Harper's Bazaar-მა “მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი“ მამაკაცების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ცნობილი სახეები არიან წარმოდგენილნი.
სასექსის პრინცმა “ყველაზე ცხელი მამაკაცების“ სიაში 25-ე ადგილზე დაიკავა. ბექჰემმა 39-ე ადგილი, ხოლო ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი 32-ე ადგილზე გავიდა. რაიან გოსლინგი რეიტინგში 29-ე ნომრად გავიდა, რაიან რეინოლდსი კი 31-ე ადგილზე.
საინტერესოა, რომ ათეულში დომინირებდნენ 1950-იანი წლების ვარსკვლავები. მათ შორის არიან ამერიკელი მსახიობები: ჯეიმს დინი, მარლონ ბრანდო, კერი გრანტი, როკ ჰადსონი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ამავე გამოკითხვის მიხედვით, პრინცი ჰარი "ყველაზე სექსუალური სამეფო ოჯახის წარმომადგენელი" გახდა.
იხილეთ ასევე: