საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია“ - ნიკა გვარამია
“ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია“ - ნიკა გვარამია

"კო­ა­ლი­ცი­ამ ცვლი­ლე­ბის­თვის“ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ჩახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა. რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, “ისი­ნი უარს აცხა­დე­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე რე­ჟიმ­თან, რო­მე­ლიც იპა­რავს არ­ჩევ­ნებს და გა­მო­ხა­ტავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში". ბრი­ფინ­გის ბო­ლოს, სა­კუ­თა­რი ნება პარ­ტი­ის წევ­რებ­მა გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რეს.

  • გვა­რა­მი­ას თქმით, პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ პარ­ლა­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ლე­გი­ტი­მურ ქმე­დე­ბებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბად მი­აჩ­ნი­ათ.

“სამ­წუ­ხა­როდ ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ჩევ­ნე­ბი მო­პა­რუ­ლად რჩე­ბა, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვარ­წმუ­ნო, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შეძ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა. მათი ეს “წარ­მა­ტე­ბა“ დრო­ე­ბი­თია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია და ჩვენ ვდებთ პი­რო­ბას, რომ ხმას და­ვუბ­რუ­ნებთ ქარ­თველ ხალ­ხს და სამ­შობ­ლოს და­ვიბ­რუ­ნებთ ყვე­ლა­ფერს ერ­თად. პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, ამ პარ­ლა­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ლე­გი­ტი­მურ ქმე­დე­ბებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბად მიგ­ვაჩ­ნია. ეს არის ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის პო­ზი­ცია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც გა­გაც­ნობთ.

კო­ა­ლი­ცი­ის სია იყო 82 კა­ცი­ა­ნი, დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი. იმ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად იგი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, არ არის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს მისი ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი და ასე­ვე, არ არის ჩვე­ნი პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე თენ­გო თევ­ზა­ძე, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში იკი­თხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლა, ვინც ამ [სა­არ­ჩევ­ნო] სი­ა­ში ვართ, უარს ვა­ცხა­დებთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე რე­ჟიმ­თან, რო­მე­ლიც იპა­რავს არ­ჩევ­ნებს და გა­მო­ხა­ტავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რე­სებს ჩვენს სამ­შობ­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

  • ამას­თან, ნიკა გვა­რა­მი­ამ წა­ი­კი­თხა გან­ცხა­დე­ბის ბოლო აბ­ზა­ცი: “მოგ­მარ­თავთ გან­ცხა­დე­ბით - კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბის­თვის - გვა­რა­მია, მე­ლია, “გირ­ჩი“, “დროა“, პარ­ტი­უ­ლი სიის წევ­რი, არ გა­მა­ტა­როთ რე­გის­ტრა­ცი­ა­ში, რო­გორც არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და არ გას­ცეთ ჩემ­ზე დრო­ე­ბი­თი მოწ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ“.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ გან­მარ­ტა, ეს სა­მარ­თლებ­რი­ვად სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ცეს­კო-მ და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყოს.

“ეს სა­მარ­თლებ­რი­ვად სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, მაგ­რამ ცეს­კო-მ და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ამ სიის 82-ივე წევ­რი ხელს მო­ა­წერს უარს. ამ ეტაპ­ზე ჩვენ სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლად ვა­წერთ ხელს ამ გა­ნა­ცხადს, რი­თაც ვა­დას­ტუ­რებთ იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ამ პარ­ლა­მენ­ტში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩვენ მას ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ვერ შევ­ძენთ ჩვე­ნი იქ ყოფ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ავტორი:

“ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია“ - ნიკა გვარამია

“ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია“ - ნიკა გვარამია

"კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განმარტა, “ისინი უარს აცხადებენ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში". ბრიფინგის ბოლოს, საკუთარი ნება პარტიის წევრებმა განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურეს.

  • გვარამიას თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიაჩნიათ.

“სამწუხაროდ ჯერჯერობით არჩევნები მოპარულად რჩება, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ გამორიცხულია, “ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება. მათი ეს “წარმატება“ დროებითია, ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველაფერს ერთად. პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიგვაჩნია. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომელსაც გაგაცნობთ.

კოალიციის სია იყო 82 კაციანი, დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი. იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია, არ არის ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე, არ არის ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ყველა, ვინც ამ [საარჩევნო] სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, - განაცხადა გვარამიამ.

  • ამასთან, ნიკა გვარამიამ წაიკითხა განცხადების ბოლო აბზაცი: “მოგმართავთ განცხადებით - კოალიცია “ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, “გირჩი“, “დროა“, პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში, როგორც არჩეული პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“.

როგორც გვარამიამ განმარტა, ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს.

“ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება. რამდენჯერაც საჭირო იქნება ამ სიის 82-ივე წევრი ხელს მოაწერს უარს. ამ ეტაპზე ჩვენ სრულიად გამართულად ვაწერთ ხელს ამ განაცხადს, რითაც ვადასტურებთ იმას, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში ჩვენი თანამონაწილეობა გამორიცხულია. ჩვენ მას ლეგიტიმაციას ვერ შევძენთ ჩვენი იქ ყოფნით“, - განაცხადა გვარამიამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"