საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ხალხის იმედი მაქვს - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!" - გონჩარენკო
"ქართველი ხალხის იმედი მაქვს - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!" - გონჩარენკო

დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იქ­ნე­ბა. უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა, ცდი­ლობს რა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც იყი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კომ თბი­ლი­სი­დან გამ­გზავ­რე­ბამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ორ­ბა­ნი იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მი­უ­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ას ხმე­ბის დათ­ვლამ­დე, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამაზ­რზე­ნია.

"ახლა ის ჩა­მო­დის აქ, რათა აჩ­ვე­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა. ასე­ვე არ დამ­ვი­წყე­ბია ის, რომ ორ­ბა­ნი ახლა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა. იმე­დი მაქვს, იქ­ნე­ბა მკა­ფიო პო­ზი­ცია ევ­რო­კავ­ში­რის მთა­ვა­რი ძა­ლე­ბის­გან, რომ ორ­ბა­ნი არ მოქ­მე­დებს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის რან­გში, არა­მედ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში - ეს ამაზ­რზე­ნია“, - აღ­ნიშ­ნა გონ­ჩა­რენ­კომ.

ის ოპო­ზი­ცი­ის მიერ დღეს და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მელ­საც ახლა სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლა შე­უძ­ლია, ხალ­ხია.

"დღეს ოპო­ზი­ცია, პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად, იწყებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს. ვნა­ხავთ, რო­გორ ჩა­ივ­ლის დღე­ვან­დე­ლი დღე. აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თი აკ­ვირ­დე­ბა, თვალ­ყურს ადევ­ნებს და ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი იმ­ყო­ფე­ბა და ისი­ნი ყვე­ლა მმარ­თველ პარ­ტი­ას უჭე­რენ მხარს. ახლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იმე­დი მაქვს, ეს არის ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მელ­საც სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლა შე­უძ­ლია. იმა­ზე, რაც მო­მა­ვალ დღე­ებ­ში მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს“, - აღ­ნიშ­ნა გონ­ჩა­რენ­კომ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქართველი ხალხის იმედი მაქვს - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!" - გონჩარენკო

"ქართველი ხალხის იმედი მაქვს - იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული, საქართველოს გაუმარჯოს!" - გონჩარენკო

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია.

"ახლა ის ჩამოდის აქ, რათა აჩვენოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ასევე არ დამვიწყებია ის, რომ ორბანი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო პოზიცია ევროკავშირის მთავარი ძალებისგან, რომ ორბანი არ მოქმედებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის რანგში, არამედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში - ეს ამაზრზენია“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

ის ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ახლა სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ხალხია.

"დღეს ოპოზიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იწყებს საპროტესტო აქციებს. ვნახავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. აშკარაა, რომ რუსეთი აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას. საქართველოში ბევრი რუსი პროპაგანდისტი იმყოფება და ისინი ყველა მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. ახლა ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში იქნება დამოკიდებული. საქართველოს გაუმარჯოს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

წაიკითხეთ ასევე: