პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოატყუო ზამთარი" და შეცვალე საბურავი "თეგეტა მოტორსში"
"არ მოატყუო ზამთარი" და შეცვალე საბურავი "თეგეტა მოტორსში"

ზამ­თრის დად­გო­მი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მძღო­ლე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბილ­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუნ­ვის დროც დგე­ბა. ცივ სე­ზონ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის რის­კი იზ­რდე­ბა, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის არა­სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვის ბრა­ლია. სწო­რედ ამ ში­ნა­არსს ატა­რებს „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ზამ­თრის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გზავ­ნი­ლიც - „არ მო­ა­ტყუო ზამ­თა­რი“ და მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს, რომ ზამ­თარ­ში უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თვას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს.

მძღო­ლი­სა და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სა­ბუ­რა­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბაა. სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, რო­დე­საც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 7 გრა­დუსს ჩა­მოს­ცდე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბი ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით ჩა­ნაც­ვლდეს. რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზამ­თარ­ში შე­სა­ბა­მი­სი სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა და რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა სა­ბუ­რა­ვის შერ­ჩე­ვი­სას - ამ თე­მა­ზე ვრცლად „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სა­ბუ­რა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა გვა­სა­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა საფრ­თხეს ქმნის ზამ­თარ­ში არა­სე­ზო­ნუ­რი სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

გზებ­ზე მო­ცუ­რე­ბის რის­კი, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა და დატ­ვირ­თუ­ლი გზე­ბი - ეს არის დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რა­მაც ზამ­თარ­ში შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას. სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნი­სა თუ გზის რე­ლი­ე­ფის­თვის სა­ბუ­რა­ვის სე­ზო­ნუ­რად ცვლა, პირ­ველ რიგ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ცივი კლი­მა­ტის­თვის შე­უ­სა­ბა­მო სა­ბუ­რა­ვი მო­ჭი­დე­ბის უნარს კარ­გავს და სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლის გაზ­რდას იწ­ვევს. ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი კი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და თოვ­ლი­ან ზე­და­პირ­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბის მან­ძილს ამ­ცი­რებს და გვაძ­ლევს უკე­თე­სი მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. არ­სე­ბობს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­ბუ­რა­ვე­ბი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი არის ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა. რო­დე­საც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 7 გრა­დუსს ჩა­მოს­ცდე­ბა, ეს უკვე საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია არა­სე­ზო­ნუ­რი სა­ბუ­რა­ვე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად.

აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებს გა­სუ­ლი არ უნდა ჰქონ­დეს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვის თვი­სე­ბებს კარ­გავს, ხდე­ბა გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და იმა­ვე პრობ­ლე­მებს ქმნის, რა­საც ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბი?

სა­ბუ­რა­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბა დგინ­დე­ბა და კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, უნდა გან­ვსა­ზღვროთ, რო­გორ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში უწევს მძღოლს გა­და­ად­გი­ლე­ბა და იმის შე­სა­ბა­მი­სად უნდა შე­ირ­ჩეს რამ­დე­ნი­მე ტი­პის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი­დან რო­მე­ლი­მე. ნა­წი­ლი გათ­ვლი­ლია ზამ­თარ­ში ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, მე­ო­რე ნა­წი­ლი - მკაც­რი ზამ­თრის პი­რო­ბე­ბის­თვის, როცა გზის სა­ფა­რი და­ფა­რუ­ლია თოვ­ლი­თა და ყი­ნუ­ლით. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ფიფ­ქის სიმ­ბო­ლოს­თან ერ­თად, მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია პრო­ტექ­ტო­რის სი­მაღ­ლე, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 3 მმ. ასე­ვე სა­ბუ­რავ­ზე უნდა იკი­თხე­ბო­დეს დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი, ხოლო დამ­ზა­დე­ბი­დან არ უნდა იყოს გა­სუ­ლი 10 წელ­ზე მეტი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თვე­ში ერთხელ შე­მოწ­მდეს სა­ბუ­რა­ვე­ბის წნე­ვა, რად­გან ეს არის სწო­რად ცვე­თის პირ­ვე­ლი ინ­დი­კა­ტო­რი.

არ­სე­ბობს მითი, რომ MS აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა ყვე­ლა სე­ზო­ნის ტი­პის სა­ბუ­რა­ვის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ იშიფ­რე­ბა ეს სიმ­ბო­ლო?

MS იშიფ­რე­ბა, რო­გორც ტა­ლა­ხი (Mud) და თოვ­ლი (Snow) და არ არის სე­ზო­ნუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს აწე­რია ზამ­თრის სა­ბუ­რავს და, ამავდრო­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა, ეწე­როს რო­გორც ყვე­ლა სე­ზო­ნის, ისე - ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რავს, მას­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს All Season წარ­წე­რა ან ოთხი­ვე სე­ზო­ნის აღმნიშ­ვნე­ლი მარ­კი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი. რა­ტომ არ არის უსაფრ­თხო ზამ­თარ­ში ამ ტი­პის სა­ბუ­რა­ვე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა?

ყვე­ლა სე­ზო­ნის ტი­პის სა­ბუ­რა­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ზა­ფხულ­შიც და ზამ­თარ­შიც, თუმ­ცა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია ქა­ლა­ქის პი­რო­ბე­ბის­თვის, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გზის სა­ფა­რი მშრა­ლია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა ავ­ტო­მო­ბილს თოვლსა და ყი­ნულ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას არ შე­ექ­მნას უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა და შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლოს მოძ­რა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ზამ­თრის სე­ზონ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა. მძღოლს, რო­მე­ლიც და­არ­ღვევს ამ წესს და არ გა­მო­ი­ყე­ნებს ე. წ. ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვებს, ფუ­ლად ჯა­რი­მას­თან ერ­თად, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შე­უმ­ცირ­დე­ბა.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ცალ-ცალ­კე ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნის ნაც­ვლად, ყვე­ლა სე­ზო­ნის სა­ბუ­რა­ვის შე­ძე­ნა ეკო­ნო­მი­უ­რია. რე­ა­ლუ­რად კი, სა­ბუ­რა­ვის სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბა მის ნაკ­ლებ ცვე­თას იწ­ვევს და სწო­რედ ამით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მისი ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა.

რო­მელ ბრენ­დებ­სა და რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

„თე­გე­ტა მო­ტორსში“ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს. პრე­მი­უმ სეგ­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლია Michelin-ის, Bridgestone-ისა და Continental-ის ბრენ­დე­ბი. გარ­და ამი­სა, გვაქვს არ­ჩე­ვა­ნი სა­შუ­ა­ლო და ბი­უ­ჯე­ტურ ბრენ­დებ­ში.

ჩვენ­თან მოქ­მე­დი ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მომ­ხმა­რე­ბელს თე­გე­ტას ბა­რათ­ზე, ყვე­ლა შე­ნა­ძენ­ზე ერი­ცხე­ბა ქუ­ლე­ბი. 15, 16 და 17 ნო­ემ­ბერს კი ნე­ბის­მი­ე­რი ბრენ­დის სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ისარ­გებ­ლებს გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის აქ­ცი­ით, რაც აძ­ლევთ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბით გა­ა­კე­თონ სხვა შე­ნა­ძე­ნი და და­ზო­გონ ბი­უ­ჯე­ტი.

„თე­გე­ტა მო­ტორსში“ შე­ძე­ნილ ნე­ბის­მი­ერ სა­ბუ­რავ­ზე ქარ­ხნუ­ლი წუ­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს გა­რან­ტია, ხოლო პრე­მი­უმ ბრენ­დებ­ზე - უსას­რუ­ლო გა­რან­ტია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი უსას­რუ­ლო გა­რან­ტი­ით ისარ­გებ­ლებს BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH ყიდ­ვი­სას. „თე­გე­ტა მო­ტორსში“ სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნა რო­გორც ფი­ლი­ა­ლებ­ში, ასე­ვე ონ­ლა­ინ შოპ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მათ ჩვე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მე­ქა­ნი­კო­სე­ბი უსას­ყიდ­ლოდ შე­გიც­ვლი­ან.

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

მამუკა
0

ეტყობა ძველი საბურავები აქვთ გასასაღებელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"არ მოატყუო ზამთარი" და შეცვალე საბურავი "თეგეტა მოტორსში"

"არ მოატყუო ზამთარი" და შეცვალე საბურავი "თეგეტა მოტორსში"

ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვის ბრალია. სწორედ ამ შინაარსს ატარებს „თეგეტა მოტორსის“ ზამთრის საკომუნიკაციო გზავნილიც - „არ მოატყუო ზამთარი“ და მომხმარებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ზამთარში უსაფრთხოებასა და ავტომობილის გამართვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საბურავების სეზონური ცვლილებაა. საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი სეზონის საბურავებით გადაადგილება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საბურავის შერჩევისას - ამ თემაზე ვრცლად „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი კახა გვასალია გვესაუბრება.

რა საფრთხეს ქმნის ზამთარში არასეზონური საბურავებით გადაადგილება?

გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები - ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია არასეზონური საბურავების ზამთრის საბურავებით ჩასანაცვლებლად.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება.

როგორ შევარჩიოთ სწორად ზამთრის საბურავები?

საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, როგორ კლიმატურ პირობებში უწევს მძღოლს გადაადგილება და იმის შესაბამისად უნდა შეირჩეს რამდენიმე ტიპის ზამთრის საბურავიდან რომელიმე. ნაწილი გათვლილია ზამთარში ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად, მეორე ნაწილი - მკაცრი ზამთრის პირობებისთვის, როცა გზის საფარი დაფარულია თოვლითა და ყინულით. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია, თვეში ერთხელ შემოწმდეს საბურავების წნევა, რადგან ეს არის სწორად ცვეთის პირველი ინდიკატორი.

არსებობს მითი, რომ MS აბრევიატურა ყველა სეზონის ტიპის საბურავის მანიშნებელია, სინამდვილეში როგორ იშიფრება ეს სიმბოლო?

MS იშიფრება, როგორც ტალახი (Mud) და თოვლი (Snow) და არ არის სეზონურობის მაჩვენებელი. ეს აწერია ზამთრის საბურავს და, ამავდროულად, შეიძლება, ეწეროს როგორც ყველა სეზონის, ისე - ზაფხულის საბურავებს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, მასზე დატანილი უნდა იყოს All Season წარწერა ან ოთხივე სეზონის აღმნიშვნელი მარკირება.

საქართველოში საკმაოდ პოპულარულია ყველა სეზონის საბურავები. რატომ არ არის უსაფრთხო ზამთარში ამ ტიპის საბურავებით გადაადგილება?

ყველა სეზონის ტიპის საბურავები შეიძლება გამოვიყენოთ ზაფხულშიც და ზამთარშიც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი განკუთვნილია ქალაქის პირობებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარი მშრალია. სხვა შემთხვევაში აუცილებელია ზამთრის საბურავების გამოყენება, რათა ავტომობილს თოვლსა და ყინულზე გადაადგილებისას არ შეექმნას უსაფრთხოების პრობლემა და შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ზამთრის სეზონზე სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე. წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება.

მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა.

რომელ ბრენდებსა და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ ამ მიმართულებით?

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს ვთავაზობთ ზამთრის საბურავების ფართო არჩევანს. პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილია Michelin-ის, Bridgestone-ისა და Continental-ის ბრენდები. გარდა ამისა, გვაქვს არჩევანი საშუალო და ბიუჯეტურ ბრენდებში.

ჩვენთან მოქმედი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს თეგეტას ბარათზე, ყველა შენაძენზე ერიცხება ქულები. 15, 16 და 17 ნოემბერს კი ნებისმიერი ბრენდის საბურავების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ისარგებლებს გაორმაგებული ქულების აქციით, რაც აძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ დაგროვებული ქულებით გააკეთონ სხვა შენაძენი და დაზოგონ ბიუჯეტი.

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია. მომხმარებელი უსასრულო გარანტიით ისარგებლებს BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH ყიდვისას. „თეგეტა მოტორსში“ საბურავების შეძენა როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ შოპზეა შესაძლებელი და მათ ჩვენი კვალიფიციური მექანიკოსები უსასყიდლოდ შეგიცვლიან.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS