ავტორი:

"ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია, ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს...“ - ნინი ქარსელაძე

"ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია, ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს...“ - ნინი ქარსელაძე

უკვე წლებია, რაც ნინი ქარსელაძე მედიასთან ნაკლებად თანამშრომლობს, განსაკუთრებულად თუ თემა პირად ცხოვრებას ეხება. ნინის გაუქმებული აქვს სოციალური ქსელი "ფეისბუქი" და "ინსტაგრამზეც" იშვიათად აჩენს ფოტოებს. ერთი წლის წინ მისი დაოჯახების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელში, დედამ, ხათუნა ჟორდანიამ დაწერა, რომ - ნინი გათხოვდა.

  • თუმცა, როგორც მომღერალმა ახლახან თავის გამომწერებს აცნობა, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს - თაზო ჯახუტაშვილს დაშორდა.

"ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მთავარია, მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს. მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა," - წერს “ინსტაგრამზე“ ნინი ქარსელაძე, სადაც გამომწერების შეკითხვებს გულახდილად უპასუხა.

წარმოშობით ბათუმელი ჯახუტაშვილი ბავშვობიდან თბილისში ცხოვრობს. მას უკვე ჰყავდა ოჯახი, მეუღლეს დაშორდა და ორი შვილი ჰყავს. ბიჭი 3 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ დაოჯახდა და ჯახუტაშვილი ფაქტობრივად მამობილმა, ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გაზარდა.

თაზო ჯახუტაშვილის სახელი და გვარი პანამის იმ დოკუმენტებში ფიგურირებს, სადაც გამოქვეყნებულია ქართველი მილიონერების სია. ამ სიაში ვხვდებით ისეთ ცნობილ სახელებსა და გვარებს, როგორებიცაა: ბიძინა ივანიშვილი, დავით იაკობაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია და სხვები...

იხილეთ ასევე: