Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ელენეს სამი შვილი დარჩა..." - ცნობილი ხდება თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა
"ელენეს სამი შვილი დარჩა..." - ცნობილი ხდება თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა

თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ჩვენ და­ვად­გი­ნეთ გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა. ისი­ნი 23 წლის ლაშა მინ­დე­ლი და 26 წლის ელე­ნე ძინ­ძი­ბა­ძე არი­ან. ლა­შას ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ახლა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ლაშა თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ეს ბი­ნაც, სა­დაც ცხედ­რე­ბი იპო­ვეს მას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ელე­ნეს, ის თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მას სამი შვი­ლი დარ­ჩა.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, ელე­ნეს შე­სა­ხებ რაც გა­ვი­გეთ. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო. თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, სამი შვი­ლი დარ­ჩა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ან, რო­გორც ვიცი, ერთი - სკო­ლა­ში" - ამ­ბო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ელენეს სამი შვილი დარჩა..." - ცნობილი ხდება თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა

"ელენეს სამი შვილი დარჩა..." - ცნობილი ხდება თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 26 წლის გოგონა სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.

  • მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო. ცხედრები სამართალდამცავებმა ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ახლა ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.

ჩვენ დავადგინეთ გარდაცვლილთა ვინაობა. ისინი 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე არიან. ლაშას ოჯახი წლების მანძილზე ქუთაისში ცხოვრობდა, თუმცა ახლა რამდენიმე წელია, რაც ლაშა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის თბილისში მუშაობდა და ეს ბინაც, სადაც ცხედრები იპოვეს მას ჰქონდა ნაქირავები.

რაც შეეხება ელენეს, ის თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.

"საშინელი ამბავია, ელენეს შესახებ რაც გავიგეთ. ძალიან კარგი გოგონა იყო. თბილისში ცხოვრობდა, სამი შვილი დარჩა. პატარები ბაღში დადიან, როგორც ვიცი, ერთი - სკოლაში" - ამბობენ ახლობლები.

წაიკითხეთ ასევე: