ცესკოსთან მსვლელობისას რეჟისორი გიორგი ლიფონავა დააკავეს. დაკავების კადრებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიგი უგულავა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, სამი პირია დაკავებული.
როგორც მან აღნიშნა, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
„ორი პიროვნებაა ამ წუთას დაკავებული. გზას კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებას”, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან”.
ცნობისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან ერთად ცესკოსთან, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების პარალელურად აქცია გამართეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ მათ ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნის გავლით მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა ამის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა. მსვლელობის განმავლობაში პოლიციამ აქციის ორი მონაწილეც დააკავა. ამ დროისთვის კი, მსვლელობა დასრულებულია.
ნახეთ ასევე: