პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ“ - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას და მის გუნდს თაღლითებს უწოდებს
“საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ“ - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას და მის გუნდს თაღლითებს უწოდებს

“ჩვენ საქ­მე გვაქვს რე­ცი­დი­ვის­ტებ­თან, გვა­რა­მი­ას და მისი გუნ­დის სა­ხით, რო­მე­ლიც ერთი და იმა­ვე მე­თო­დით მოქ­მე­დე­ბენ, “რუს­თა­ვი 2“-ში იქ­ნე­ბა ეს თუ “მთა­ვარ არხში“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა “მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის სა­ჩი­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­ლე­ვი­ზი­ის “შავ სა­ლა­როს“ ეხე­ბა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­კი­თხი შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ.

“ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, რაც ვნა­ხე, შიგ­ნით კომ­პა­ნი­ა­ში არის დავა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხე­ზეა მამ­ხი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ამ­ხელს იმ თაღ­ლი­თურ სქე­მებს, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შია. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა ეს უნდა შე­ის­წავ­ლონ, თუმ­ცა, ეს კარ­გად აჩ­ვე­ნებს, თუ ვის­თან გვაქვს საქ­მე. თაღ­ლი­თებ­მა, რო­მე­ლიც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბით, “შავი ფუ­ლის“ მე­დი­ა­ში შე­მო­დი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ შექ­მნან მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბის თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ან­ტუ­რა­ჟი. გვახ­სოვს, ისეთ აბ­სურ­დამ­დე მი­ვე­დით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ებს დას­დევ­და და ხუ­რავ­და, წარ­მოგ­ვიდ­გენ­და, რო­გორც ტან­ჯულ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მათ ამას მი­აღ­წი­ეს კი­დეც. მა­შინ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვა მოხ­და და ჩა­რე­ვით მოხ­და ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს როცა უკა­ნო­ნო­ბის ერთი სტი­ლი აქვთ, შემ­დეგ ამ სტილს აღარ სცილ­დე­ბი­ან. ამი­ტომ, ვნა­ხოთ, იმე­დია, ამ სა­კითხს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან და უფრო მეტი გვე­ცო­დი­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

“რუს­თა­ვი 2“-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის სა­ჩი­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის “შავ სა­ლა­როს“ ეხე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­კუ­მენ­ტი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და “თი­ბი­სი ბან­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ხელ­ზეა და­წე­რი­ლი. “რუს­თა­ვი 2“-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მოთ­ვლი­ლია უკა­ნო­ნო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბიც, მათ შო­რის არის ნიკა გვა­რა­მი­აც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

“საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ“ - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას და მის გუნდს თაღლითებს უწოდებს

“საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ“ - შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას და მის გუნდს თაღლითებს უწოდებს

“ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით, რომელიც ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ, “რუსთავი 2“-ში იქნება ეს თუ “მთავარ არხში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივართან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ტელევიზიის “შავ სალაროს“ ეხება.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

“ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი, რაც ვნახე, შიგნით კომპანიაში არის დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაშია. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ, თუმცა, ეს კარგად აჩვენებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. თაღლითებმა, რომელიც ფულის გათეთრებით, “შავი ფულის“ მედიაში შემოდინებით ცდილობენ შექმნან მედიამენეჯერების თუ ჟურნალისტების ანტურაჟი. გვახსოვს, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ტელევიზიებს დასდევდა და ხურავდა, წარმოგვიდგენდა, როგორც ტანჯულ ჟურნალისტს, რომელიც ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ, მათ ამას მიაღწიეს კიდეც. მაშინ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა მოხდა და ჩარევით მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ადამიანებს როცა უკანონობის ერთი სტილი აქვთ, შემდეგ ამ სტილს აღარ სცილდებიან. ამიტომ, ვნახოთ, იმედია, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან და უფრო მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

“რუსთავი 2“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი ტელევიზიის “შავ სალაროს“ ეხება. მათივე ცნობით, დოკუმენტი ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი. “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამიაც.