პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, თავისი გუნდის წევრთან ერთად სანადიროდ წავიდა" - დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს კამალა ჰარისს დასცინა
"შეიძლება, თავისი გუნდის წევრთან ერთად სანადიროდ წავიდა" - დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს კამალა ჰარისს დასცინა

ნიუ-იორ­კის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის მას­პინ­ძლო­ბით ყო­ველ­წლი­უ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ე.წ. თეთ­რი სა­დი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად ტარ­დე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წელს "თეთრ სა­დილს" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი ეს­წრე­ბი­ან ხოლ­მე, თუმ­ცა წელს კა­მა­ლა ჰა­რი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ოფის­ში გან­მარ­ტეს, რომ ყო­ვე­ლი­ვე "კამ­პა­ნი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­რი­გი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

დო­ნალდ ტრამპმა ამას "სამ­წუ­ხა­რო, მაგ­რამ არა გა­საკ­ვი­რი" უწო­და.

  • რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან­მა დე­მოკ­რატ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰა­რი­სის კამ­პა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

რაც შე­ე­ხე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის კან­დი­დატს, ტრამპმა ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­დახ­ვე­ვის გამო კა­მა­ლა ჰა­რისს დას­ცი­ნა. მისი თქმით, ნიუ-იორ­კის სა­დილ­ზე ყოფ­ნა მის­თვის დიდი პა­ტი­ვია და "მას არაფ­რის გამო არ გა­მო­ტო­ვებ­და", ასე­ვე და­ა­მა­ტა, რომ კა­მა­ლა ჰა­რი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ “ღრმა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი" იყო.

"შე­იძ­ლე­ბა, ის თა­ვის გუნ­დის წევრთან ერ­თად სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და", - გა­ი­ხუმ­რა ტრამპმა და ამით კა­მა­ლა ჰა­რი­სის ვიცე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­ზე, ტიმ უოლცზე მი­ა­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც ნა­დი­რო­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნა­წი­ლად აქ­ცია.

  • "თუ მარ­თლა გსურ­დათ, ვიცე-პრე­ზი­დენტ ჰა­რისს თქვე­ნი მოწ­ვე­ვა მი­ე­ღო, ალ­ბათ უნდა გეთ­ქვათ, რომ თან­ხე­ბი მი­ნე­ა­პო­ლი­სის მძარ­ცვე­ლე­ბი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის გი­რა­ოს გა­დახ­დას მოხ­მარ­დე­ბო­და და ის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად აქ იქ­ნე­ბო­და", - თქვა ტრამპმა.

"ბა­ი­დე­ნი დი­დად არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ახლა მომ­წონს, რად­გან ისი­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი აღარ არი­ან. მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი კან­დი­და­ტი იყო, ვიდ­რე ჰა­რი­სი. როცა მო­ვი­გებთ, ჰა­რი­სი მო­მე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა არ მომ­წონს”, - და­ა­მა­ტა ტრამპმა.

მან ამომ­რჩევ­ლებს მი­მარ­თა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სწო­რედ ის აირ­ჩი­ონ.

"კა­თო­ლი­კე­ე­ბო, უმ­ჯო­ბე­სია, ხმა მე მომ­ცეთ. გახ­სოვ­დეთ, მე აქ ვარ, ის კი არ არის", - ხაზი გა­უს­ვა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"შეიძლება, თავისი გუნდის წევრთან ერთად სანადიროდ წავიდა" - დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს კამალა ჰარისს დასცინა

"შეიძლება, თავისი გუნდის წევრთან ერთად სანადიროდ წავიდა" - დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს კამალა ჰარისს დასცინა

ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსის მასპინძლობით ყოველწლიური საქველმოქმედო ე.წ. თეთრი სადილი გაიმართა, რომელიც ყოველ წელს თანხის შესაგროვებლად ტარდება.

ტრადიციულად, საპრეზიდენტო არჩევნების წელს "თეთრ სადილს" საპრეზიდენტო კანდიდატები ესწრებიან ხოლმე, თუმცა წელს კამალა ჰარისი ღონისძიებაზე არ ყოფილა. პრეზიდენტობის კანდიდატის ოფისში განმარტეს, რომ ყოველივე "კამპანიის ღონისძიებებთან დაკავშირებული განრიგითაა განპირობებული.

დონალდ ტრამპმა ამას "სამწუხარო, მაგრამ არა გასაკვირი" უწოდა.

  • რამდენიმე წამყვანმა დემოკრატმა სავარაუდოდ, ჰარისის კამპანიას გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით მიმართა.

რაც შეეხება რესპუბლიკელების კანდიდატს, ტრამპმა ტრადიციების გადახვევის გამო კამალა ჰარისს დასცინა. მისი თქმით, ნიუ-იორკის სადილზე ყოფნა მისთვის დიდი პატივია და "მას არაფრის გამო არ გამოტოვებდა", ასევე დაამატა, რომ კამალა ჰარისის გადაწყვეტილება ღონისძიების გამოტოვების შესახებ “ღრმა უპატივცემულობის გამომხატველი" იყო.

"შეიძლება, ის თავის გუნდის წევრთან ერთად სანადიროდ წავიდა", - გაიხუმრა ტრამპმა და ამით კამალა ჰარისის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატზე, ტიმ უოლცზე მიანიშნა, რომელმაც ნადირობა საარჩევნო კამპანიის აქტივობების ნაწილად აქცია.

  • "თუ მართლა გსურდათ, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს თქვენი მოწვევა მიეღო, ალბათ უნდა გეთქვათ, რომ თანხები მინეაპოლისის მძარცველებისა და მომიტინგეების გირაოს გადახდას მოხმარდებოდა და ის გარანტირებულად აქ იქნებოდა", - თქვა ტრამპმა.

"ბაიდენი დიდად არ მომწონდა, მაგრამ ახლა მომწონს, რადგან ისინი მოწინააღმდეგეები აღარ არიან. მოქმედი პრეზიდენტი გაცილებით უკეთესი კანდიდატი იყო, ვიდრე ჰარისი. როცა მოვიგებთ, ჰარისი მომეწონება, მაგრამ ახლა არ მომწონს”, - დაამატა ტრამპმა.

მან ამომრჩევლებს მიმართა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ის აირჩიონ.

"კათოლიკეებო, უმჯობესია, ხმა მე მომცეთ. გახსოვდეთ, მე აქ ვარ, ის კი არ არის", - ხაზი გაუსვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

წყარო