საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ "ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!" - ალეკო ელისაშვილი
"მივმართავ "ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!" - ალეკო ელისაშვილი

თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და ღირ­სე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლას გი­ლო­ცავთ! - მივ­მარ­თავ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ - შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს, ამას მეტი კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა - გე­ყოთ, რაც აჯან­ჯღა­რეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა,- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვილ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ის­თვის მშვი­დო­ბი­ა­ნად გად­მო­ბა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და ღირ­სე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლას გი­ლო­ცავთ! ყვე­ლას, ვინც არ გა­ტყდით, ვინც მი­ხედ­ვით, გა­ა­ფე­რა­დეთ ოპო­ზი­ცია და გან­სა­კუთ­რე­ბით 9 ნო­მე­რი. მად­ლო­ბა ყვე­ლას! ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ყვე­ლა ხმას და­ვი­ცავთ და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბე­ჭედს და­ვარ­ტყამთ. ცეს­კო-ს ბეჭ­დის დარ­ტყმა მო­უ­წევს. მინ­და მივ­მარ­თო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ვი­საც გო­ნი­ე­რე­ბა შერ­ჩე­ნია - მო­ეშ­ვით მა­ი­მუ­ნო­ბას, გე­ყოთ დღეს რა­საც მა­მა­ძაღ­ლობ­დით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხალ­ხს უქ­სევ­დით ვი­ღაც ქე­ცი­ან ზონ­დერებს, ვი­ღაც ძა­ლით ძველ ბი­ჭებს. გე­ყო­ფათ ახლა ეს! ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წყნა­რად გად­მოგ­ვა­ბა­რეთ. ამა­ღამ უკვე და­ვი­წყებთ იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა­საც ხალ­ხს ვპირ­დე­ბო­დით: ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა და ჩვე­ნი გამ­დიდ­რე­ბა, ორა­სი ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რუ­ლე­ბა და 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია. ამის­თვის ხე­ლე­ბი გვაქვს და­კა­პი­წე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლე­ბო, ღირ­სე­უ­ლო ქარ­თვე­ლე­ბო, გი­ლო­ცავთ ყვე­ლას! "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, შე­ე­გუ­ეთ მარ­ცხს. ამას მეტი კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა. მო­ძებ­ნეთ თქვენს თავ­ში ძალა. გე­ყოთ რაც აჯან­ჯღა­რეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, Edison Research-ის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხმე­ბის 40,9 % მი­ი­ღო, "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ 16,7 %, მე­ლია-გვა­რა­მი­ას კო­ა­ლი­ცი­ამ 16,7 %, "ძლი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ – 10,3% და გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ამ - 8,2 %.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მივმართავ "ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!" - ალეკო ელისაშვილი

"მივმართავ "ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა - ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!" - ალეკო ელისაშვილი

თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! - მივმართავ "ქართულ ოცნებას“ - შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება - გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა "ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ოპოზიციისთვის მშვიდობიანად გადმობარებისკენ მოუწოდა.

"თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! ყველას, ვინც არ გატყდით, ვინც მიხედვით, გააფერადეთ ოპოზიცია და განსაკუთრებით 9 ნომერი. მადლობა ყველას! ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ყველა ხმას დავიცავთ და ამ გამარჯვებას ოფიციალურად ბეჭედს დავარტყამთ. ცესკო-ს ბეჭდის დარტყმა მოუწევს. მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას“, ვისაც გონიერება შერჩენია - მოეშვით მაიმუნობას, გეყოთ დღეს რასაც მამაძაღლობდით მთელი დღის განმავლობაში, ხალხს უქსევდით ვიღაც ქეციან ზონდერებს, ვიღაც ძალით ძველ ბიჭებს. გეყოფათ ახლა ეს! ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ. ამაღამ უკვე დავიწყებთ იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ხალხს ვპირდებოდით: ევროკავშირისკენ სვლა და ჩვენი გამდიდრება, ორასი ათასი სამუშაო ადგილი, ანაკლიის პროექტის დაუყოვნებლივ შესრულება და 1000-ლარიანი პენსია. ამისთვის ხელები გვაქვს დაკაპიწებული.

ქართველებო, ღირსეულო ქართველებო, გილოცავთ ყველას! "ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეეგუეთ მარცხს. ამას მეტი კაცობა სჭირდება. მოძებნეთ თქვენს თავში ძალა. გეყოთ რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, "ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, "ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.