობა დურგლიშვილს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- სკოლა რომ დავამთავრე, მზარეულობა მომწონდა, მყუდრო, "სახლურ“ პროფესიად მიმაჩნდა. ამ საქმეში მრავალფეროვნება, ფერები, გემოებიც ბევრია, რასაც ხელოვნების ნაწილადაც აღვიქვამ... მერე აგრარულ- უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია დავამთავრე და ჩემი პროფესიით უკვე 6-7 წელია ბაზალეთში, სიდრის კლუბში ვმუშაობ.

- მზარეულად მუშაობამ რა მოგიტანათ?

- გარედან როგორი ფერადიც ჩანდა, მთლად ასეთიც არ ყოფილა, რადგან სამუშაო პროცესი მაინც განსხვავებულია, მაგრამ რაც გიყვარს, იმის კეთება ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა. გარდა ამისა, ჩემმა პროფესიამ ცხოვრებისეული ბევრი დეტალიც შემძინა. მათ შორის, კოლექტივთან, მომხმარებელთან სტუმართან, ადამიანებთან კომუნიკაცია... ასე რომ, მიყვარს და მომწონს ჩემი პროფესია.

- თქვენთვის უპირატესი მაინც რომელი სამზარეულოა?

- ევროპულიც მომწონს, მაგრამ ქართულ სამზარეულოს მაინც ყველასგან გამოვარჩევ, ვფიქრობ, რომ მას არაფერი შეედრება.

- საინტერესო გატაცება გაქვთ - ქმნით სხვადასხვა დეკორაციას, მათ შორის, ძველი ნივთებისგან. მათ ახალ სიცოცხლეს სძენთ. ასეთი სურვილი როგორ გაგიჩნდათ?

- ეს გატაცება არ ვიცი რასთან ასოცირდება, მაგრამ ფერადი სახლები, ლამაზი ეზოები ყოველთვის მომწონდა. სადაც არ უნდა შევსულიყავი, თვალი სილამაზეებისკენ გამირბოდა. სულ ვფიქრობდი, რომ მეც ხომ არ ვცადო-მეთქი. პირველი, რაც გავაკეთე, საახალწლო დეკორაცია იყო და მომეწონა. ამ მიმართულებით შეიძლება ჩემგან რაღაც გამოვიდეს და შევძლო-მეთქი. მეორედაც ვცადე და მერე ეზოს, სახლის დეკორაციებზე გადავედი. საახალწლოს გარდა უკვე ბევრ რამეს ვაკეთებ და მას მერე 5 წელი გავიდა.

- ეზოში მართლა ულამაზესი დეკორაციები გაქვთ...

- ჩემი ეზოს მოცულობისთვის, უკვე ბევრიცაა. შექმნილი მაქვს კედელზე დაკიდებული სურათივით ნამუშევარი, სადაც ქალაქი მაქვს გამოსახული, ასევე მატარებელი, ბევრნაირი საყვავილე, ახლახან საბურავებისგან 2 სკამი და მაგიდა გავაკეთე. საყვავილე "პადონებისგანაც“ შევქმენი, ასევე ჩიტის სახლი.

ეზოში გამხმარი და გადაჭრილი ხე იყო, რომელსაც გული ამოვჭერი, შიგნით მიწა ჩავყარე, ყვავილები ჩავრგე და ზემოდან სახლი გავაკეთე. ძალიან ორიგინალური გამოვიდა. მოკლედ, თუ ეზოში რაიმე გამოუყენებელი ნივთია, ყველაფერს ფორმაც მოვუძებნი ხოლმე, ვაახლებ.

- ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს?

- საკმაოდ. სამსახურში, თავისუფალი დრო მაქვს, თუ არა, სულ ვფიქრობ და მაგ დროს რაღაც იდეა მომდის. ისე, მთლად ვერ დავიჩემებ, რომ ყველაფერს მე ვიგონებ. რაღაცებს ინტერნატშიც ვნახულობ და მერე იმას ჩემი ხედვით ვავითარებ.

მეგობრებმა, მეზობლებმა ხომ იციან, რომ რაღაცებს ვაკეთებ და თუ რაიმე გადასაგდები აქვთ - ჭიქა, საათი - მაძლევენ, რომ იმ ნივთებს დანიშნულება მოვუძებნო. გადამწვარი ნათურებისგან ნაძვის ხის სათამაშო გამიკეთებია, სიმინდის მარცვლებისგან საახალწლოდ მორთული სახლები, ზღვის ქაფისგან საშობაო სოფელი. ხომ ვამბობ, უკვე იმდენი ნამუშევარია, მგონი, სახლში ჩემი ადგილი აღარ არის. ხშირად როცა იდეა მაქვს და მასალა საერთოდ არ მაქვს, ძმაკაცს, დაქალს შევჩივლებ ხოლმე. ზოგს ბლოკი მოაქვს, ზოგს - ცემენტი. საბოლოო ჯამში, დეკორაციები, კომპოზიციები გამოდის.

- კენჭებით დაფარული კედელიც ყურადღებას იქცევს...

- წინა წელს ეზო გავაფართოვე და კედელი ავაშენე. მასალად მქონდა კრამიტი, ძმაკაცმა ბლოკი მაჩუქა, მამიდაჩემმა - ბორდიური. მერე კედელი რომ დამეფარა, ამისთვის ბრტყელი ქვა იყო საჭირო, რატომ ვიყიდო, სოფელში ვცხოვრობ, ქვის მეტი რა არის-მეთქი?! ტბის სანაპიროზე წავედი და წვრილი ქვები ავაგროვე, რითაც ეს კედელი მოვაპირკეთე.

- ხატავთ კიდეც?

- უკვე აღარ. მოზარდობის პერიოდში ვხატავდი. რომ შევეშვი, თითქოს ამ ხატვის სურვილმა მიიძინა.

სკოლაში ერთხელ, დუშეთის სოფლების მასშტაბით, პირველი ადგილი დავიკავე. ბოლო დროს აღარ მიცდია, ისევ რომ დავიწყო, შეიძლება რაღაც გამომივიდეს.

- ბევრი მცენარე გაქვთ და მგონი, ფრინველებსაც უვლით, ხომ?

- ოთახის მცენარეც ბევრი მაქვს და ეზოსიც. ზოგადად ზამთარი არ მიყვარს, მაგრამ რაც ზამთარს ადვილად მატანინებს, ეს მცენარეებია და ერთგვარად ზამთრის დეპრესიისგან მიცავს. განწყობის გაუმჯობესებაში ხელსაქმე და მცენარეები ძალიან მეხმარება. მყავს თევზები, თუთიყუში, ძაღლი და მათი მოვლაც ძალიან მსიამოვნებს.

- ცნობილ ლექსს თუ გავიხსენებთ, ბაზალეთში ოქროს ქოჩრიანი ყრმა არადა, ოქროსხელება კობა კი მართლაც ცხოვრობს...

- მადლობა (იცინის)... რაც შეეხება ბაზალეთის "ოქროს აკვანს,“ ეს ლექსი აქაურებს სიამაყის გრძნობას გვმატებს, სასიამოვნოა, როცა ბაზალეთელები ვართ და ჩვენს ტბაზე დიდი პოეტის ასეთი ლექსი არსებობს...

- თქვენს ნამუშევრებს ოჯახი და მეგობრები როგორ აფასებენ?

- ოჯახში მეუბნებიან, კარგი ბიჭი ხარ და რა ნერვები გაქვსო... მეგობრებსაც მოსწონთ რასაც ვაკეთებ. სიმართლე რომ ვთქვა, ხალხის, ნათესავების, ახლობლების შეფასება ჩემთვის სტიმულია. სასიამოვნოა, როცა ვიღაცას შენი ნამუშევარი, ნახელავი მოსწონს.

თვითონ მუშაობის პროცესი ემოციურად სასიამოვნოა. მაგ დროს სამყაროს ვეთიშები და ეგ ჩემთვის ერთგვარი თერაპია, განტვირთვაა. ვიღაცას წიგნის კითხვა ამშვიდებს, ვიღაცას - ფილმის ყურება, მე - ეს საქმე.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც ამ კუთხით რაიმე საქმის წამოწყება უნდა?

- მთავარი სურვილია. როდესაც ადამიანს სურვილი აქვს, თუ ყველაფერი არა, მისთვის ბევრი რამ შესაძლებელია. თუ უნდათ, რომ რაიმე მსგავსი გააკეთონ და შექმნან, პირველ-მეორე ჯერზე თუ არა, მესამედ აუცილებლად გამოუვათ. უბრალოდ ამისთვის სურვილია საჭირო. სამყაროში რაღაც ღირებული ხომ უნდა დავტოვოთ? გარემო უნდა გავალამაზოთ, წვლილი შევიტანოთ ოჯახებსა და სახლებში. მერე ეს ჩვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს. მოსინჯონ ძალები და იქნებ აქვთ უნარი მსგავსი რაღაცების კეთების?!

მაგალითად, სამსახურში ჭურჭელი რომ გაგვტეხია, ვთქვათ, ბოკალს ძირი მოსტეხია, არც იქ გადამიგდია. სახლში მომიტანია, ამომიტრიალებია, შიგნით რაიმე პატარა სუვენირი, რაც მომეძებნება, შემისვამს და ძირზე მუყაო ცხელი წებოთი მიმიმაგრებია... ისეთი ორიგინალურია, ვერც მიხვდები, რომ ხელნაკეთია... ნაბიჯები თამამად გადავდგათ...