პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპი თუ ჰარისი  - ორი გზა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იკვეთება: ბავშვობა, განათლება, ოჯახი, პოლიტიკური კარიერა...
ტრამპი თუ ჰარისი  - ორი გზა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იკვეთება: ბავშვობა, განათლება, ოჯახი, პოლიტიკური კარიერა...

აშშ-ში დღეს რი­გით მე-60 საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და შემ­დგომ სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია გან­სა­ზღვრავს, ვინ მარ­თავს ქვე­ყა­ნას მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ კან­დი­და­ტი, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი თუ "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ კან­დი­და­ტი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ადრე ვერ­მონ­ტის შტატ­ში იხ­სნე­ბა და ყვე­ლა­ზე გვი­ან - ჰა­ვა­ის შტატ­ში.

და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ აშშ-ის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­გორც წესი, უბ­ნე­ბის და­ხურ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცხად­დე­ბა, მაგ­რამ წლე­ვან­დე­ლი და­ძა­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა, მეტი ლო­დი­ნი გახ­დეს სა­ჭი­რო.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის წი­ნას­წა­რი პრო­ცე­დუ­რით უკვე 81 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის კან­დი­დატ­მა ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის წევრთა 538 ხმი­დან სულ მცი­რე 270 ხმა უნდა მი­ი­ღოს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ძა­ბუ­ლი რბო­ლაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შვიდ შტატ­ში, ესე­ნია: არი­ზო­ნა, ჯორ­ჯია, მი­ჩი­გა­ნი, ნე­ვა­და, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა, პენ­სილ­ვა­ნია და ვის­კონ­სი­ნი.

  • BBC -ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჰა­რისს ტრამ­პთან შე­და­რე­ბით მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. 4 ნო­ემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­მა­ლა ჰა­რისს გა­მო­კი­თხულ­თა 48% უჭერს მხარს. დო­ნალდ ტრამპს კი - 47%.

“პი­რო­ბას ვდებ, რომ მი­ვი­ღებ საღ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რათა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გავ­ხა­დო. პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. პი­რო­ბას ვდებ, რომ მო­ვუს­მენ ექ­სპერ­ტებს. მო­ვუს­მენ მა­თაც, ვინც არ მე­თან­ხმე­ბა. დო­ნალდ ტრამ­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე არ მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მე­თან­ხმე­ბი­ან, ჩემი მტრე­ბი არი­ან. მას მათი მათი ცი­ხე­ში ჩას­მა სურს.

პი­რო­ბას ვდებ, რომ ვიქ­ნე­ბი პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჰა­რის­მა დას­კვნით გა­მოს­ვლა­ში.

ტრამპმა თა­ვის დას­კვნით გა­მოს­ვლა­ში ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სა­ზღვრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და “კა­პი­ტო­ლი­უ­მის“ დარ­ბე­ვის შემ­თხვე­ვაც გა­იხ­სე­ნა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, “მას მა­შინ თეთ­რი სახ­ლი არ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.“

“ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­ზღვა­რი გვქონ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა და პი­რო­ბა დადო, რომ ამ მხრივ ვი­თა­რე­ბას შეც­ვლის.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 48 სა­ა­თით ადრე, მე­დი­სონ სკვერ გარ­დენ­ში, ამომ­რჩევ­ლებ­თან სა­ბო­ლო­ოდ შეხ­ვედ­რი­სას, ტრამპმა მის დე­მოკ­რატ ოპო­ნენტს უწო­და “მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის გზა­ზე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.“

აშშ-ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში არ წყდე­ბა სა­უ­ბა­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის, დო­ნალდ ტრამ­პი­სა და კა­მა­ლა ჰა­რი­სის შე­სა­ხებ. მათ ფო­ტო­ებს ნე­ბის­მი­ე­რი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე შეხ­ვდე­ბით... ბევ­რმა იცის კან­დი­და­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის გზა, რო­მე­ლიც ორი­ვე მათ­გან­მა დიდ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე გა­ი­ა­რა:

  • ად­რე­უ­ლი წლე­ბი

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა კა­მა­ლა ჰა­რის­მა ად­რე­უ­ლი წლე­ბი გა­ა­ტა­რა ოკ­ლენდში, კა­ლი­ფორ­ნია. ხოლო რეს­პუბ­ლი­კე­ლი კან­დი­და­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გა­ი­ზარ­და ნიუ-იორკში.

კა­მა­ლას მარ­ტო­ხე­ლა დედა ზრდი­და - შა­მა­ლა გო­პა­ლან ჰა­რი­სი ინ­დო­ე­თი­დან აშშ-ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ექი­მი, აბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვის­ტი იყო. ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, გო­პა­ლა­ნიმ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის გან­ხრით ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბაც მო­ი­პო­ვა.

მამა - დო­ნალდ ჰა­რი­სი ია­მა­ი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ამე­რი­კა­ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პრო­ფე­სო­რია. რო­დე­საც კა­მა­ლა 7 წლის იყო, მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა მის ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა: "უქ­მე­ებ­ზე მე და ჩემი უმ­ცრო­სი და მა­მას სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დით. უბან­ში ბავ­შვე­ბი არა­თუ არ გვე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ, არც კი გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან მუქი ფე­რის კანი გვქონ­და“.

დო­ნალდ ტრამ­პი და­ი­ბა­და ქა­ლაქ ნიუ-იორ­კის ქსე­ლურ სა­მე­ზობ­ლო Jamaica Estate-ში. დო­ნალდ ტრამ­პის მამა, ფრე­დი, გერ­მა­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლი იყო, ხოლო დედა, მერი ენ მაკ­ლე­ო­დი - შოტ­ლან­დი­ე­ლი. ჰყავ­და ოთხი და-ძმა, სამი მათ­გა­ნი, მა­რი­ა­ნა, ელი­სა­ბე­დი და რო­ბერ­ტი დღემ­დე ცო­ცხლე­ბი არი­ან, ხოლო უფ­რო­სი ძმა, ფრედ უმ­ცრო­სი 1981 წელს ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ძმის მა­გა­ლი­თის გამო ერი­დე­ბო­და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და­ლე­ვას ან სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბას

  • გა­ნათ­ლე­ბა

13 წლის ასაკ­ში დო­ნალ­დი ნიუ-იორ­კის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში, სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნის კერ­ძო სკო­ლა­ში გაგ­ზავ­ნეს. ტრამ­პის თქმით, სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ხუთ­მა წელ­მა მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა და ლი­დე­რო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უორ­ტო­ნის ბიზ­ნე­სის სკო­ლის დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ტრამ­პი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

კა­მა­ლა ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და კა­ნა­და­ში, მონ­რე­ა­ლის ერთ-ერთ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰო­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან კა­მა­ლას დედა სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ას­წავ­ლი­და. 2004 წელს ჰა­რის­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ვა­შინგტონ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­წლი­ურ მსვლე­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის მიერ.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა

სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჰა­რი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და და სა­მარ­თლებ­რივ სფე­რო­ში თავ­ბრუს­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა და მა­ლე­ვე შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­და. 2016 წელს ის უკვე აშშ-ის სე­ნა­ტის წევ­რი იყო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ტრამპმა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო.

სამი წლის შემ­დეგ, ჰა­რის­მა წა­მო­ი­წყო სა­კუ­თა­რი, თუმ­ცა საკ­მა­ოდ სუს­ტი, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია, თუმ­ცა მისი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ჯო ბა­ი­დენს არ გა­მოჰ­პარ­ვია, შე­დე­გად ის იგი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს კა­მა­ლას უწევ­და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა ომე­ბი უკ­რა­ი­ნა­სა და ღა­ზის სექ­ტორ­ში, ასე­ვე ავ­ღა­ნე­თი­დან ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი

ჰა­რი­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ად­ვო­კატ დუგ ემჰოფ­ზე, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებს კამ­პა­ნი­ას მისი სა­ხე­ლით. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წელს და­ქორ­წინ­და. დუ­გ­ლას ემჰო­ფი ბრუკ­ლინ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის გოლ­დე­ნის სა­მარ­თლის სკო­ლა. ამ­ჟა­მად იგი ერთ-ერთი დიდი კომ­პა­ნი­ის DLA Piper Law Firm-ის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია. დუ­გ­ლა­სი ასე­ვე კომ­პა­ნია Emhoff-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის და­ვებ­ში ეხ­მა­რე­ბა. კა­მა­ლა ჰა­რი­სი დუ­გ­ლა­სის მე­ო­რე ცოლი და ელა და ჯონ ემჰო­ფე­ბის დე­დი­ნაც­ვა­ლია. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავს.

ოჯა­ხის წევ­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შეს დო­ნალდ ტრამ­პის კა­რი­ე­რა­შიც, თუმ­ცა 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს იგი სა­ჯა­როდ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ცოლ­თან მე­ლა­ნია ტრამ­პთან ერ­თად. ის ტრამ­პის მე­სა­მე ცო­ლია.

დო­ნალდ ტრამ­პი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაა - მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან - ეროვ­ნე­ბით ჩეხ ივა­ნას­გან სამი შვი­ლი ჰყავს - დო­ნალ­დი-უმ­ცრო­სი, ერი­კი და ივან­კა; მე­ო­რე ცო­ლის­გან - ჯორ­ჯი­ე­ლი მარ­ლა მე­იპ­რი­ზის­გან - ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - ტი­ფა­ნი, ხოლო მე­სა­მეს­გან - ეროვ­ნე­ბით სლო­ვე­ნი მე­ლა­ნი­ას­გან, რო­მე­ლიც ცო­ლად 2005 წელს მო­იყ­ვა­ნა, ჰყავს ერთი ვაჟი - ბე­რო­ნი.

ჰა­რი­სი 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლა­ში საკ­მა­ოდ გვი­ან ჩა­ერ­თო. ის გახ­და პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი ქალი, რო­მელ­მაც მან­და­ტი მო­ი­პო­ვა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პარ­ტი­ის­გან.

ამა­ვე არ­ჩევ­ნებ­ზე ტრამპმა და­ამ­ყა­რა ერ­თგვა­რი რე­კორ­დი: იგი მე­სა­მედ იყო წარ­დგე­ნი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ტრამპი თუ ჰარისი  - ორი გზა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იკვეთება: ბავშვობა, განათლება, ოჯახი, პოლიტიკური კარიერა...

ტრამპი თუ ჰარისი  - ორი გზა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იკვეთება: ბავშვობა, განათლება, ოჯახი, პოლიტიკური კარიერა...

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - "დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ "რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

განსაკუთრებულად დაძაბული რბოლაა მოსალოდნელი შვიდ შტატში, ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.

  • BBC -ის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული გამოკითხვის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, ჰარისს ტრამპთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს. 4 ნოემბრის მონაცემებით, კამალა ჰარისს გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს. დონალდ ტრამპს კი - 47%.

“პირობას ვდებ, რომ მივიღებ საღ გადაწყვეტილებებს, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესი გავხადო. პოლიტიკური ქულების მოპოვებას არ ვაპირებ. პირობას ვდებ, რომ მოვუსმენ ექსპერტებს. მოვუსმენ მათაც, ვინც არ მეთანხმება. დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, მე არ მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც არ მეთანხმებიან, ჩემი მტრები არიან. მას მათი მათი ციხეში ჩასმა სურს.

პირობას ვდებ, რომ ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის“, - განაცხადა ჰარისმა დასკვნით გამოსვლაში.

ტრამპმა თავის დასკვნით გამოსვლაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, საზღვრების გაძლიერებაზე ისაუბრა და “კაპიტოლიუმის“ დარბევის შემთხვევაც გაიხსენა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, “მას მაშინ თეთრი სახლი არ უნდა დაეტოვებინა.“

“ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი გვქონდა,“ - განაცხადა ტრამპმა და პირობა დადო, რომ ამ მხრივ ვითარებას შეცვლის.

არჩევნებამდე 48 საათით ადრე, მედისონ სკვერ გარდენში, ამომრჩევლებთან საბოლოოდ შეხვედრისას, ტრამპმა მის დემოკრატ ოპონენტს უწოდა “მატარებელი, რომელმაც თავის გზაზე ყველაფერი გაანადგურა.“

აშშ-ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ წყდება საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის შესახებ. მათ ფოტოებს ნებისმიერი ცნობილი ჟურნალის ყდაზე შეხვდებით... ბევრმა იცის კანდიდატების პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის გზა, რომელიც ორივე მათგანმა დიდ პოლიტიკაში მოსვლამდე გაიარა:

  • ადრეული წლები

საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა ადრეული წლები გაატარა ოკლენდში, კალიფორნია. ხოლო რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიზარდა ნიუ-იორკში.

კამალას მარტოხელა დედა ზრდიდა - შამალა გოპალან ჰარისი ინდოეთიდან აშშ-ში მიგრირებული ექიმი, აბიოსამედიცინო მეცნიერი და სოციალური აქტივისტი იყო. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, გოპალანიმ გადამზადების კურსები გაიარა და ენდოკრინოლოგიის განხრით ასოცირებული პროფესორის წოდებაც მოიპოვა.

მამა - დონალდ ჰარისი იამაიკაში დაბადებული, ამერიკაში მიგრირებული ეკონომიკის პროფესორია. როდესაც კამალა 7 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა მის ბიოგრაფიულ წიგნში დაწერა: "უქმეებზე მე და ჩემი უმცროსი და მამას სანახავად მივდიოდით. უბანში ბავშვები არათუ არ გვეთამაშებოდნენ, არც კი გვესაუბრებოდნენ, რადგან მუქი ფერის კანი გვქონდა“.

დონალდ ტრამპი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკის ქსელურ სამეზობლო Jamaica Estate-ში. დონალდ ტრამპის მამა, ფრედი, გერმანელი ემიგრანტების შვილი იყო, ხოლო დედა, მერი ენ მაკლეოდი - შოტლანდიელი. ჰყავდა ოთხი და-ძმა, სამი მათგანი, მარიანა, ელისაბედი და რობერტი დღემდე ცოცხლები არიან, ხოლო უფროსი ძმა, ფრედ უმცროსი 1981 წელს ალკოჰოლური სასმელების მიღებით გარდაიცვალა. ტრამპმა განაცხადა, რომ ძმის მაგალითის გამო ერიდებოდა ალკოჰოლური სასმელების დალევას ან სიგარეტის მოხმარებას

  • განათლება

13 წლის ასაკში დონალდი ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში, სამხედრო დისციპლინის კერძო სკოლაში გაგზავნეს. ტრამპის თქმით, სამხედრო აკადემიაში გატარებულმა ხუთმა წელმა მას შესანიშნავი სამხედრო მომზადება და ლიდერობის უნარის განვითარების საშუალება მისცა.

პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, ტრამპი საოჯახო ბიზნესს ჩაუდგა სათავეში.

კამალა ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა კანადაში, მონრეალის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში. მოგვიანებით კი ჰოვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ადრეული ასაკიდან კამალას დედა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის მნიშვნელობას ასწავლიდა. 2004 წელს ჰარისმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში თავისუფლების ყოველწლიურ მსვლელობაში, რომელიც ორგანიზებული იყო მარტინ ლუთერ კინგის მიერ.

  • პოლიტიკური კარიერა

სწავლის დამთავრების შემდეგ, ჰარისი კალიფორნიაში დაბრუნდა და სამართლებრივ სფეროში თავბრუსდამხვევი კარიერა გაიკეთა და მალევე შტატის გენერალური პროკურორი გახდა. 2016 წელს ის უკვე აშშ-ის სენატის წევრი იყო. ამავე პერიოდში ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

სამი წლის შემდეგ, ჰარისმა წამოიწყო საკუთარი, თუმცა საკმაოდ სუსტი, საპრეზიდენტო კამპანია, თუმცა მისი მიზანდასახულობა ჯო ბაიდენს არ გამოჰპარვია, შედეგად ის იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ვიცე-პრეზიდენტობის დროს კამალას უწევდა საგარეო პოლიტიკის საკითხების მოგვარება, როგორიცაა ომები უკრაინასა და ღაზის სექტორში, ასევე ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა.

  • პირადი ცხოვრება და არჩევნები

ჰარისი დაქორწინებულია ადვოკატ დუგ ემჰოფზე, რომელიც რეგულარულად ატარებს კამპანიას მისი სახელით. წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა. დუგლას ემჰოფი ბრუკლინში დაიბადა. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის გოლდენის სამართლის სკოლა. ამჟამად იგი ერთ-ერთი დიდი კომპანიის DLA Piper Law Firm-ის ბიზნესპარტნიორია. დუგლასი ასევე კომპანია Emhoff-ის დამფუძნებელია, იგი საერთაშორისო კორპორაციებს უძრავი ქონების და ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოების დავებში ეხმარება. კამალა ჰარისი დუგლასის მეორე ცოლი და ელა და ჯონ ემჰოფების დედინაცვალია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

ოჯახის წევრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დონალდ ტრამპის კარიერაშიც, თუმცა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იგი საჯაროდ იშვიათად ჩნდება ცოლთან მელანია ტრამპთან ერთად. ის ტრამპის მესამე ცოლია.

დონალდ ტრამპი მრავალშვილიანი მამაა - მას პირველი ცოლისგან - ეროვნებით ჩეხ ივანასგან სამი შვილი ჰყავს - დონალდი-უმცროსი, ერიკი და ივანკა; მეორე ცოლისგან - ჯორჯიელი მარლა მეიპრიზისგან - ერთი ქალიშვილი - ტიფანი, ხოლო მესამესგან - ეროვნებით სლოვენი მელანიასგან, რომელიც ცოლად 2005 წელს მოიყვანა, ჰყავს ერთი ვაჟი - ბერონი.

ჰარისი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში საკმაოდ გვიან ჩაერთო. ის გახდა პირველი ფერადკანიანი ამერიკელი ქალი, რომელმაც მანდატი მოიპოვა ქვეყნის მთავარი პარტიისგან.

ამავე არჩევნებზე ტრამპმა დაამყარა ერთგვარი რეკორდი: იგი მესამედ იყო წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან.

იხილეთ ასევე: